ყურადღება! აქცია დასრულებულია, შეგიძლიათ იხილოთ მსგავსი აქციები.

გულმკერდის და ონკო - ქირურგის კონსულტაცია

გულმკერდის და ონკო - ქირურგის კონსულტაცია

სასუნთქი სისტემის დაავადებები და ფილტვის კიბოს შემთხვევები მათი გახშირებული გამოვლინებების გამო, მედიცინისა და თანამედროვე ონკოლოგიის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.

 

აქციით უნდა ისარგებლოთ თუ:

40 და მეტი წლის ბრძანდებით;
ამჟამად ხართ თამბაქოს მომხმარებელი;
იყავით აქტიური მწეველი;
კონტაქტი გაქვთ მტვრიან გარემოსთან, ქიმიურ ნაერთებთან ან მათ წარმოებასთან;
გაწუხებთ სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
გაქვთ ონკოლოგიური დაავადების ოჯახური ანამნეზი.
აქციით უნდა ისარგებლოთ იმ შემთხვევაშიც, თუ ჩამოთვლილ რისკ–ჯგუფებში თავს ვერ მოიაზრებთ, მაგრამ უჩივით შემდეგ სიმპტომებს:
გახანგრძლივებული მშრალი ხველა;
ქრონიკული ბრონქიტი;
ტკივილი გულმკერდის არეში;
სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი;
სისხლიანი ნახველი;
წონის კლება;
ხმის ჩახლეჩვა;
უმადობა.

 

უფასო კონსულტაციას გაგიწევთ თორაკალური (გულმკერდის) და ონკო–ქირურგი ზაზა ლომიძე.  

ქირურგთან უფასო კონსულტაციით სარგებლობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში შემდეგი კვლევები ჩაგიტარდებათ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით:

1) გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით ჩაგიტარდებათ:

320 ლარის ნაცვლად 160 ლარად კლინიკის ულტრათანამედროვე, 32–შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე Toshiba Aquilion RXL;
2) რენტგენოლოგიური კვლევა 45 ლარის ნაცვლად 25 ლარად კომპანია SHIMADZU-ს ციფრული რენტგენის  აპარატზე.

 

აქცია ძალაშია ყოველდღე კვირის გარდა!

უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.