ყურადღება! აქცია დასრულებულია, შეგიძლიათ იხილოთ მსგავსი აქციები.

ექოსკოპია და ქირურგის კონსულტაცია უფასოდ

ექოსკოპია და ქირურგის კონსულტაცია უფასოდ

მუცლის წინა კედლისა და საზარდულის მიდამოში თუ შენიშნეთ მოცულობითი წარმონაქმნი, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება ან მცირდება, ამ არეში უჩივით დისკომფორტს, ან შესაძლოა ნაწლავის პერისტალტიკის ხმიანობაც გესმით – არ დატოვოთ უყურადღებოდ ეს სიმპტომები, რადგან სავსებით შესაძლებელია თიაქარი გქონდეთ. 

სწორედ მუცლის თიაქრის გამოვლენისა და მკურნალობის მიზნით, 100 ლარის ნაცვლად სრულიად უფასოდ გთავაზობთ:

ქირურგის კონსულტაციას;
ექოსკოპიას ულტრაბგერის აპარატ Toshiba Aplio 500–ზე, რომელიც ახალი სიტყვაა ულტრაბგერის სამყაროში. ექოსკოპიის ეს აპარატი გამოირჩევა ვიზუალიზების თანამედროვე სისტემით, მაღალი სიზუსტისა და მგრძნობელობის პროგრამებით. აპარატის უპირატესობაა ელასტოგრაფიული რეჟიმი.
მუცლის თიაქარი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ქირურგიული პათოლოგიაა და დროულ რეაგირებას მოითხოვს!

 

გახსოვდეთ, რომ თიაქარს სხვადასხვა გართულება ახასიათებს და მათ შორის: ჩაჭედვა, კოპროსტაზი (განავლოვანი მასების შეყოვნება მსხვილ ნაწლავში), ჩაუბრუნებლობა, ანთება, ფლეგმონა (კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის გავრცელებული ჩირქოვანი ანთება). ყველაზე ხშირად ვლინდება თიაქრის ჩაჭედვა, რომლის გამოც სავსებით შესაძლებელია სისხლძარღვი დაიხშოს და შიგთავსის სისხლმომარაგება დაირღვეს. ამ პროცესს ორგანოს ნეკროზი (კვდომა) მოჰყვება და შესაძლოა განვითარდეს განგრენა და პერიტონიტი (მუცლის ღრუში გავრცელებული ანთებადი პროცესი). პერიტონიტით გართულებული თიაქარი საჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას და ზოგჯერ ფატალურად სრულდება.    

 

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მაღალკვალიფიციურ ქირურგებს თიაქრის მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვთ. კლინიკაში თიაქრის ოპერაცია ტარდება როგორც ლაპარასკოპიულად, ისე ღია წესით და გამოიყენება უმაღლესი ხარისხის საპროთეზო მასალა (ბადე).

 

აქცია ძალაშია: 30.04.2019

აქციით სარგებლობა შესაძლებელია  ყოველ სამშაბათს. 

უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.