ყურადღება! აქცია დასრულებულია, შეგიძლიათ იხილოთ მსგავსი აქციები.

„ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“ დღენაკლთა მეთვალყურეობის სპეციალური პროგრამა დაიწყო

„ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“ დღენაკლთა მეთვალყურეობის სპეციალური პროგრამა დაიწყო

 

"ნიუ ჰოსპიტალსის" „ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“ დღენაკლთა მეთვალყურეობის პროგრამამ ფუნქციონირება დაიწყო. ყველა ბავშვს, რომელიც დაბადებულია ნაადრევად, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს სპეციალური პირობებით, რაც მოიცავს უფასო კონსულტაციებს და ფასდაკლებებს, აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე.

 

 

დღენაკლთა მეთვალყურეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რადგან დღენაკლულობა ასოცირდება სხვადასხვა სამედიცინო პრობლემასთან, განვითარებისა და ქცევის დარღვევების რისკთან. ამიტომ, დღენაკლი ბავშვები საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას და შედარებით ხშირ სამედიცინო გასინჯვას, რათა დროულად ამოვიცნოთ განვითარების შეფერხება, მხედველობის პრობლემები, სმენის პრობლემები, კვებითი დარღვევები, ძილის დარღვევები, ძილის აპნოე, მეტყველების პრობლემები, აუტისტური სპექტრის დარღვევები ან ქცევითი დარღვევები.

 

 

ადრეული დიაგნოსტირება საშუალებას იძლევა დროულად მოხდეს შესაბამისი სამედიცინო ჩარევა. ამისათვის საჭიროა სხვადახვა სპეციალისტის კომპლექსური მუშაობა და ამბულატორიული მონიტორინგი. „ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“ ხელმისაწვდომია დღენაკლთა ამბულატორიული მეთვალყურეობის სრული მომსახურება - ნეონატოლოგის, პედიატრის, ბავშვთა ნევროლოგის, ოფთალმოლოგის და ორთოპედის გეგმიური მეთვალყურეობა.

 

 

„ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი“ მრავალპროფილურ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ 2019 წლიდან ფუნქციონირებს და პაციენტებს 24 საათის მანძილზე ემსახურება. სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ცენტრი დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი სპეციალისტებით, უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით, სერვისების ხარისხით და წარმოადგენს ევროპული სტანდარტების პედიატრიულ კლინიკას საქართველოში.

უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.