ამობეჭდილია: 0 ანოტაცია ნანახია: 1514
გამოწერა
0
შეაფასეთ ეს მედიკამენტი
უროფლოქსი 200მგ #2ტ
საერთაშორისო დასახელება - rufloxacin

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები

 


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბ. 200 მგ: 2 და 6 ც

 

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები: რუფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი 200მგ
არააქტიური ინგრედიენტები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ხორბლის სახამებელი, ლაქტოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზი, პრეჟელატინიზირებული ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, მეთილჰიდროქსიპროპილის ცელულოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი, პოლიეთილენის გლიკოლი 400.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
უროფლოქსი (რუფლოქსაცინი) წარმოადგენს სპეციფიურად საშარდე გზების ინფექციებისთვის (სგი) შექმნილ ახალ ფტოროქინოლონს. რუფლოქსაცინს აქვს ფართე სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედება და მაღალი აქტივობა აერობული გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, განსაკუთრებით საშარდე სისტემის პათოგენების ფართო სპექტრის მიმართ. რუფლოქსაცინი ხასიათდება ხანგრძლივი ნახევარდაშლის პერიოდით (დაახლოებით 35 სთ), რაც ნიშნავს, რომ ის შეიძლება დაინიშნოს დღეში ერთხელ.
უროფლოქსს აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება, რომელიც გრძელდება ბოლო მიღებიდან 4 დღის განმავლობაში. მისი მოქმდების მექანიზმი დაფუძნებულია ბაქტერიული დნმ-ჰირაზას, ორგანიზმში დნმ-ის ჯაჭვის სპირალიზაციის პროცესში მონაწილე ფერმენტის, დათრგუნვაში. ეს იწვევს მიკროორგანიზმში დნმ-ის დაგროვებას დესპირალიზირებული ფორმით, რაც ხელს უშლის ბაქტერიის სიცოცხლისუნარიანობას. როგორც მოეთხოვება სგი-ის სპეციფიურ წამალს, მისი აქტიური მეტაბოლიტი უნდა იყოს ლიმიტირებული ბიოტრანფორმაციის ფარგლებში (არ უნდა აჭარბებდეს 10%-ს). რუფლოქსაცინის თირკმლისმიერი გამოყოფა შეადგენს დანიშნული დოზის დაახლოებით 50%-ს, რის გამოც შარდში გროვდება აქტიური წამლის მაღალი დოზა. რუფლოქსაცინის ერთი დოზის (400მგ) მიღების შემდეგ შარდში ბაქტერიოციდული მოქმედება გრძელდება 3 დღემდე. 400მგ დარტყმით დოზის შემდეგ ინიშნება ყოველდღიურად 200მგ, რაც შარდში უზრუნველყოფს რუფლოქსაცინის ბაქტერიოციდული კონცენტრაციის შენარჩუნებას 10 დღიანი კურსის დამთავრებიდან 4 დღის განმავლობაში. გარდა ამისა რუფლოქსაცინი ადვილად და სწრაფად აღწევს პროსტატის ქსოვილის ზედაპირულ, საშუალო და ღრმა ფენებში და პროსტატის სითხეში, 4 სთ-ში უროფლოქსის რაოდენობა 1.5-ჯერ და 2.5-ჯერ აღემატება პლაზმაში მის კონცენტრაციას.

 

ჩვენებები:
უროფლოქსი ნაჩვენებია საშარდე გზების ყველა ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა მწვავე ცისტიტი, გართულებული ცისტიტი, ზედა საშარდე გზების ინფექციები, პიელონეფრიტი და ქრონიკული პროსტატიტი

 

მიღების წესები და დოზები:
პირველ დღეს ორი ტაბლეტი ერთ მიღებაზე და ამის შემდეგ ერთი ტაბლეტი ყოველდღიურად. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა დარეგულირდეს ინფექციის სიმწვავის, კლინიკური და ბაქტერიული კურსის შესაბამისად. ხშირად მკურნალობის ხუთდღიანი კურსი საკმარისია; პერსისტენტულ შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გახანგრძლივდეს 20 დღემდე, სამედიცინო მითითების თანახმად. ხანგრძლივი ნახევარდაშლის პერიოდის გათვალისწინებით (დაახლოებით 35სთ) ანტიბაქტერიოციდული ზემოქმედება გრძელდება მკურნალობის შეწყვეტიდან 3-4 დღის განმავლობაში. შესაბამისად არ არის საჭირო მკურნალობის გაგრძელება მას შემდეგ, რაც პაციენტი ხდება აფებრილური და უქრება სიმპტომები.
მწვავე ცისტიტი:
ორი ტაბლეტი ერთ მიღებაზე: დარტყმითი თერაპია
საშარდე გზების სხვა ინფექციებისას:
დარტყმითი დოზა 2 ტაბლეტი პირველ დღეს, შემდგომში 1 ტაბლეტი ყოველდღიურად დანარჩენი 4 დღის განმავლობაში.
პერსისტენტულ შემთხვევებში თერაპია შეიძლება გახანგრძლივდეს 20 დღემდე სამედიცინო ჩვენების თანახმად.
ქრონიკული პროსტატიტი:
დარტყმითი დოზა 2 ტაბლეტის სახით, შემდეგ 1 ტაბლეტი 4 კვირის განმავლობაში
ხანდაზმულ პაციანტებში:
თუ თირკმელი ფუნქციონირებს პაციენტის ასაკის შესაბამისად, დოზის რეგულირება საჭირო არ არის.
თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის შემთხვევაში:
მიღების სიხშირე უნდა შემცირდეს თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის ხარისხის შესაბამისად (იხილეთ "სიფრთხილის ზომები")
ღვიძლის მძიმე უკმარისობისას:
გამოიყენება ფრთხილად, სასურველია დოზის შემცირება.
რეკომენდებული დოზა ბავშვებისათვის
უროფლოქსი არ უნდა დაინიშნოს პედიატრიულ პაციენტებში და ჩამოუყალიბებელი ჩონჩხის მქონე მოზარდებში.

 

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატს ახასიათებს კარგი ათვისების უნარი. კლინიკურ კვლევებში გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში. კლინიკური კვლევებისას გამოვლინდა შემდგომი გვერდითი ეფექტები: კუჭ-ნაწლავის მხრივ: ეპიგასტრიული ტკივილი, გულისრევა, გულძმარვა, დისპეფსია, ღებინება.
მკურნალობისას ან მკურნალობის შემდეგ ძლიერი შეუჩერებელი დიარეის შემთხვევაში ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, რათა შეაფასოს ფსევდომემბრანული კოლიტის აღმოცენების ალბათობა. იგი წარმოადგენს სერიოზულ გართულებას, ამიტომ წამლის მიღება უნდა შეწყდეს და დაწყებულ იქნას შესაბამისი თერაპია (მაგ. 250 მგ. ვანკომიცინი პერორალურად)
ცნს-ის მხრივ: აგზნება, ძილის დარღვევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კანკალი, დაღლილობა.
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: იშვიათ შემთხვევებში კანის რეაქციები (ეკზანთემა, ერითემა, გამონაყარი) და ქავილი იქნა დაფიქსირებული. ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს მწვავე ანაფილაქსიური რეაქცია (ენის და საყლაპავის შეშუპება, ქოშინი, არტერიული ჰიპოტენზია).
უროფლოქსის უსაფთხოების ზომები მსგავსია სხვა ქინოლონებისა, ამიტომაც, მკურნალობისას არ შეიძლება გამოირიცხოს სხვა ქინოლონებისათვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტების გამოვლენა.

 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა რუფლოქსაცინისა და სხვა ქინოლონების მიმართ. უროფლოქსი არ უნდა დაენიშნოთ ეპილეფსიით დაავადებულ ან კრუნჩხვის ეპიზოდების ისტორიის მქონე პაციენტებს. უროფლოქსი არ ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ჩამოუყალიბებელი ჩონჩხის მქონე ბავშვებში და მოზარდ პაციენტებში. უროფლოქსი არ გამოიყენება ფტორქინოლონით გამოწვეული ტენოპათიების მქონე პაციენტებში.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
უროფლოქსის უსაფრთხოება არ არის დადგენილი, განსაკუთრებით კი არ გამორიცხავს განვითარებადი ორგანიზმის სახსრების ხრტილის დაზიანების ალბათობას. შესაბამისად უროფლოქსი არ უნდა დაინიშნოს ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

 

განსაკუთრებული მითითებები:
მიუხედავად იმისა, რომ უროფლოქსის გამოყენებისას არ დაფიქსირებულა აქილევსის მყესის (კოჭთან) ტკივილის ან შეშუპების შემთხვევები, მათი გამოვლენისას რეკომენდებულია დასვენება, ექიმის კონსულტაცია და დაუყოვნებლივი შესაბამისი თერაპია.
რადგანაც უროფლოქსი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში. 30მლ/მნ-ზე დაბალი გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარის მქონე პაციენტებში, უროფლოქსი უნდა დაინიშნოს დღეგამოშვებით.
როგორც სხვა ფტორქინოლონები, უროფლოქსი ფრთხილად გამოიყენება მოხუცებულებში, ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის და ლაბილური ნერვული სისტემის მქონე პაციენტებში. ნერვულ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს აღგზნება.
თუმცა უროფლოქსთან არ არის ნახსენები, ფოტოსენსიბილიზაცია, რაც შემჩნეულია ამავე კლასის სხვა მედიკამენტებთან. სიფრთხილის თვალსაზრისით მკურნალობის დროს პაციენტები უნდა მოერიდონ მზის პირდაპირ სხივებს და ულტრაიისფერ გამოსხივებას (სოლარიუმს).

 

ჭარბი დოზირება:
მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ არ მოიპოვება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები. კუჭის ამორეცხვა უნდა მოხდეს ხელოვნური ღებინების გამოწვევით ან კუჭის ზონდის საშუალებით; პაციენტი უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ და შენარჩუნდეს სითხის ადექვატური მიწოდება.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა ქინოლონების მსგავსად, ანტაციდებმა და სუკრალფატმა შესაძლებელია შეაფერხოს უროფლოქსის ბიოშეღწევადობა. შესაბამისად ისინი უნდა დაინიშნოს უროფლოქსის მიღებამდე 2 საათით ადრე ან გვიან.
პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციის მონიტორირება შეიძლება საჭირო გახდეს უროფლოქსით გახანგრძლივებული თერაპიისას. თანმხლები თერაპიის დროს სხვა წამალთა შორის რეაქციები არ არის ცნობილი.

 

შენახვის პირობები და ვადები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ გრილ და მშრალ ადგილას (25°C-ზე დაბლა).
ვარგისიანობის ვადა 5 წელი

 

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
Mediolanum farmaceutici S.p.A
ნიდერლანდები


ანოტაციის მომწოდებელია

დატოვეთ შეფასება
დატოვე შეფასებითი კომენტარი
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
დამატება
კომენტარები ვერ მოიძებნა
აქციები და ფასდაკლებები
მაჩვენე მეტი