სავარიქსის გელი
P. P. E. "GEMI", პოლონეთი კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პრეპარატი ანტითრომბოლიზური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისთვის.
კანქვეშა ჰემატომები;
ვენური სისხლის მიმოქცევის მოშლა.
ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
თრომბოზი;
ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში.
მიღების წესი და დოზირება: კანის დაზიანებულ ადგილებზე გელის თხელი ფენის შეზელვით 3-5-ჯერ დღე-ღამეში. არ გამოიყენება სახვევის და ელასტიური წინდის ქვეშ გვერდითი მოვლენები: შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის ადგილობრივი ანთება, წვა); უკუჩვენებები: * მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. * არ იხმარება ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსზე და დასხივებით დაზიანებულ კანზე. ორსულობა და ლაქტაცია: * ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. განსაკუთრებული მითითებები: ♦ ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ სისხლდენისკენ მიდრეკილება. ♦ ალერგიული რეაქციის გამოვლენისას (ჭინჭრის ციება ქავილი, წვა ან გულისრევა) უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. ♦ დაუშვებელია პრეპარატის თვალის მიდამოში მოხვედრა. გავლენა სატრანსპორტო და მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე. ჭარბი დოზირება: პრეპარატის ფორმა და გამოყენების წესი უზრუნველყოფს დაცვას მისი გადაჭარბებული დოზით გამოყენებისგან. გადაჭარბების ვარაუდის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია; ჰეპარინის ანტიდოტს წარმოადგენს პროტამინ სულფატი. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: - ადგილობრივი გამოყენების დროს ჰეპარინის ნატრიუმის მარილის რეზორბცია სისხლში შეზღუდულია. - შიგნით მისაღებ სხვა ანტითრომბულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ, შესაძლოა დააჩქაროს ჰეპარინის მოქმედება და გაახანგრძლივოს სისხლის პლაზმის შედედების დრო. შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, დახურულ შეკვრაში, შუქისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
მწარმოებელი:
P. P. E. "GEMI", პოლონეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პრეპარატი ანტითრომბოლიზური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისთვის.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გელი: ტუბში 30 გ
100 გ
ცხენისწაბლას ექსტრაქტი
(1:1, ეთანოლი 60) - 5.0 გ
ჰეპარინ ნატრიუმი 50000 სე
ანესთეზინი - 1.0 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია მაღალი ფარმაკოლოგიური აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია მის შემადგენლობაში შემავალ შემდეგ აქტიურ ნივთერებებთან:
ჰეპარინ ნატრიუმის მარილი: გააჩნია ანტიკოაგულანტური, თრომბოლიზური მოქმედება, რომელიც ამცირებს შედედების პლაზმური ფაქტორების აქტივობას, აგრეთვე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც გამოიხატება ჰიალურონიდაზის აქტიურობის დათრგუნვით;
ცხენისწაბლას ექსტრაქტი (1:1 ეთანოლ 60): შემადგენლობაში არსებული ტრიტერპენული საპონინების წყალობით, ამჟღავნებს ანთების საწინააღმდეგო, ვენების მატონიზირებელ, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებებს. ასტაბილირებს სისხლძარღვთა გამტარიანობას, ამაგრებს კაპილარების კედლებს, ამცირებს ლიმფოსტაზს, ხელს უშლის სტაზის განვითარებას, რითაც აძლიერებს ჰეპარინის მოქმედებას.
ანესთეზინი: ავლენს ადგილობრივ გამაყუჩებელ მოქმედებას შეშუპების, კანის ანთების (რომელიც დაკავშირებულია ვენების ვარიკოზულ გაგანიერებესთან), კანქვეშა ჰემატომების (სისხლჩაქცევების), ტრავმების დროს.
ჩვენებები:
დამხმარე თერაპია: შეშუპების მკურნალობა და პროფილაქტიკა (ტრავმული);
კანქვეშა ჰემატომები;
ვენური სისხლის მიმოქცევის მოშლა.
ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
თრომბოზი;
ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში.
მიღების წესი და დოზირება:
კანის დაზიანებულ ადგილებზე გელის თხელი ფენის შეზელვით 3-5-ჯერ დღე-ღამეში.
არ გამოიყენება სახვევის და ელასტიური წინდის ქვეშ
გვერდითი მოვლენები:
შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის ადგილობრივი ანთება, წვა);
უკუჩვენებები:
* მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
* არ იხმარება ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსზე და დასხივებით დაზიანებულ კანზე.
ორსულობა და ლაქტაცია:
* ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
♦ ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ სისხლდენისკენ მიდრეკილება.
♦ ალერგიული რეაქციის გამოვლენისას (ჭინჭრის ციება ქავილი, წვა ან გულისრევა) უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.
♦ დაუშვებელია პრეპარატის თვალის მიდამოში მოხვედრა.
გავლენა სატრანსპორტო და მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ფორმა და გამოყენების წესი უზრუნველყოფს დაცვას მისი გადაჭარბებული დოზით გამოყენებისგან. გადაჭარბების ვარაუდის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;
ჰეპარინის ანტიდოტს წარმოადგენს პროტამინ სულფატი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- ადგილობრივი გამოყენების დროს ჰეპარინის ნატრიუმის მარილის რეზორბცია სისხლში შეზღუდულია.
- შიგნით მისაღებ სხვა ანტითრომბულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ, შესაძლოა დააჩქაროს ჰეპარინის მოქმედება და გაახანგრძლივოს სისხლის პლაზმის შედედების დრო.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, დახურულ შეკვრაში, შუქისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.