რელიფი #12 რექტ.სუპოზ

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

1 სუპ. ზვიგენის ღვიძლის ქონი. . . . . . . . .30 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი. . . . 2.5 მგ
სხვა ინგრედიენტები:კაკაოს ცხიმი 85%, სახამებელი, მეტალ- და პროპილპარაბენი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰემოროიდული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ზვიგენის ღვიძლის ქონს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ჰემოსტატიური, რეგენერაციული და იმუნომოდულირებადი მოქმედება. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არის α-ადრენომიმეტიკი, ავლენს ადგილობრივ სისხლძარღვების შემავიწროებელ მოქმედებას, ხსნის ექსუდაციის მოვლენებს(შეშუპება, სეროზული გამონადენი, ქავილი, წვა) ჰემოროისა და ანორექტალური ზონის სხვა დაავადებების დროს.

ჩვენებები:
შიდა და გარე ჰემოროის, უკანა ტანის ნახეთქების, ეროზიების, მიკროტრავმების და ანალური ქავილის დროს.

დოზირების რეჟიმი:
პრეპრატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ. მოზრდილებმა პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა დაიმუშაონ დაზიანებული მიდამო, ფრთხილად გაიწმინდონ ნამიანი ხელსახოცით, შემდეგ დაიშრონ სისველე ტუალეტის ქაღალდით ან რბილი ნაჭრით.

რექტალური სუპოზიტორიები:
გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ. თითო სუპოზიტორია შეჰყავთ რექტალურად - დილას, საღამოს და ყოველი დეფეკაციის შემდეგ 4-ჯერ დღეღამეში. ბავშვებში 12 წლამდე გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: ანალური ხვრელის მიდამოში კანის გამონაყარი, წვა, ჰიპერემია.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, თრომბოემბოლია, გრანულოციტოპენია.

განსაკუთრებული მითითებები:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ექიმთან შეთანხმების გარეშე 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ჰიპერთირეოზის და წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგიების დროს სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა შეთანხმდეს ექიმთან.უკანა ტანიდან ჭარბი სისხლდენისას ან დაავადების სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში (7 დღეზე მეტი), აუცილებელია პროქტოლოგის დამატებითი კონსულტაციის მიღება.

ჭარბი დოზირება:
რეკომენდებული ერთჯერადი და სადღეღამისო დოზების გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნოს ჰიპერკოაგულაციისკენ მიდრეკილება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროული მიღება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ანტიდეპრესანტებთან და ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 270C ტემპერატურაზე მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.

Sagmel, Inc. აშშ