პანივიტი #12ტ შუშხუნა

შემადგენლობა:

პარაცეტამოლი - 500 მგ;
ასკორბინის მჟავა - 200 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კარბონატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის საქარინი, სორბიტოლი, მაკროგოლი 6000.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანალგეზური (ხსნის ტკივილს). სიცხის დამწევი საშუალება (აქვეითებს ტემპერატურას).

ჩვენებები:
• სხვადასხვა წარმოშობის ტკივილები (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, კუნთების ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაციები);
• სხეულის მომატებული ტემპერატურა გაციებების და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს;
• პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისა და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის (25 კგ და მეტი სხეულის წონით).

უკუჩვენებები:
• ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლის მიმართ;
• თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;
• გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი;
• სისხლის დაავადებები;
• შარდ-კენჭოვანი დაავადება, თუ C ვიტამინის დოზა აღემატება 1 გრ/დღეში.

უსაფრთხოების ზომები:
ღვიძლისა და თირკმლის დარღვეული ფუნქციისას პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტირება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
წამლების შესაძლო ურთიერთქმედებების თავიდან ასაცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღების შესახებ. ვინაიდან პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლსა და ასკორბინის მჟავას, დღე-ღამის მაქსიმალური დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ამ აქტიურ ნივთიერებებს შეიცავენ.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის მიღების შესახებ საჭიროა ექიმთან კონსულტირება.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.

გამოყენების მეთოდები და დოზები:
• 8-15 წლის ასაკის ბავშვებში - 0,5-1 ტაბლეტი 4-ჯერ დღე-ღამეში;
• მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავსვებში - 1-2 ტაბლეტი 4-ჯერ დღე-ღამეში (არაუმეტეს 4გ დღე-ღამეში).
გამოყენების მეთოდი;
გახსენით ტაბლეტი ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა წყალში.
მიღების დრო და სიხშირე;
პრეპარატის ცალკეულ მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 4 საათს. თირკმლის გამოხატული უკმარისობის დროს პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 8 საათს.
პრეპარატის მიღების რეჟიმის დაცვა საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ტენპერატურის მკვეთრი მომატება და შევამციროთ ტკივილის სინდრომის ინტენსივობა. ვინაიდან პრეპარატი შეიცავს ჩ ვიტამინს, თავი ავარიდოთ მის მიღებას დღის ბოლოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
თუ პრეპარატის მიღებისას 5 დღის განმავლობაში ტკივილის სინდრომი, ან 3 დღის განმავლობაში მომატებული ტემპერატურა შენარჩუნდა ან გაძლიერდა, და ასევე განვითარდა სხვა სიმპტომები, საჭიროა შევწყვიტოთ მკურნალობა და მივმართოთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები:
თერაპიულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად აიტანება. ზოგჯერ შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციების განვითარება. იშვიათად - სისხლის სისტემის დარღვევა (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი). მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება.
მწვავე მოწამვლის ნიშნები - გულისრევა, ღებინება, ტკივილი კუჭში. დაზარალებულს უნდა ჩაუტარდეს კუჭის გამორეცხვა მოწამვლის პირველი 4 საათის განმავლობაში, დაენიშნოს ადსორბენტი. ამის შემდეგ პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ ექიმს.

სამკურნალო ფორმა და გამოშვების ფორმა:
შუშხუნა ტაბლეტები. 12 ტაბლეტი ტუბში. 1 ტუბი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობა:
3 წელი. არ შეიძლება პრეპარატის გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი:
«VITALE-XD», ესტონეთი. სეები 3, 11316 ტალინი. ტელ: +372 6208046.
ფაქსი: +372 6208025. ელ-ფოსტა: vitale@infonet.ee. ვებ-გვერდი www.vitale.ee

"ვორლდ მედიცინი ლ.ლ.ც" (აშშ) - USA. 400, West Apple Street, SD, Tea, 57064,
E-mail: wm@wmcorp.us, Web-Site: www.wmcorp. us.