ამობეჭდილია: 0 ანოტაცია ნანახია: 3973
გამოწერა
0
შეაფასეთ ეს მედიკამენტი
ნოზეილინი 15მლ თვ/ცხ.წვეთები

შემცველობა:

ერთი მლ შეიცავს 0,5 მგ ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდსა და 0,5 მგ ქლორფენირამინის მალეატს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, ბორის მჟავა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, დისტილირებული წყალი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი - ალფა-ადრენომიმეტური საშუალებაა, რომელიც ახდენს სწრაფ, გამოხატულ და ხანგრძლივ სისხლძარღვთა შემავიწროვებელ მოქმედებას, ცხვირის გაჭედვისა და ცხვირიდან გამონადენის რაოდენობის შემცირებას.
ქლორფენირამინის მალეატი - ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორია. ახდენს ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას, ამცირებს ადგილობრივი ექსუდაციური გამოვლინებებს, ცხვირის, ცხვირ-ხახისა და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსების შეშუპებასა და ჰიპერემიას, ამცირებს სურდოს, ცემინებას, ცრემლდენას, თვალისა და ცხვირის ქავილს.

 

ჩვენებები:
ნოზეილინი თვალის/ცხვირის წვეთები გამოიყენება თვალის ალერგიული დაავადებებისას; სურდოს, ალერგიული რინიტისა და სინუსიტის დროს.

 

უკუჩვენებები:
ნოზეილინი თვალის/ცხვირის წვეთები უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის კომპონენტების მიმართ, დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

მიღების დოზები:
ცხვირში - 2 წვეთი 4-ჯერ დღე-ღამეში თითოეულ ნესტოში.
თვალებში - 1-2 წვეთი ყოველ 3-6 საათში.

 

შენახვის პირობები:
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში.

 

გამოშვების ფორმა: 5 მლ-იანი ფლაკონი საწვეთურით

 

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

მწარმოებელი:
"E.I.P.I.CO." ეგვიპტე ტენტ A.R.E. რამადან სიტი, პირველი სამრეწველო ზონა B1.

"ვორლდ მედიცინი ლ.ლ.ც" (აშშ) - სათვის. USA. 400, West Apple Street, SD, Tea, 57064,
E-mail: wm@wmcorp.us, Web-Site: www.wmcorp. us.


ანოტაციის მომწოდებელია

დატოვეთ შეფასება
დატოვე შეფასებითი კომენტარი
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
დამატება
კომენტარები ვერ მოიძებნა
აქციები და ფასდაკლებები
მაჩვენე მეტი