ამობეჭდილია: 0 ანოტაცია ნანახია: 31324
გამოწერა
0
შეაფასეთ ეს მედიკამენტი
ნევროზალი

შემადგენლობა: პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს: 100 მგ პასიფლორას (Passiflora incarnata) მშრალ ექსტრაქტს, 100 მგ სვიის (Humulus lupulus) მშრალ ექსტრაქტს, 60 მგ კატაბალახას (Valeriana officinalis) მშრალ ექსტრაქტს. 

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, მაგნიუმის სტეარატი. 

გამოშვების ფორმა: კომბინირებული ტაბლეტი, ოვალური ფორმის. 

მოქმედების მექანიზმი: ნევროზალი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც ახასიათებს ზომიერი სედატიური მოქმედება. პრეპარატი ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, ძილის გაუმჯობესებას, არეგულირებს გულის მუშაობას, აქვს გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის სეკრეციულ აქტივობას. ნევროზალის ეფექტს განაპირობებს მცენარეული ექტრაქტების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ერთობლივი მოქმედება: პასიფლორა (ვნების ყვავილი) ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ახასიათებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო და საძილე ეფექტი, გაღვიძებისას უსიამოვნო შეგრძნების გარეშე. სვია დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამცირებს ტკივილს, კრუნჩხვების განვითარების შესაძლებლობას, ახასიათებს მსუბუქი საძილე ეფექტი. კატაბალახა ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის დადგომას. დამამშვიდებელი ეფექტი ვითარდება თანდათან და სტაბილურია. ნევროზალს ახასიათებს ხანგრძლივი თერაპიული ეფექტი. 

ჩვენება: - მოუსვენრობა, შფოთვა; - ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში, თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდიით და ქოშინით; - მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა; - ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა; - კონცენტრაციის დაქვეითება; - ძილის მოშლა; - ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში); - კლიმაქტერული სინდრომი; - “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა); - ანგიონევროზი (გულ-სისხლძარღვთა სისტემის) და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია). 

უკუჩვენება: პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა. 

უსაფრთხოების ზომები: ორსულობის და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის მიღება ჩვენების მიხედვით. ნევროზალი აძლიერებს საძილე, სედატიური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას. 

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1-2 ტაბლეტი ორ-სამჯერ დღეში ხანგრძლივად მისაღებად. უფროსი ასაკის ბავშვებისათვის 1 ტაბლეტი ერთ-სამჯერ დღეში. ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. 

გვერდითი მოვლენები: იშვიათად მომატებული მგრძნობელობის გამოვლინებები. 

ვარგისიანობა და შენახვის პირობები: პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი. ინახება 15-25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა: 2 ბლისტერი. თითოეულზე 15 ტაბლეტი. მეორადი შეფუთვა მუყაოს კოლოფში. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ექიმის რეცეპტის გარეშე. 

მწარმოებელი: წარმოებულია სს ”ჯი პი სი”-ს დაკვეთით , სანაპიროს 6, 0108, თბილისი, საქართველო Ponroy Vitarmonyl Industrie-ს მიერ Parc d’activité Sud Loire, 85612 Montaigu Cedex, France


ანოტაციის მომწოდებელია

დატოვეთ შეფასება
დატოვე შეფასებითი კომენტარი
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
დამატება
კომენტარები ვერ მოიძებნა
აქციები და ფასდაკლებები
მაჩვენე მეტი