ნატრიუმის თიოს.30% 5მლ#10ა დარ

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო ქიმიური სახელწოდება:
Natrii thiosulfas;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე უფერო ხსნარი;

შემცველობა:
1 მლ ხსნარი შეიცავს 0.3 გ ნატრიუმის თიოსულფატს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავას დინატრიუმის მარილი, საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა: 
საინექციო ხსნარი 30%.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: 
ანტიდოტები. კოდი ATC V03A B06.

ფარმაკოლოგიური თვისებები: 
ორგანიზმში შეყვანისას ახდენს ანტიტოქსიკურ, ანთებსაწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას, უვნებელჰყოფს გალოიდების (იოდი) პრეპარატებს. მჟავე გარემოში იშლება გოგირდისა და გოგირდის ანჰიდრიდის გამოყოფით, რომლებიც ახდენენ ანტიპარაზიტარულ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა:
ინტრავენური გამოყენების შემდეგ ვრცელდება უჯრედგარე სითხეში. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 0.65 საათს.

გამოყენების ჩვენებები:
მოწამვლა დარიშხანით, ვერცხლის წყლით, ტყვიით (წარმოიქმნება არატოქსიკური სულფიტები), ციანიდმჟავით და მისი მარილებით, იოდისა და ბრომის მარილებით.
ალერგიული დაავადებები, ართრიტი, დიაბეტური პოლინეიროპათია.

გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი ინტრავენურად შეიყვანება 5-10 მლ 30% ხსნარი; ციანიდის ნაერთებით მოწამვლისას ერთჯერადი დოზა იზრდება 30% ხსნარის 50 მლ-მდე.

გვერდითი მოქმედება:
აღწერილი არ არის.

უკუჩვენებები: 
დადგენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: 
კატეგორიულად არ დაიშვება ნეტრიუმის თიოსულფატის კონტაქტი ნიტრატებთან, კალიუმის პერმანგანატთან.

ჭარბი დოზა: 
ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის.

გამოყენების განსაკუთრებულობანი: 
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებებით.
პრეპარატის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

შენახვის პირობები და ვადები:
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 15-25°C.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

გაცემის პირობები: 
რეცეპტით.

შეფუთვა: 
საინექციო 30% ხსნარი 5 მლ და 10 მლ ამპულებში.

მწარმოებელი:
დსს ფარმაცევტული ქარხანა "დარნიცა".
მისამართი. 02093, უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.