მაგნიუმის სულფ25% 5მლ #10ა(დარ

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება: Magnesii sulfas;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ხსნარი;
შემცველობა: 1 ამპულა (5 მგ) შეიცავს 1 გ ან 1.25 გ მაგნიუმის სულფატს; 1 ამპულა (10 მლ) შეიცავს 2 გ ან 2.5 გ მაგნიუმის სულფატს;
დამხმარე ნივთიერებები: ქლორწყალბადმჟავას ხსნარი, საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა: 
საინექციო ხსნარი 20% ან 25%..

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
დამატებითი ხსნარი ინტრავენური შეყვანისათვის. მაგნიუმის სულფატი. კოდი ATC B05X A05.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მაგნიუმის სულფატი-დარნიცა ორგანიზმზე ახდენს მრავამხრივ მოქმედებას. პარენტერალური შეყვანისას ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (დოზის მიხედვით შესაძლოა გამოვლინდეს სედატიური, ძილის ან ნარკოტიკული ეფექტი). თრგუნავს ნერვ-კუნთოვან გამტარობას, ამცირებს სასუნთქი ცენტრის აგზნებადობას, ამცირებს არტერიულ წნევას (განსაკუთრებით არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე), გააჩნია სპაზმოლიტიკური ეფექტი შარდის შეკავებისას.

ფარმაკოკინეტიკა. მაგნიუმის სულფატი-დარნიცა გამოიყოფა თირკმელებით, დიურეზის გაძლიერებით.

გამოყენების ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი, სპაზმოლიტიკური, ნაღველმდენი და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალება. ენიშნებათ პაციენტებს ჰიპერტონიული დაავადების ადრეულ სტადიაში, ჰიპერტონული კრიზის, ათეროსკლეროზის, ტყვიის კოლიკის და შარდის შეკავების დროს, მშობიარობის გაუტკივარების, ორსულების ტოქსიკოზის დროს; ჰიპომაგნეზემიის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

გამოყენების წესი და დოზები:
I-II სტადიის ჰიპერტონიული დაავადების დროს შეიყვანება ყოველდღიურად ი/კ მკურნალობის კურსზე - 15-20 ინექცია. გარდა ამისა არტერიული წნევის დაწევისას შესაძლოა გამოვლინდეს სტენოკარდიის გამოხატულობის შემცირება.
ჰიპერტონული კრიზისას ი/კ და ი/ვ ნაკადად (ნელა) შეიყვანება 10-20 მლ 20%-25% ხსნარი.
მშობიარობის გაუტკივარებისათვის ი/კ შეიყვანება 5-10-20 მლ პრეპარატის 25% ხსნარი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ხდება მაგნიუმის სულფატი-დარნიცას და ანალგეტიკების კომბინირება.
ორსულთა გვიანი ტოქსიკოზისას 1-2-ჯერ დღე-ღამეში ი/კ შეიყვანება 10-20 მლ პრეპარატის 25% ხსნარი (შეიძლება შეუთავსდეს ნეიროლეპტიკებს).
კრუნჩხვით მდგომარეობებში ი/კ შეიყვანება 5-10-20 მლ პრეპარატის 25% ხსნარი.
ტყვიის კოლიკისდა შარდის შეკავების დროს ი/კ შეიყვანება 5-10 მლ 10-20% ხსნარი, ხოლო ი/ვ - 5-10 მლ 5% ხსნარი (ასევე ინიშბევა ოყნის სახით).
როგორც ნაღველმდნი საშუალება ინიშნება შინაგანად 1 სუფრის კოვზი 20-25% ხსნარი 3-ჯერ დღე-რამეში.
ახალშობილის ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის ლიკვიდირებისათვის ინიშნება მაგნიუმის სულფატის 25% ხსნარი 0.5-0.8 მლ/ს.წ.კგ ერთხელ დღეში 5-8 დღის განმავლობაში; ბავშვებში მშობიარობისას მძიმე ჰიპოქსიით შეყვანა იწყება 0.2 მლ/კგ-ით, მე-3-4-ე დღისათვის დოზის მომატებით 0.8 მლ-კგ-მდე.
ბავშვებისათვის სითხეების შინაგანად შესხმისას აუცილებელია მაგნიუმის სულფატის 25% ხსნარის დამატება დღე-ღამის დოზით 0.5-0.75 მოლი/კგ, შესასხმელი ხსნარის მთელს მოცულობაში მისი გაზავებით.

გვერდითი მოქმედება:
ღებინება, სუნთქვის გართულება.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. არტერიული ჰიპოტენზია, მდგომარეობები, განპირობებული კალციუმის დეფიციტით და სასუნთქი ცენტრის დატღგუნვით, კახექსია. პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებულ;I არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კალციუმის იონები ახდენს ანტაგონისტურ მოქმედებას მაგნიუმის იონების მიმართ.
პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტებთან ერთად გამოყენებისას ხდება ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დათრგუნვის გაძლიერება.

ჭარბი დოზა:
სიმპტომები: სუნთქვის გართულება.
მკურნალობა: პრეპარატის ჭარბი დოზის დროს როგორც ანტიდოტი გამოიყენება კალციუმის პრეპარატები - კალციუმის ქლორიდი ან კალციუმის გლუკონატი. ასევე ტარდება ჟანგბადის ან კარბოგენის ინჰალაცია, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია (ფხვ).

გამოყენების განსაკუთრებულობანი: 
მშობიარობის გაუტკივარების შემთხვევაში გათვალიწინებული უნდა იყოს საშვილოსნოს კუნთების კუმშვის უნარის დათრგუნვა, როც მოითხოვს მშობიარობის მასტიმულირებელი საშუალებების გამოყნებას.

შენახვის პირობები და ვადები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 15-25°C.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

გაცემის პირობები: რეცეპტით.

შეფუთვა: 
საინექციო 20% და 25% ხსნარი 5 მლ და 10 მლ ამპულებში.

მწარმოებელი:
დსს ფარმაცევტული ქარხანა "დარნიცა".
მისამართი. 02093, უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.