ლიპოფერ™ ფორტე

ტაბლეტები „LIPOFERTM FORTE") ლიპოფერ ფორტეს ტაბლეტები ეხმარება საჭმლის მონელების პროცესს ბუნებრივად

შემადგენლობა: თითოეული ენტერული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: პანკრეატინი USP შეიცავს: ამულაზის აქტივობის 15.000 USP ერთ. ლიპაზის აქტივობის 4.000 USP ერთ. პროტეაზის აქტივობის 15.000 USP ერთ. ნატრიუმის ტაუროგლიკოქოლატი BPC 54... 65 მგ. შაქარში ხსნადი აირების განმდევნი ზეთით.

კლინიკური ფარმაკოლოგია: საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები ყველაზე ხშირად გამოწვეულია არასწორი დიეტით და გადაჭარბებული კვებით. დისკომფორტი, შებერილობა და აბდომინალური კოლიკა შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც ორგანიზმის საკუთარიო პანკრეასული ფერმენტები ვერ უმკლავდება მიღებული საჭმლის დიდ რაოდენობას. ამ შემთხვევაში ლიპოფერ ფორტე-ში შემავალი ფერმენტები აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ პროცესებს და აქედან გამომდინარე ამცირებს გადაუმუშავებელი საკვების რაოდენობას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაჩირქება. აქედან გამომდინარე, ლიპოფერ ფორტე ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას, რადგან შეიცავს ბალანსირებულ ფორმულას, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის საჭმლის მომნელებელ ფაქტორებს. იგი შეიცავს ფერმენტ ამილაზას, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სახამებლის გადამუშავებაში, ლიპაზას, რომელიც ჩართულია ლიპიდების გადამუშავებაში და პროტეაზას, რომელიც პროტეინები მონაწილეობს გადამუშავებაში. ცხიმებზე ლიპაზას მოქმედებით წარმოქმნილი წვრილი მოლეკულები უნდა შეიწოვოს, რადგან წყალში უხსნადია. წყალში იხსნება გლიცეროლი, მაგრამ არ იხსნება ცხიმები და ცხიმოვანი მჟავები. ეს პრობლემა გადაჭრილია ნაღვლის მარილებით, მაგ. ლიპოფერ ფორტეს შემადგენლობაში შემავალი ნატრიუმის ტაუროგლიკოქოლატით. ნაღვლის მარილების უერთდება უხსნად გლიცერიდებსა და ცხიმოვან მჟავებს, ახდენს ცხიმების ემულგირებას, რითაც იქმნება ფერმენტების მოქმედებისთვის უკეთესი პირობები, რაც ეხმარება ორგანიზმს ლიპიდების ადეკვატურ და სრულ მონელებაში. ისინი ასევე აძლიერებენ ლიპაზას მოქმედებას. ნაღვლის მარილები ორგანიზმს ასევე ეხმარება რკინის, კალციუმის და ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E, K) შეწოვაში. აძლიერებს როგორც წვრილი ასევე მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას და აქედან გამომდინარე, მოქმედებს როგორც საფაღარათო საშუალება. აქედან გამომდინარე, ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების შეწოვის გარდა, ლიპოფერ ფორტეს ასევე გააჩნია მსუბუქი საფაღარათო მოქმედება და აძლიერებს ცხიმებისა და ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვას.

ფარმაკოკინეტიკა: ადამიანებში ორალური ენზიმების მოქმედების შესახებ ბევრი რამ უცნობია. წვრილ ნაწლავში ენზიმების ნაწილი შეიძლება შეიწოვოს ენტეროპანკრეასული ცირკულაციით.

ჩვენება და გამოყენება:
• საჭმლის მონელების დარღვევა / დისპეფსია
• შებერილობა
• მეტეორიზმი
• ჭამის შემდეგ სიმძიმის შეგრძნება
• გულძმარვა
• ანორექსია
• ღვიძლის და პანკრეასული უკმარისობა
• საჭმლის მომნელებელი სისტემის პოსტოპერაციული დარღვევები და გამოჯანმრთელების პერიოდი

დოზირება და მიღება: დოზირება უნდა იყოს ინდივიდუალური და განისაზღვროს სტეატორეის ხარისხითა და დიეტაში ცხიმის შემცველობით. თერაპია უნდა დაიწყოს მინიმალური დოზით და თანდათან გაიზარდოს სანამ არ მიიღწევა სტეატორეის სასურველი კონტროლი. ყოველი ტაბლეტი უნდა მოიწუწნოს რამდენიმე წუთით და შემდეგ გადაიყლაპოს. ტაბლეტების დაღეჭვა არ შეიძლება. ახალშობილები (12 თვემდე ასაკი) ცხიმის მოხმარების სქემა: ლიპაზას 2000-4000 USP ერთეული ფორმულის 120 მლ-ზე ან ძუძუთი კვებისას. ეს დაახლოებით უდროს გადაყლაპული ცხიმის ერთ გრამზე ლიპაზას დაახლოებით 450-900 ერთეულს (დაფუძნებულია ცხიმის 4.5 გრამზე ძროხის რძის 120 მლ-ზე). ახალშობილებში უფრო დიდი დოზები გამოიყენება იმიტომ, რომ ახალშობილები ჩვეულებრივ სხეულის ერთ კგ წონაზე დღეში 5 გრ. ცხიმს იღებენ, ხოლო მოზრდილები 2 გრ.-ს. ბავშვები (12 თვეზე მეტის) და მოზრდილები: წონაზე დაფუძნებული სქემა: <4 წელი: იწყება ლიპაზას 1000 USP ერთეულით/კგ/საჭმელზე ლიპაზას მაქსიმუმ 25000 ერთეულამდე/კგ/საჭმელზე. >4 წელი: იწყება ლიპაზას 400 USP ერთეულით/კგ/საჭმელზე ლიპაზას მაქსიმუმ 25000 ერთეულამდე/კგ/საჭმელზე. თუ 25000 ერთეულამდე/კგ/საჭმელზე მაღალი დოზა (ლიპაზას 4000 ერთეული დღეში 1 გრამ ცხიმზე) საჭიროა მალაბსორბციის კონტროლისათვის, მალაბსორბციის სხვა მიზეზების გამორიცხვისთვის საჭიროა სხვა გამოკვლევების ჩატარება. ლიპაზას 25000 ერთეულამდე/კგ/საჭმელზე დოზა გამოყენებული უნდა იქნას სიფრთხილით და იმ შემთხვევაში, თუ ის ეფექტური იქნება განავალში ცხიმის 3 დღიანი გაზომვის შემდეგ. კოლონის სტრუქტურა განსაკუთრებით ბავშვებში, დაკავშირებულია ჩვეულებრივზე მაღალ დოზებთან. პანკრეასული ფერმენტის დამატების დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს სხეულის 1 კგ. წონაზე ლიპაზას 10.000 ერთეულს. ლიპოფერ ფორტეს ტაბლეტების მიღება შეიძლება მხოლოდ ჭამის დროს ან მსუბუქ საკვებთან ერთად. შესაძლებლობის შემთხვევაში, ლიპოფერ ფორტეს ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანი, სითხის შესაბამის რაოდენობასთან ერთად. სასურველია ისეთი საკვების არჩევა, რომლის დაღეჭვაც საჭირო არ არის და რომლის pH-იც 7.3-ზე დაბალია. ასეთი საკვების მაგალითია: გარგარი, ბანანა და ბავშვების ტკბილი კარტოფილი, ვაშლის პიურე, პუდინგი და ჟელატინი. ტაბლეტების კონტაქტს ისეთ საკვებთან, რომლის pH-იც 7.3-ზე მაღალია, შეუძლია შეამციროს ნაწლავში ხსნადობა და შეაჩეროს ენზიმური აქტივობა. ფორმულაში შემავალმა პროტეოლიზურმა ფერმენტებმა პირის ღრუში გაჩერების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის მონელება და დაწყლულება.

უკუჩვენება:
• სიყვითლე
• მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი
• მწვავე პანკრეატიტი
• ჰიპერსენსიტიურობა

გვერდითი ეფექტები:
• პანკრეატული ენზიმების ბაზარზე გამოცდის შემდეგ ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითI ეფექტები გასტრო-ინტესტინალურია დ ა მოიცავს დიარეას, აბდომინურ ტკივილს, ნაწლავების ობსტრუქციას, ღებინებას, შებერილობას, გულისრევას, ყაზბობას, მელენასა და პერიანალურ გაღიზიანებას.
• ორგანიზმის სხვა სისტემაში ხშირად აღწერილი გვერდითI ეფექტებია წონაში დაკლება და ტკივილი.
• აღსანიშნავია, რომ ეგზოგენური პანკრეატული ენზიმების მაღალი დოზა დაკავშირებულია ჰიპერურიკოზურიასა და ჰიპერურიკემიასთან.
• კისტური ფიბროზით დაავადებულ პაციენტებში აღინიშნა ფიბროზული კოლონოპათიის შემთხვევები. საჭიროა ფოლიუმის მჟავას მდგომარეობის განსაზღვრა და შეიძლება საჭირო გახდეს მისი დამატება.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები: ენზიმების დანამატების გამოყენებისას ცისტური ფიბროზით დაავადებულ პაციენტებში თავდაპირველად აღინიშნა მსხვილი ნაწლავის ფიბროზული სტრიქტურები. ზოგ შემთხვევაში საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა და ნაწლავის რეზექცია. თუ ჩნდება გასტრო-ინტესტინალური ობსტრუქციის სიმპტომები, საჭიროა ნაწლავის სტრიქტურის შესაძლებლობის გათვალისწინება და გამოკვლევა. პანკრეატული ენიზმებით შემცვლელი თერაპიისას ნებისმიერი ცვლილება (მაგ.: დოზის ან წამლის) უნდა განხორციელდეს სიფრთხილით და მხოლოდ ექიმის დაკვირვებით. რეკომენდირებულია თერაპიის დაბალი დოზით დაწყება, რომელსაც უნდა მოჰყვეს ეფექტურ დოზამდე გატიტვრა. გატიტვრის გრაფიკი უნდა იმართებოდეს ფეკალურ მასებში ცხიმის გამოყოფაში 3 დღიანი ზომიერი ცვლილებებით (იხ. დოზირება და გამოსაყენებელი მითითებები). პანკრეატული ექსტრაქტების გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიანალური ტკივილი და რკინის შეწოვის გაუარესება.
წამლისმიერი ურთიერთქმედება: ალუმინის შემცველი ანტაციდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს ლიპოფერ ფორტეს მოქმედება. კალციუმის კარბონატის ან მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების ერთდოულად გამოყენება არ შეიძლება. ამ კომბინაციამ შეიძლება გააძლიეროს გლიცინშეუღლებული ნაღვლის მჟავები და წარმოქმნას კალციუმის და მაგნიუმის ცხიმოვანი მჟავების საპონი, შეამციროს ცხიმის შეწოვა და აქედან გამომდინარე გააძლიეროს სტეატორეა.
ორსულობა და ლაქტაცია:

ლიპოფერ ფორტეს ტაბლეტებზე ცხოველების რეპროდუქციული კვლევები არ ჩატარებულა. უცნობია შეუძლია თუ არა ორსულ ქალში გამოყენებისას დააზიანოს ნაყოფი ან იმოქმედოს რეპროდუქციულ ფუნქციაზე. აქედან გამომდინარე მისი გამოყენება შეიძლება მაშინ, თუ პოტენციური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს. უცნობია გამოიყოფა თუ არა ლაქტატში. საჭიროა სიფრთხილის დაცვა. ტერატოგენული ეფექტები: უცნობია.
ჭარბი დოზირება: მკურნალობა სიმპტომური და დამხმარეა. შენახვის ინსტრუქცია: შეინახეთ 25C დაბალ ტემპერატურაზე. მოარიდეთ მზის შუქს და სინესტეს. მოარიდეთ ბავშვებს. გამოშვება: 15 ტაბლეტიანი ფირფიტა იწარმოება ინდოეთში: შ.პ.ს. Elder Pharmaceuticals D-220, TTC სამრეწველო ზონა, ნავი მუმბაი - 400 706