ამობეჭდილია: 0 ანოტაცია ნანახია: 3696
გამოწერა
0
შეაფასეთ ეს მედიკამენტი
კვამატელი მინი 10მგ #14ტ
შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ფამოტიდინს.

 

დამხმარე ნივთიერებები:
ბირთვი: ჰიდროფილური კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კარბოქსილმეთილამილოპექტინი, ტალკი, სახამებელი, ლაქტოზა.
გარსი: რკინის წითელი ჟანგი, ტიტანის ორჟანგი, ჰიდროქსილპროპილ-მეთილცელულოზა, მაკროგოლის სტეარატი.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფამოტიდინი ამცირებს მარილმჟავას ბაზალურ და მასტიმულირებელ სეკრეციას, კუჭის ლორწოვანი გარსის H2-რეცეპტორების პარიეტალური უჯრედების კონკურენტული ანტაგონიზმის ხარჯზე. პრეპარატის საკვებთან ან ანტაციდებთან ერთდროული მიღება არ მოქმედებს ამ უკანასკნელის შეწოვის უნარზე. პრეპარატების პერორალურად მიღებისას თერაპიული ეფექტი დგება ერთი საათის შემდეგ და გრძელდება 10-12 საათის განმავლობაში. ფამოტიდინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 40-45%-ს, ხოლო პლაზმიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2,3-3,5 საათს, 100 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის შემთხვევაში კი შესაძლოა გაიზარდოს 20 საათამდე. პერორალურად მიღების შემდეგ ფამოტიდინის 30-35% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად, ინტრავენურად მიღების შემთხვევაში კი 65-70%.

 

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება ხანმოკლე მკურნალობის მიზნით კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობით გამოწვეული გულძმარვის, კუჭის წვის, ტკივილის კუპირებისათვის. პრეპარატი გამოიყენება აგრეთვე ჭამის შემდგომი ჰიპერაციდული მდგომარეობის სამკურნალოდ. კუჭში ნორმაში გამომუშავდება კუჭის წვენი, განსაკუთრებით საჭმლის ან სითხის მიღების შემდეგ და თუ მოხდა მჟავის ჭარბი რაოდენობით გამომუშავება, ჩნდება არასასიამოვნო შეგრძნება, შემაწუხებელი მწველი ტკივილის სახით.
კვამატელი მინის ერთი ტაბლეტი მკვეთრად ამცირებს მჟავის ჭარბ გამოთავისუფლებას, შესაბამისად მცირდება გულძმარვა და მასთან დაკავშირებული ჩივილები.

 

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ფამოტიდინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებში 16 წლამდე (კვლევების არარსებობის გამო).
ორსულობა და ძუძუთი კვება: უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად გარკვეული უნდა იყოს კუჭის ტკივილის მიზეზი.
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული თუ პაციენტს აღენიშნება:
- დისპეპსია და სხეულის წონის დაკლება;
- ყლაპვის გაძნელება ან მუცლის მუდმივი ტკივილი ან შავი ფერის განავალი.
ფამოტიდინს შესწევს უნარი მასკირება გაუკეთოს ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებას. პრეპარატი სიფრთხილით მიიღება ღვიძლის და თირკმელების დაავადების დროს.
კვამატელი მინი მხოლოდ ექიმის მიერ ინიშნება თირკმლის უკმარისობის და თირკმლის სხვა დაავადებების შემთხვევაში.
პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს ექიმის დანიშვნის გარეშე 2 კვირას. არასასურველი სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა მიმართოთ ექიმს.

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ფამოტიდინი გავლენას არ ახდენს ღვიძლში სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმზე. კუჭში PH-ის მნიშვნელობის ცვლილებამ (მჟავიანობის დაქვეითება) შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების შეწოვაზე. თუ პაციენტი ღებულობს ანტაციდურ პრეპარატებს (მარილმჟავას შემბოჭავებს), მათი მიღება უნდა მოხდეს კვამატელის ტაბლეტების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
საჭმლის ან სითხის მიღება გავლენას არ ახდენს ფამოტიდინის შეწოვაზე.

 

პრეპარატის გავლენა ავტომობილის მართვაზე:
არ არსებობს მონაცემები, რომელიც დაადასტურებდა კვამატელი მინის გავლენას ავტომობილის მართვაზე და სხვა მომატებული ტრავმატიზმის სამუშაოს შესრულებაზე.

 

მიღების წესი და დოზირება:
ჰიპერაციდული მდგომარეობით გამოწვეული გულძმარვის, კუჭის წვის, კუჭის ტკივილის შესამცირებლად მიიღება 1 ტაბლეტი (10 მგ) დღეღამეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 2 ტაბლეტი (20 მგ).
ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია წყალთან ერთად.

 

ჭარბი დოზირება:
თანამედროვე მონაცემებით, წლის განმავლობაში 800 მგ სადღეღამისო დოზით პრეპარატის გამოყენებას არ გამოუწვევია არანაირი გვერდითი მოვლენა.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, სიმპტომატური ან დამხმარე თერაპიის ჩატარება.

 

შესაძლო გვერდითი მოვლენები:
როგორც ყველა პრეპარატს, ისე კვამატელი მინისაც შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი ეფექტები.
იშვიათად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ფაღარათი, ყაბზობა, ალერგიული რეაქციები, სიყვითლე, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ცვლილებები, გულისრევა, პირღებინება, სხეულის ტემპერატურის მომატება, გულის რიტმის დარღვევები.
ძალიან იშვიათად: შესაძლოა აღინიშნოს: სისხლის წარმოქმნის დარღვევები, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, დროებითი ფსიქიკური დარღვევები, ქოშინი, თმის ცვენა, ფერიმჭამელები, ქავილი, კანის სიმშრალე, ხმაური ყურებში, გემოს შეგრძნების დაქვეითება.
მომატებული მგრძნობელობა - ალერგია - შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერი წამლის მიმართ. ამიტომ პრეპარატის მიღებისას წარმოქმნილი ნებისმიერი უჩვეულო მოვლენის შემთხვევაში: კანის ქავილი და გამონაყარი, სახის შეშუპება, ტკივილი სახსრებში ან სხვა უჩვეულო სიმპტომებისას (ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, გონების დაკარგვა და სხვ.) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

 

შენახვის ვადა:
3 წელი

გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტი #14

 

გაცემის წესი:
ექიმის რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი:
ს.ს. "გედეონ რიხტერი"
ბუდაპეშტი, უნგრეთი.


ანოტაციის მომწოდებელია

დატოვეთ შეფასება
დატოვე შეფასებითი კომენტარი
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
დამატება
კომენტარები ვერ მოიძებნა
აქციები და ფასდაკლებები
მაჩვენე მეტი