ამობეჭდილია: 0 ანოტაცია ნანახია: 1524
გამოწერა
0
შეაფასეთ ეს მედიკამენტი
კარდიკეტი რეტარდი 40მგ #50ტ
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:

იზოსორბიდის დინიტრატი
(Isosorbide Dinitrate)

 

პრეპარატის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
პროლონგირებული მოქმედების კარდიკეტ რეტარდის ერთი ტაბლეტი შეიცავს 20 მგ, 40 მგ ან 60 მგ იზოსორბიდის დინიტრატს.
დამხმარე ნივთიერებები:
ტალკი, პოლივინილაცეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის სულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზამონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ორგანული ნიტრატები, ვაზოდილატატორული საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კარდიკეტ რეტარდი ხასიათდება ეფექტის სწრაფი დადგომითა და ხანგრძლივი მოქმედებით.
პრეპარატის უპირატესობა განისაზღვრება იმით, რომ აქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს კარდიკეტ რეტარდის ტაბლეტი, სწრაფად გადადის საერთო სისხლმიმოქცევაში. ამის შედეგად, პრეპარატი უზრუნველყოფს ეფექტის სწრაფ დაწყებას ანგინოზური შეტევის, გულის ასთმის ეპიზოდის დროს და დიდხანს ინარჩუნებს დამცავ მოქმედებას.

 

ჩვენებები:
- გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა: სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა
- მიოკარდის ინფარქტის შემდგომი მკურნალობა შენარჩუნებული სტენოკარდიის დროს
- გულის ქრონიკული უკმარისობა (გულის გლიკოზიდებთან, აგფ-ის ინჰიბიტორებთან და/ან დიურეზულებთან კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში)

 

უკუჩვენებები:
კარდიკეტ რეტადრის მიღება დაუშვებელია შემდეგ შემთხვევებში:
- ნიტრატული ნაერთების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს
- მიოკარდის მწვავე ინფარქტის დროს, რასაც თან ახლავს გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია
- სისხლძარღვოვანი მწვავე უკმარისობის დროს (შოკი, სისხლძარღვოვანი კოლაფსი)
- გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლიური წნევა სინდიყის 90 მმ.-ზე ნაკლები).

 

ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობა არის საჭირო:
- აორტალური და/ან მიტრალური სტენოზის დროს
- დაბალი არტერიული წნევის გამო სისხლის მიმოქცევის რეგულაციის დარღვევების მიმართ მიდრეკილების არსებობისას (სისხლის მიმოქცევის ორთოსტატიული დარღვევები)
- ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის დროს
- კონსტრიქციული პერიკარდიტის დროს
- გულის ტამპონადის დროს
- ისეთი დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ქალას შიდა წნევის მომატება.
- ფილტვების ტოქსიკური შეშუპების დროს
- დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს.

კარდიკეტ რეტარდი არ გამოიყენება სტენოკარდიის შეტევების კუპირების მიზნით. იგი უზრუნველყოფს პროფილაქტიკურ მოქმედებას.

 

განსაკუთრებული მითითებები:
კარდიკეტ რეტარდის მიღებისას იმ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ფილტვის პირველადი დაავადებები, შეიძლება განუვითარდეთ დროებითი ჰიპოქსემია ჰიპოვენტილირებულ ალვეოლარულ ზონაში სისხლმიმოქცევის შედარებითი გადანაწილება გამო.
გულის იშემიით დაავადებულებში ამან შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდის ტრანზიტორული იშემია.

 

მითითებები ფსიქომოტორულ რეაქციებზე გავლენის შესახებ:
მოცემულ სამკურნალო საშუალებას შეუძლია გამოიწვიოს ფსიქომოტორული რეაქციების შეცვლა, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მოძრაობის კოორდინაციაზე და მექანიზმებთან მუშაობის შესაძლებლობაზე. აღიშნული ეფექტი მნიშვნელოვნად ძლიერდება ალკოჰოლის მიღებასთან ერთად.

 

პეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კარდიკეტ რეტარდის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფზე ან ბავშვზე მოქმედების შესაძლო რისკს.

 

გვერდითი მოვლენები:
მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილები («ნიტრატული თავის ტკივილები»), რომლებიც, როგორც წესი, ქრება რამდენიმე დღეში პრეპარატის შემდგომი გამოყენებისას.
ზოგჯერ პრეპარატის პირველად მიღებისას ან დოზის მომატებისას აღინიშნება არტერიული წნევის დაცემა, განსაკუთრებით როდესაც პაციენტი დგება საწოლიდან, რასაც შეიძლება თან ახლდეს პულსის სიხშირის რეფლექსური მომატება, შეფერხება, ასევე თავბრუსხვევა და სისუსტე.
იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, პირღებინება, ასევე კანის შეწითლება და კანის ალერგიული რეაქციები.
იშვიათად არტერიული წნევის გამოხატული დაცემის დროს შეიძლება აღინიშნოს სიმპტომური სტენოკარდიის გაძლიერება.
ძალიან იშვიათად აღინიშნება კოლაპტოიდური მგომარეობები, ზოგჯერ ბრადიკარდიითა (პულსის სიხშირის შენელებით) და გონების უეცარი დაკარგვით (სინკოპე).
ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ექსფოლიატური დერმატიტი (კანის ანთებითი დაავადება).
მუდმივი უწყვეტი მკურნალობისას კარდიკეტ რეტარდის მაღალი დოზების გამოყენებით შეიძლება განვითარდეს ტოლერანტობა, ასევე ჯვარედინი ტოლერანტობა ნიტრატების ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ. კარდიკეტ რეტარდის ეფექტურობის შემცირების თავიდან აცილების მიზნით, თავიდან უნდა იქნეს აცილებული მაღალი დოზების მუდმივი გამოყენება.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
შესაძლებელია კარდიკეტ რეტარდის ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება პრეპარატის ერთობლივი მიღებისას სხვა სისხლძარღვების გამაფართოვებელ საშუალებებთან (ვაზოდილატორები), ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, კალციუმის არხების ბლოკატორებთან, 5 ფოსფოდიესთერაზის ინჰიბიტორებთან, რომლებიც მიიღება ერექციის დისფუნქციის სამკურნალოდ (მაგ. სილდენაფილი, სავაჭრო სახელწოდება - ვიაგრა), ნეიროლეფსიურებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ასევე ალკოჰოლთან.
კარდიკეტ რეტარდისა და დიჰიდროერგოტამინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში დიჰიდროერგოტამინის კონცენტრაციის მომატება და ამგვარად, მისი მოქმედების გაძლიერება.
სიმპათომიმეტურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს კარდიკეტ რეტარდის ანტიანგინალური მოქმედება.

 

მიღების წესი და დოზები:
სხა სახის რეკომენდაციების არ არსებობისას, - კარდიკეტ რეტარდი მიიღება (საკვების მიღების მიუხედავად, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით) შემდეგნაირად:

კარდიკეტ რეტარდი 20მგ: 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ. თუ არსებობს პრეპარატის დოზის გაზრდის აუცილებლობა, დოზა შეიძლება გაიზარდოს - 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ.

კარდიკეტ რეტარდი 40 მგ: მკურნალობის დასაწყისში - 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ტაბლეტის ½ დღეში ორჯერ. თერაპიული მოქმედების შენარჩუნებისათვის, როდესაც მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ, მეორე ტაბლეტი უნდა მივიღოთ პირველი ტაბლეტის მიღებიდან არაუგვიანეს 8 საათში.

კარდიკეტ რეტარდი 60მგ: მკურნალობის დასაწყისში - 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. თუ არსებობს პრეპარატის დოზის გაზრდის აუცილებლობა, დოზა შეიძლება გაიზარდოს - 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ. თერაპიული მოქმედების შენარჩუნებისათვის, როდესაც მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ, მეორე ტაბლეტი უნდა მივიღოთ პირველი ტაბლეტის მიღებიდან არაუგვიანეს 8 საათში.

იმისათვის, რომ ტაბლეტი გაიყოს ორ ნაწილად, ტაბლეტი მოათავსეთ მყარ ზედაპირზე გასაყოფი ხაზით ზემოთ და დააწექით ცერა თითით. იგი იოლად იყოფა ორ ნაწილად.
მკურნალობა უნდა დაიწყოს უმცირესი დოზით. დოზის მომატება საჭირო რაოდენობამდე ხდება თანდათანობით. მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია ხანგრძლივი მიღებისათვის და ექიმის რჩევის გარეშე დაუშვებელია პრეპარატის მიღების უეცრად შეწყვეტა.

 

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
კარდიკეტ რეტარდის 20 მგ, 40 მგ ან 60 მგ შეფუთვა შეიცავს 20 და 50 ტაბლეტ რეტარდს.

 

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C-ზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა დაბეჭდილია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე. პრეპარატის მიღება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტით.

 

მწარმოებელი:
SCHWARZ PHARMA AG


ანოტაციის მომწოდებელია

დატოვეთ შეფასება
დატოვე შეფასებითი კომენტარი
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
დამატება
კომენტარები ვერ მოიძებნა
აქციები და ფასდაკლებები
მაჩვენე მეტი