ამობეჭდილია: 0 ანოტაცია ნანახია: 3282
გამოწერა
0
შეაფასეთ ეს მედიკამენტი
კალციუმის გლუკ100მგ/მლ10მლ#10ა

გენერიული დასახელება:
კალციუმი გლუკონატი

 

წამლის ფორმა:
საინექციო ხსნარი

 

შემადგენლობა:
1 მლ ხსნარი შეიცავს 0,1 გ კალციუმის გლუკონატს.
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კალციუმის პრეპარატი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კალციუმის გლუკონატი ავსებს სისხლში კალციუმის იონების დეფიციტს, რომელიც შემცირებულია მრავალი პათოლოგიური პროცესების შედეგად. სისხლში კალციუმის გამოხატული ნაკლებობა იწვევს კრუნჩხვების განვითარებას. იმის გარდა, რომ კალციუმის გლუკონატი სისხლს ამარაგებს კალციუმით, იგი ამცირებს აგრეთვე სისხლძარღვების განვლადობას, ავლენს ანტიალერგიულ, ანთების საწინააღმდეგო და სისხლდენის შემაჩერებელ მოქმედებას. პრეპარატი კალციუმის ქლორიდისაგან განსხვავებით იშვიათად ავლენს ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას, რის გამოც მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კუნთებში, ასევე კანქვეშ. კალციუმის იონები აღწევენ პლაცენტურ ბარიერს და დედის რძეში. კალციუმის გლუკონატი ორგანიზმიდან ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა.

 

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება პარათირეოიდული ჯირკვლების უკმარისობისას, ორგანიზმიდან კალციუმის გაძლიერებული გამოყოფის შემთხვევაში (ხანგრძლივი დეჰიდრატაციის დროს), როგორც დამხმარე საშუალება ალერგიული დაავადებების (შრატისმიერი დაავადება, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება და სხვა) და სამკურნალო საშუალებების შედეგად გამოწვეული ალერგიული გართულებებისას, აგრეთვე სისხლძარღვების განვლადობის შესამცირებლად სხვადასხვა გენეზის პათოლოგიური პროცესების (ანთებითი პროცესის ექსუდაციური ფაზა, ჰემორაგიული ვასკულიტი, სხივური დაავადება და სხვა) დროს.
კალციუმის გლუკონატი გამოიყენება პარენქიმატოზური ჰეპატიტის, ღვიძლის ტოქსიური დაზიანების, ნეფრიტის, ეკლამფსიის, სისხლში კალიუმის რაოდენობის მომატებისას, პაროქსიზმული მიოპლეგიის ჰიპერკალიემური ფორმის დროს, კანის დაავადებების (კანის ქავილი, ეგზემა, ფსორიაზი და სხვა) დროს, აგრეთვე როგორც სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებები, ხოლო როგორც ანტიდოტი იგი გამოიყენება მაგნიუმის მარილით, მჟაუნმჟავასა და მისი ხსნადი მარილებით, ასევე ფტორის მჟავას ხსნადი მარილებით მოწამვლის შემთხვევაში.

 

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული თრომბოზების მიმართ მიდრეკილების შემთხვევაში, სისხლის შრატში კალციუმის შემადგენლობის მომატების შემთხვევაში, გამოხატული ათეროსკლეროზისა და სისხლის გაძლიერებული შედედების დროს.

 

სიფრთხილეა საჭირო:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში თერაპიულ დოზებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში პაციენტი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მკურნალ ექიმს.
კალციუმის გლუკონატით შპრიცის ავსებისას დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს უკანასკნელი არ შეიცავს ეთილის სპირტის ნარჩენებს, რაც იწვევს ნალექის წრმოქმნას. კალციუმის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში მცირდება კალციუმის არხების ბლოკატორების მოქმედება. ვერაპამილის მიღებამდე და/ან მის შემდეგ კალციუმის გლუკონატის ვენაში შეყვანა ამცირებს ამ უკანასკნელის ჰიპოტენზიურ მოქმედებას, მაგრამ გავლენას არ ახდენს მის ანთიარითმიულ ეფექტზე. ქინიდინისა და კალციუმის გლუკონატის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ქინიდინის ტოქსიურობის მომატება. საგულე გლიკოზიდებისა (კორგლიკონი, ცელადინი, სტროფანტინი) და კალციუმის გლუკონატის პარენტერალური გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მოსალოდნელია კარდიოტოქსიური მოქმედება. ტეტრაციკლინისა და კალციუმის გლუკონატის ერთდროული პერორალური გამოყენებისას მოსალოდნელია ტეტრაციკლინის მოქმედების ეფექტურობის შემცირება მათი შეწოვის შემცირების გამო.

 

განსაკუთრებული მითითებანი:
მიღების წინ პრეპარატი უნდა შეთბეს სხეულის ტემპერატურის მიხედვით. მოზრდილებსა და ბავშვებში შეყავთ პრეპარატი ნელა 2-3- წთ-ის განმავლობაში.

 

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში პრეპარატის 10%-იანი ხსნარი შეყავთ ვენასა და კუნთებში დოზით 5-10 მლ დაავადებისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით ყოველდღიურად, დღეგამოშვებითი ან 2 დღის შემდეგ მდგომარეობის მიხედვით.
ბავშვებში პრეპარატის კუნთებში შეყვანა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მოსალოდნელი ნეკროზი. ბავშვებში ასაკის მიხედვით პრეპარატი შეყავთ 1-დან 5 მლ-მდე ვენაში.

 

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში როგორც ანტიდოტი გამოიყენება კალციტონინი, რომელიც შეყავთ ვენაში სტაციონარის პირობებში დღეში 5-10 სე-ის 1 კგ სხეულის წონაზე (პრეპარატს ანზავებენ 500 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში, შეყავთ წვეთოვანი გზით, 6 სთ-ის განმავლობაში, 2-4 მიღებაზე).

 

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, გულის მუშაობის სიხშირის შენელება, პირის ღრუში წვის შეგრძნება, შემდეგ კი მთლიანად სხეულში, რომლებიც დამოუკიდებლად და სწრაფად ქრება.

 

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 

გამოშვების ფორმა:
ხსნარი 5 ან 10 მლ ამპულებში, N5-10 ამპულა შეფუთვაში.

 

შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

 


ანოტაციის მომწოდებელია

დატოვეთ შეფასება
დატოვე შეფასებითი კომენტარი
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
დამატება
კომენტარები ვერ მოიძებნა
აქციები და ფასდაკლებები
მაჩვენე მეტი