ამობეჭდილია: 0 ანოტაცია ნანახია: 1422
გამოწერა
0
შეაფასეთ ეს მედიკამენტი
იოქსი 30მლ აეროზოლი ფლ

საერთაშორისო დასახელება:
allantoin, povidone iodine

 

ათქ.კლასიფიკაციის კოდი:
R02AA15

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის; კომბინირებული შემადგენლობის სხვა პრეპარატები

 

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
30მლ სპრეი
50მლ ხსნარი

 

ხსნარი ადგილობრივი გამოყენებისათვის.: ფლაკონში 50 მლ
1 მლ 1 ფლ.
პოლივიდონ-იოდი. . . . . . . . . . . . . 85 მგ 4.3 გ
ალანტოინი . . . . . . . . . . . . . . . . . 1 მგ 0.05 გ
სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის.: ფლაკონში 30 მლ
1 მლ 1 ფლ.
პოლივიდონ-იოდი. . . . . . . . . . . . . . 85 მგ 2.55 გ
ალანტოინი . . . . . . . . . . . . . . . . . 1 მგ 0.03 გ

 

დამხმარე ნივთიერებები:
Levomentolum; Acidum citricum; Natrii citras dihydricus; Ethanolum 96%; Propylenglycolum Aqua purificata.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ძირითად მოქმედ ნივთიერებად გვევლინება პოლივიდონ იოდი. ეს არის ნივთიერება, რომელიც კანთან და ლორწოვანთან კონტაქტისას ანთავისუფლებს იოდს, რომელსაც გააჩნია მიკრობთა საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრი ბაქტერიების, სოკოების და ზოგიერთი ვირუსების მიმართ. ამიტომ იოქსი გვევლინება პირის ღრუსა და ყელის კარგ სადეზინფექციო საშუალებად. პრეპარატი ასევე შეიცავს ალანტოინს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

 

ჩვენებები:
პირის ღრუსა და ყელის დეზინფექცია ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს - ანგინა, ფარინგიტი, ტონზილოფარინგიტი, ტონზილიტი, გლოსიტი, აფტოზიტი. პირის ღრუსა და სასუნთქ გზებზე ქირურგიული ჩარევისას-ავადმყოფის ქირურგიული ჩარევისათვის მომზადებისას და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ქიმიოთერაპიის დროს წარმოშობილი ორალური ინფექციების მკურნალობისას. სტრეპტოკოკული ინფექციებისას ანტიბიოტიკებთან ერთად გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება. გრიპოზული მდგომარეობებისას გამოიყენება პროდრომულ პერიოდში.
პრეპარატის გამოყენება ასაკით შემოსაზღვრულია.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ბავშვთა ასაკში 6 წლამდე, ხოლო სპრეი - 8 წლამდე. ბავშვებმა 6-დან 8 წლამდე პრეპარატი შეიძლება მიიღონ მხოლოდ უფროსის კონტროლით.

 

მიღების წესები და დოზები:

 

ხსნარის დამზადება გამოსავლებად:

 

 

მოზრდილები და ბავშვები 6 წლის ასაკის ზევით:
ხსნარის განზავების შემდეგ წყალთან შეფარდებით 1:20 - 1:40 (ე.ი. 2.5-5 მლ. დანაყოფებიანი თავსახურით მიღებისას ან 1/2 - 1 ჩაის კოვზი 100 მლ წყალში) გამოვივლოთ პირის ღრუსა და ყელის არეში. სავლები ჩვეულებრივ გამოიყენება დღეში 2-4-ჯერ, მაქსიმუმ 6-ჯერ დღეში. გამოვლებას შორის მინიმალური ინტერვალი არის 4 საათი. პრეპარატის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. ხსნარი არ უნდა გადაყლაპოთ!

 

სპრეი:

მოზრდილები და ბავშვები 8 წლის ასაკის ზევით:
ჩვეულებრივ მიიღება 2-4-ჯერ დღეში, აუცილებლობის შემთხვევეში უფრო ხშირად (4 საათის შემდეგ) 1-3 შესხურება მარჯვნივ და მარცხნივ ან უშალოდ დაზიანებულ ადგილას. აპლიკაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არაუმეტეს 4 საათისა. დღის განმავლობაში პრეპარატი შეიძლება მივიღოთ მაქსიმუმ 6-ჯერ. პრეპარატის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. გამოფრქვეული ხსნარი არ შეისუნთქოთ და არ გადაყლაპოთ.
მოხსენით დამცავი თავსახური და გაუკეთეთ აპლიკატორი. აპლიკატორს დააჭირეთ 2-3-ჯერ, რომ ხსნარი მოხვდეს გამანაწილებელში და დაჭერის მომენტში იფრქვეოდეს. ამის შემდეგ აპლიკატორის მილი მოათავსეთ პირის ღრუში 2-3 სმ-ით, შეიკავეთ სუნთქვა და დააჭირეთ ორჯერ ისე, რომ ერთი შეფრქვევა მოხდეს მარჯვნივ, მეორე მარცხნივ.
აპლიკატორი გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ ირეცხება ცხელი წყლით.

 

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი იოქსი საერთოდ კარგად გადაიტანება.
ზოგიერთ შემთხვევებში პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქცია იოდზე. (ქავილი, ჰიპერემია ჭინჭრის ციება), რაც მოითხოვს პრეპარატის მოხსნას. იშვიათად, უმეტესწილად ბავშვებში, აპლიკაციის ადგილას შეიგრძნობა ხანმოკლე წვის შეგრძნება ან პირის არეში სიმშრალის შეგრძნება.
ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს იოდიზმის გამოვლინება (მეტალის გემო, ნერწყვ- დენის მომატება, თვალის ან ყელის შეშუპება), რომლის გამოვლინებისას უნდა შევწყვიტოთ პრეპარატის მიღება.
ძალიან იშვიათ შემთხვევაში მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება გამოვლინდეს ანაფილაქსიური რეაქცია (ქოშინი, ტუჩების თვალების, ხელისგულების ან სასქესო ორგანოების შეშუპება), ამ შემთხვევაში მომენტალურად უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

 

უკუჩვენება:
პრეპარატი უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობისას იოდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციისას, დეკომპენსირებული გულის უკმარისობისას, თირკმლის უკმარისობისას. უკუნაჩვენებია პრეპარატის მიღება 2 კვირით ადრე და შემდეგ რადიოაქტიური იოდით მკურნალობისას.
მოქმედი ნივთიერება გადის პლაცენტარულ ბარიერს და აღწევს დედის რძეში, ამიტომ პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
იოქსი სპრეი უკუნაჩვენებია ბავშვებისათვის 8 წლამდე. იოქსი ხსნარი უკუნაჩვენებია ბავშვებისათვის 6 წლამდე

 

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ გამოიყენება პერორალურად!
იოქსისა და სხვა სამკურმალო საშუალებების ერთდროული მიღებისას რჩევა ჰკითხეთ მკურნალ ექიმს. თუ ექიმი გინიშნავთ რაიმე პრეპარატს შეატყობინეთ, რომ იღებთ ოიქს.
მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ თუ დაავადების სიმპტომები არ შეიცვალა ან პირიქით გართულდა, აუცილებელია ექიმთან კინსულტირება პრეპარატის მიღების გაგრძელებასთნ დაკავშირებით.
არ არის სასურველი პრეპარატის შესუნთქვა! ამასთან დაკავშირებით ბავშვებს პრეპარატს უნიშნავენ მხოლოდ 8 წლის ასაკის ზევით, ესეც იმ შემთხვევაში თუ ბავშვი არ ეწინააღმდეგება უცხო სხეულს (აპლიკატორს) პირის ღრუში. ასევე თუ შეუძლია სუნთქვის შეკავება შეფრქვევის მომენტში.
პერედოზირებისას ან თუ ბავშვმა პერორალურად მიიღო პრეპარატი აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალში.
პრეპარატი შეიცავს 18,6% ალკოჰოლს და არ შეიცავს შაქარს.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
იოქსისა და პირის ღრუსა და ყელის სხვა ადგილობრივი საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთქმედება.
არ შეიძლება ერთდროული გამოყენება იოქსისა და სხვა ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალებებისა, განსაკუთებით ჟანგბადის ქვეჟანგის შემცველისა.

 

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
IVAX Pharmaceutocals s.r.o.
ჩეხეთი

 


ანოტაციის მომწოდებელია

დატოვეთ შეფასება
დატოვე შეფასებითი კომენტარი
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
დამატება
კომენტარები ვერ მოიძებნა
აქციები და ფასდაკლებები
მაჩვენე მეტი