ამობეჭდილია: 0 ანოტაცია ნანახია: 2135
გამოწერა
0
შეაფასეთ ეს მედიკამენტი
დიაბეტონი


პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ბოლომდე ეს ფურცელი-ჩანართი:

 

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. ის შეიძლება კიდევ დაგჭირდეთ.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები საჭიროა მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

ეს პრეპარატი გამოგიწერეს პირადად თქვენ. არ შეიძლება მისი სხვებისათვის გადაცემა. Aმან შეიძლება ზიანი მოუტანოს მათ, იმის მიუხედავად, რომ მათი დაავადების სიმტომები ჰგავს თქვენსას.

თუ გვერდითი ეფექტები იძენს სერიოზულ ხასიათს, ან თუ თქვენ აღნიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწეილი ამ ფურცელ-ჩანართში შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 


ეს ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

 

1. რა არის დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები და რა შემთხვევაში გამოიყენება

2. დიაბეტონ Mღ 60მ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები მიღების დაწყებამდე

3. როგორ მიიღება დიაბეტონ Mღ 60მ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

5. როგორ ინახება დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

6. დამატებითი ინფორმაცია


1. რა არის დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები და რა შემთხვევაში გამოიყენება


დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები-ეს არის პრეპარატი რომელიც განკუთვნილია სისხლში შაქრის დონის დასაწევად (სულფონილშარდოვანას ჯგუფის პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატი)

დიაბეტონ Mღ 60მგ გამოიყენება ზოგიერთი ტიპის (II ტიპის) შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში, როდესაც დიეტის დაცვა, ფიზიკური დატვირთვა და წონის დაკლება, სისხლში გლუკოზის ადექვატური დონის გასაკონტროლებლად არასაკმარისია. 


2. დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები მიღების დაწყებამდე

 

არ მიიღოთ დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები შემდეგ შემთხვევებში:

თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა)  გლიკლაზიდზე, დიაბეტონ Mღ 60მგ ნებისმიერ კომპონენტზე, ამ ჯგუფის სხვა პრეპარატებზე (სულფონილშარდოვანას პრეპარატები) ან სხვა მონათესავე პრეპარატებზე (ჰიპოგლიკემიური სულფონამიდები);

თუ თქვენ გაწუხებთ ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (I ტიპი);

თუ თქვენს შარდში აღმოჩენილია კეტონური სხეულები და შაქარი (ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ გაქვთ დიაბეტური კეტოაციდოზი), დიაბეტური კომის ან პრეკომის შემთხვევაში;

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის სერიოზული დაავადება;

თუ თქვენ ღებულობთ სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატებს (მიკონაზოლი, იხ. განყოფილება <<სხვა პრეპარატების მიღება>>); 

თუ თქვენ კვებავთ ბავშვს ძუძუთი (იხილეთ განყ. <<ორსულობა და ძუძუთი კვება>>).


დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღებისას იყავით განსაკუთრებით ფრთხილად 

სისხლში შაქრის დონის ნორმალიზაციისათვის თქვენ უნდა დაიცვათ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის გეგმა. ეს ნიშნავს, რომ ტაბლეტების რეგულარული მიღების გარდა თქვენ უნდა დაიცვათ დიეტა, გააკეთოთ ფიზიკური ვარჯიშები და როდესაც ეს აუცილებელია დაიკლოთ წონაში. 


გლიკლაზიდით მკურნალობისას საჭიროა სისხლში შაქრის (შეიძლება შარდშიც), ასევე გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HბA1ც) დონის რეგულარული მონიტორინგი. 


მკურნალობის პირველ კვირებში არსებობს სისხლში შაქრის დაწევის რისკი (ჰიპოგლიკემია), ამიტომაც საჭიროა მუდმივი სამედიცინო კონტროლი.


შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია) შეიძლება განვითარდეს შემდეგ შემთხვევებში:

-თუ თქვენ არ იკვებებით რეგულარულად ან ტოვებთ საკვების მიღებას,

-თუ თქვენ უარს ამბობთ საკვების მიღებაზე. 

-თუ თქვენ ცუდად იკვებებით

-თუ თქვენ შეცვალეთ საკვების შემადგენლობა

-თუ თქვენ ზრდით ფიზიკურ დატვირთვას, ნახშირწყლების მიღების ადაპტირების გარეშე

-თუ თქვენ გამოიყენებთ ალკოჰოლს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ ღებულობთ საკვებს,

-თუ თქვენ ერთდროულად ღებულობთ სხვა სამედიცინო ან ნატურალურ პრეპარატებს

-თუ თქვენ ღებულობთ გლიკლაზიდს ძალიან მაღალი დოზებით,

-თუ თქვენ გაქვთ ზოგიერთი ჰორმონდამოკიდებული დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის ან თირკმლისზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციური დარღვევა) 

-თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების მწვავე მოშლა.


სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონის დროს თქვენ შესაძლოა გაგიჩნდეთ შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, ცუდი კონცენტრაცია, ყურადღების და რეაქციის დროის შემცირება, დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, მეტყველების და მხედველობის დარღვევა, ტრემორ, სენსორული დარღვევები, თავბრუსხვევა და უძლურების შეგრძნება.

აგრეთვე შესაძლოა განვითარდეს შემდეგი ნიშნები და კლინიკური გამოვლინებები: მომატებული ოფლიანობა, ცივი და ნამიანი კანი, შფოთვა, გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა, მაღალი არტერიული წნევა, მოულოდნელი ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შესაძლოა გადავიდეს სხეულის უახლოეს ნაწილებში (სტენოკარდია).


თუ სისხლში შაქრის შემცველობა აგრძელებს შემცირებას, თქვენ შესაძლოა განგივითარდეთ ცნობიერების გამოხატული დაბინდვა (დელირიები), კონვულსიები, თვითკონტროლის დაკარგვა, სუნთქვა შესაძლოა გახდეს ზედაპირული, გულის შეკუმშვები შენელებული, თქვენ შესაძლოა დაკარგოთ გონება.


ხშირ შემთხვევაში სისხლში შაქრის შემცირებული დონის კლინიკური გამოხატულება სწრაფად წარმავალია, მას შემდეგ, არც მიიღებთ შაქარს, ნებისმიერი ფორმით, მაგალითად გლუკოზის ტაბლეტი, შაქრის ნატეხი, ტკბილი წვენი, ტკბილი ჩაი. ამიტომ თქვენ ყოველთვის თან უნდა ატაროთ შაქარი, ნებისმიერი ფორმით (გლუკოზის ტაბლეტი, შაქრის ნატეხები). გახსოვდეთ, რომ ხელოვნური დამატკბობლები არაეფექტურია. თუ შაქრის მიღებამ არ გშველით ან თუ კლინიკური გამოვლინება ხელახლა განმეორდა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს. 


სისხლში შაქრის დაბალი დონის კლინიკური გამოხატულება შესაძლოა საერთოდ არ განვითარდეს, იყოს ნაკლებად გამოხატული ან განვითარდეს ძალიან ნელა, ან თქვენ მაშინვე ვერ მიხვდეთ, რომ თქვენ შეგიმცირდეთ შაქრის დონე. ეს შესაძლოა შეემთხვეთ ხანდაზმულ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ზოგიერთ პრეპარატებს (მაგ., პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ბეტა ბლოკატორები)

თუ თქვენ აღმოჩნდით სტრესულ სიტუაციაში (მაგალითად, უბედური შემთხვევა, ქირურგიული ოპერაცია, ცხელება ან სხვ.) ექიმმა შესაძლოა დროებით დაგინიშნოთ ინსულინით თერაპია. 


სისხლში შაქრის დონის მოამტების კლინიკური გამოხატულება (ჰიპერგლიკემია) შესაძლოა დადგეს თუ გლიკლაზიდმა ჯერ კიდევ არასაკმარისად შეამცირა სისხლში შაქრის დონე, თუ თქვენ არ იცავდით ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობის სქემას ან ზოგიერთ სტრესულ მდგომარეობებში. 

შესაძლო გამოვლინებებია: წყურვილის შეგრძნება, გახშირებული შარდვა, პირის სიმშრალე, კანის სიმშრალე და ქავილი, კანის ინფექციები და შემცირებული ეფექტურობა. 


თუ თქვენ გამოგივლინდათ მსგავსი ნიშნები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.


თუ თქვენ ან თქვენს ნათესავებს აქვთ გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას მემკვიდრეობითი დეფიციტი (G6PD, ერითროციტების ნორმიდან გადახრა), თქვენ შესაძლოა განგივითარდეთ ჰემოგლობინის დონის და ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ჰემოლიზური ანემია). პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. 


დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების დანიშვნა ბავშვებში არ არის რეკომენდებული, შესაბამისი მონაცემების არქონის გამო.


სხვა პრეპარატების მიღება 

 

ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმის შესახებ, თუ რა პრეპარატებს ღებულობთ ან ღებულობდით ახლო წარსულში, იმის მიუხედავად რომ ეს პრეპარატები აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტის გარეშე, რადგან მათ შესაძლოა ჰქონდეთ ურთიერთქმედება დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტებთან.  

შესაძლოა გლიკლაზიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება და სისხლში შაქრის დაბალი დონის კლინიკრი გამოვლინება, თუ თქვენ ღებულობთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ერთ-ერთს:  

-სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლში შაქრის მომატებული დონის სამკურნალოდ (პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1-ის აგონისტები ან ინსულინი)  ან ინსულინი)

-ანტიბიოტიკები (მაგ., სულფონამიდები, კლარითრომცინი),

-პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის ან გულის უკმარისობის სამკურნალოდ (ბეტა ბლოკატორები, აგფ ინჰიბიტორები, ისეთი როგორიცაა კაპტოპრილი ან ენალაპრილი)

-სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მიკონაზოლი, ფლუკონაზოლი)

-კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლელულების სამკურნალო პრეპარატები (H2 რეცეპტორების ანტაგონისტები),

-Dდეპრესიის სამკურნალო პრეპარატები (მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები)

-ტკივილგამაყუჩებელი ან რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები (ფენილბუტაზონი, იბუპროფენი)

-სპირტის შემცველი პრეპარატები.


გლიკლაზიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტი შესაძლოა შესუსტდეს ან სისხლში შაქრის შემცველობა გაიზარდოს, თუ თქვენ ღებულობთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპერატებიდან ერთ-ერთს: 

-ცენტრალური ნერვული სისტემის დარრვევების სამკურნალო პრეპარატები (ქლორპრომაზინი),

-პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ანთებას (კორტიკოსტეროიდები)

-ასთმის სამკურნალო პრეპარატები ან პრეპარატები, რომლებიც გამოიყნება მშობიარობის დროს (ინტრავენური სალბუტამოლი, რიტოდრინი, ტერბუტალინი),

-სარძევე ჯირკვლის მხრივ დარღვევების, ჭარბი მენსტრუალური სისხლდენის და ენდომეტრიოზის სამკურნალო პრეპარატები (დანაზოლი)

დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტებმა შესაძლოა გააძლიერონ პრეპარატების მოქმედება, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას (მაგ., ვარფარინი) 


ვიდრე დაიწყებთ სხვა პრეპარატის მიღებას კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან. თუ თქვენ მიმართეთ საავადმყოფოს, გააფრთხილეთ სამედიცინო პერსონალი იმის შესახებ, რომ თქვენ ღებულობთ დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტებს. 


დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან

დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები შესაძლებელია მიიღოთ საკვებთან და უალკოჰოლო სასმელებთან ერთად. ალკოჰოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან მას არაპროგნოზირებადი სახით შეუძლია ხელი შეუშალოს  თქვენი დიაბეტის კონტროლს. 


ორსულობა და ლაქტაცია

 

დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება ორსულობის რეკომენდებული არ არის. თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას ან დადასტურდა თქვენი ორსულობის ფაქტი, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს, რათა მან დანიშნოს უფრო შესაფერისი მკურნალობა. 


თუ თქვენ კვებავთ ბავშვს ძუძუთი, თქვენ არ უნდა მიიღოთ დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები. სხვა ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატზე გადასვლამდე საჭიროა კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.


ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა:

 

თქვენი კონცენტრირების უნარი ან რეაქციების სისწარაფე შესაძლოა შემცირდეს სისხლში შაქრის ძალიან დაბალი (ჰიპგლიკემია) ან ძალიან მაღალი (ჰიპერგლიკემია) დონის დროს ან თუ თქვენ ამ მდგომარეობების შედეგად დაგერღვათ მხედველობა. გახსოვდეთ, რომ თქვენ შეიძლება საფრთხეში ჩააგდოთ როგორც თქვენი, ასევე სხვა ადამიანების სიცოცხლე (ავტომობილის ან მექანიზმების მართვისას).

შეეკითხეთ თქვენს ექიმს შეგიძლიათ თუ არა ავტომობილის მართვა, თუ თქვენ:

-ხშირად აღგენიშნებათ სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)

- სისხლში შაქრის დაბალი დონის (ჰიპოგლიკემია) სიმპტომები არ არსებობს ან მცირეა 


საჭირო ინფორმაცია ზოგიერთ კომპონენტზე, რომელიც შედის დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების შემადგენლობაში:


დიაბეტონ Mღ 60მგ შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი სახეობის შაქრის მიმართ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ვიდრე დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას.


3. როგორ მიიღება დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

 

დოზირება

დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღების დროს,  ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება. თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ პრეპრატის მიღების სისწორეში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმი ადგენს თერაპიულ დოზას, სისხლში და შესაძლოა შარდშიც, შაქრის დონის საფუძველზე.

გარე ფაქტორების ნებისმიერი ცვლილება (წონის შემცირება, ცხოვრების წესის შეცვლა, სტრესი) ან შაქრის დონის გაუმჯობესებამ შესაძლოა მოითხოვოს გლიკლაზიდის დოზის შეცვლა.

ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს ნახევარი ტაბლეტიდან ორ ტაბლეტამდე (მაქსიმუმ 120მგ) ერთჯერადი მიღებისათვის, საუზმის დროს. Eეს დამოკიდებულია მკურნალობის პასუხზე.

თუ თქვენ ღებულობთ დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტებს კომბინაციაში ალფა-გლიკოზიდაზების ინჰიბიტორებთან, მეტფორმინთან, თიაზოლიდინდიონთან, დიპეპტიდილპეპტიდაზა IV-ის ინჰიბიტორთან, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1-ის რეცეპტორის აგონიტთან ან ინსულინთან, ექიმი თქვენთვის ინდივიდუალურად განსაზღვრავს თითოეული პრეპარატის საჭირო დოზას. 

თუ თქვენ თვლით, რომ დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები ახდენენ ძალიან ძლიერ ან არასაკმარის მოქმედებას, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.


მიღების წესები და მეთოდები:


მიიღება პერორალურად. 

გადაყლაპეთ ნახევარი ან მთელი ტაბლეტი მთლიანად. ტაბლეტები არ დაფხვნათ და არ გაღეჭოთ. ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია საუზმის დროს ერთ ჭიქა წყალთან ერთად (სასურველია ყოველდღე ერთი და იგივე დროს). 

ტაბლეტის მიღების შემდეგ აუცილებლად უნდა მიიღოთ საკვები.


თუ თქვენ მიიღეთ დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები უფრო დიდი რაოდენობით ვიდრე რეკომენდებულია.

თუ თქვენ მიიღეთ ძალიან დიდი რაოდენობით ტაბლეტები, მიმართეთ სასწრაფო დახმარების უახლოეს პუნქტს ან დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს ამის შესახებ. ჭარბი დოზირების ნიშნებს წარმოადგენს სისხლში შაქრის დაბალი დონის ნიშნები (ჰიპოგლიკემია), რომელიც აღწერილია განყოფილებაში 2. Aამ კლინიკური გამოვლინებების შესამსუბუქებლად შეიძლება დაუყოვნებლივ მიიღოთ შაქარი (4-6 ნატეხი) ან დალიოთ ტკბილი სასმელი, რის შემდგეაც საჭიროა კარგად დანაყრდეთ. თუ ავადმყოფი იმყოფება უგონო მდგომარეობაში საჭიროა ექიმის დაუყოვნებლივი კონსულტაცია და სასწრაფო დახმარების გამოძახება. ასევე უნდა მოიქცეთ მაშინ თუ ვინმემ, მაგალითად ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა ეს პრეპარატი. არ მისცეთ საკვები და სასმელი პაციენტებს გონების დაკარგვის შემთხვევაში. წინასწარ უნდა იზრუნოთ იმისათვის, რომ გვერდით ყოველთვის იყოს ადამიანი, რომელიც გაფრთხილებულია ამ მდგომარეობის შესახებ და რომელიც აუცილებლობისას შეძლებ ექიმის გამოძახებას.

  

თუ თქვენ დაგავიწყდათ დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება:

მნიშნელოვანია პრეპარატის მიღება ყოველდღე, რადგან მიღების რეგულარობა მკურნალობას უფრო ეფექტურს ხდის. 

მიუხედავად ამისა, თუ თქვენ დაგავიწყდათ დიაბეტონ Mღ 60მგ დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს. არ გააორმაგოთ მომდევნო დოზა.


სანამ დაიწყებთ დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღებას:

იმის გამო, რომ შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა გრძელდება  მთელი ცხოვრება, თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს ვიდრე შეწყვიტავთ ამ პრეპარატის მიღებას. მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია).


თუ თქვენ პრეპარატის მიღებასთან დაკავშრებით გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 


4. შესაძლო გვერდითი მოვლენა


როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატები, დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების აქტიურმა ნივთიერებამ, თუმცა არა ყველა პაციენტში, შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. 


ყველაზე ხშირად აღინიშნება სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). კლინიკური გამოვლინება აღწერილია განყოფილებაში: <<მოიქეცით განსაკუთრებული სიფრთხილით>>).

მკურნალობის არარსებობისას ამ კლინიკურმა გამოვლინებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, გონების დაკარგვა და კომაც. თუ სისხლში შაქრის დაბალი დონის ეპიზოდი აღმოჩნდება მძიმე ან ძალინ ხანგრძლივი, მაშინაც თუ იგი დროებით შემსუბუქდა შაქრის გამოყენების გზით, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.


დარღვევები ღვიძლის მხრივ: 

გვაქვს იზოლირებული შეტყობინებები ნორმიდან გადახრის შესახებ ღვიძლის ფუნქციის მხრივ, რაც იწვევს კანის და თვალის სკლერების გაყვითლებას. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. როგორც წესი სიმპტომები ქრება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. თქვენი ექიმის გადაწყვეტს საჭიროა თუ არა მკურნალობის შეწყვეტა.


დარღვევები კანის მხრივ:

ყოფილა შეტყობინებები კანის ისეთი რაექციების შესახებ, როგორიცაა გამონაყარი, სიწითლე, ქავილი და ჭინჭრის ციება, ანგიოშეშუპება (ქსოვილების სწრაფი შეშუპება, როგორიც არის ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება. გამონაყარმა შეიძლება მიიღოს გენერალიზებული ხასიათი ბუშტუკების და კანი აქერცლვით. 


დარღვევები სისხლის მხრივ:

 

ყოფილა შეტყობინებები სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირების შესახებ (თრომბოციტები, ერითროციტები და ლეკოციტები), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიფერმკრთალე და ხანგრძლივი სისხლდენა, დაფიქსირებულია შეტყობინებები სილურჯეების გამოვლინების შესახებ, ყელის ტკივილი და ცხელება. სიმპტომები როგორც წესი გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.


დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

 

ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, ღებიენება, საკვების მოუნელებლობა, დიარეა და ყაბზობა. ეს გამოვლინებები მცირდება, როდესაც დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება ხდება საკვების მიღებისას, როგორც რეკომენდებულია.


ოფთალმოლოგიური დარღვევები 

 

თქვენი მხედველობა შესაძლოა დროებით გაუარესდეს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისსში. ეს ეფექტი დაკავშირებულია სისხლში შაქრის დონის ცვლილებასთან.

სულფონილშარდოვანას მიღების დროს ცნობილია სისხლში უჯრედების რაოდენობის მწვავე ცვლილებების და სისხლძარღვების კედლების ალერგიული ანთების შემთხვევები. აღნიშნული იყო ღვიძლის მუშაობის დარღვევის სიმპტომები (მაგალითად, სიყვითლე), რომლებიც უფრო ხშირად ქრებოდა სულფონილშარდოვანას მიღების შეწყვეტის შემდეგ, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შეეძლოთ გამოეწვიათ სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის უკმარისობა.


თუ გვერდითი ეფექტები იძენს სერიოზულ ხასიათს ან თუ თქვენ აღნიშნეთ არასასურველი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.


5. როგორ ინახება დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები


შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე. 


არ მიიღოთ დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები მუყაოს კოლოფზეა და კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამორურვის შემდეგ. შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე.


შეინახეთ არა უმეტეს 30○ჩ ტემპერატურაზე.


არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება გამდინარე წყლებში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ გადაყაროთ მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატი. ეს ზომები მიმართულია გარემოს დასაცავად.


6. დამატებითი ინფორმაცია

 

რას შეიცავს დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი:


აქტიურ კომპონენტს წარმოადგენს გლიკლაზიდი. აქტიური ნივთიერების მოდიფიცირებული გამოთავისუფლების თითოეული ტაბლეტი შეიცავს 60მგ გლიკლაზიდს. სხვა კომპონენეტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მალტოდექსტრინი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური გაუწყლოებული დიოქსიდი.


როგორ გამოიყურება დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი, კოლოფის შიგთავსი:

დიაბეტონ Mღ 60მგ -  ეს არის  მოდიფიცირებული გამოთავისუფლების  თეთრი ფერის, მოგრძო ტაბლეტები, ნაზოლით და ნიშნით ,,DIA 60” ორივე გვერდზე. ტაბლეტები გამოდის კონტურულ-უჯრედულ შეფუთვებში, რომელიც შეიცავს 7, 10, 14, 15, 20, 28, 30, 56, 60, 84, 90, 100, 112, 120, 180 ან 500 ტაბლეტს.

შესაძლოა გაყიდვაში არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.


გაცემის პირობები

 

სამედიცინო პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.


შენახვის ვადა:


3 წელი.


სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:


სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი 

Les Laboratoires Servier/le laboartua servie

 

50, rue carnot-92284, Suresnes cedex France-საფრანგეთი


მწარმოებლები:

Les laboratoires Servier Industrie-le laboratua servie industri

905, route de Saran,

45520, Gidy

საფრანგეთი

 

an

 

Servier (Ireland) Industries Ltd/servie (irlandia) indastris ltd

Gorey Road,

 

Arklow-Co, Wicklow - irlandia


ფურცლი-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღი:

03/2013. 






ანოტაციის მომწოდებელია

დატოვეთ შეფასება
დატოვე შეფასებითი კომენტარი
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
დამატება
კომენტარები ვერ მოიძებნა
აქციები და ფასდაკლებები
მაჩვენე მეტი