აქვანორმი ფხვ.#10პაკ GMP

დოზირებული ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად
 
შემადგენლობა აქვანორმის ერთი პაკეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
ნატრიუმის ქლორიდი . . . . . . . 3.5 გ,
კალიუმის ქლორიდი . . . . . . . 2.5 გ,
ნატრიუმის ციტრატი . . . . . . . 2.9 გ,
გლუკოზა (უწყლო) . . . . . . . . 10.0 გ.

მოქმედების მექანიზმი:
აქვანორმი ორგანიზმის ელექტროლიტური და ენერგეტიკული ბალანსის მაკორექტირებელი საშუალებაა. ორგანიზმის გაუწყლოვანების დროს აქვანორმი აღადგენს ორგანიზმის დარღვეულ წყალ-ელექტროლიტურ წონასწორობას და ახდენს აციდოზის კორექციას. პრეპარატი ხანმოკლედ ცირკულირებს სისხლის მიმოქცევის სისტემაში და სწრაფად გადადის ინტერსტიციალურ შრესა და უჯრედებში. T1/2 შეადგენს 1 საათს. პრეპარატი ხელს უწყობს დიურეზის გაძლიერებას, ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმლების საშუალებით. თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლებელია პრეპარატის შემადგენლობაში არსებული კალიუმის გამოყოფის შეფერხება.

ჩვენება:
აქვანორმი ინიშნება:
- კომპლექსურ თერაპიაში
- მწვავე დიარეის (მათ შორის ქოლერა) დროს წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის აღდგენისა და აციდოზის კორექციის მიზნით; თერმული დაზიანების დროს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენის მიზნით;
- პროფილაქტიკის მიზნით
- თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს, როდესაც ინტენსიური ოფლდენა აღინიშნება.

უკუჩვენება:
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
- თირკმლების ფუნქციური დარღვევები;
- შაქრიანი დიაბეტი.

უსაფრთხოების ზომები:
პრეპარატის დოზის გადაჭარბების და სხვა სამკურნალო საშუალებებზე ურთიერთგავლენის შემთხვევები აღწერილი არ არის.

დოზირება და მიღების წესი:
აქვანორმი ინიშნება პერორალურად, კვების მიღებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის მიღებამდე 1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ლიტრ გადადუღებულ და გაცივებულ წყალში. აქვანორმის მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში. დიარეის დროს პრეპარატი ინიშნება ყოველ 3-5 წუთში ერთხელ 50-100 მლ ულუფების ოდენობით ან ნაზოგასტრალური ზონდით 3-5 საათის განმავლობაში. ახალშობილებში და მცირე ასაკის ბავშვებში აქვანორმი ინიშნება 1-2 ჩაის კოვზით ყოველ 5-10 წუთში ერთხელ 4-6 საათის განმავლობაში (დიარეის მსუბუქი ფორმის დროს ხსნარის საერთო რაოდენობამ უნდა შეადგინოს 40-50 მლ/კგ/დღე-ღამეში, საშუალო სიმძიმის დროს - 80-100 მლ/კგ/დღე-ღამეში). შემანარჩუნებელი თერაპიის მიზნით ხსნარის სავარაუდო მოცულობა შეადგენს 80-100 მლ/კგ/დღე-ღამეში. პრეპარატი ინიშნება დიარეის შეწყვეტამდე და წყალ-ელექტროლიტური ცვლის აღდგენამდე. თერმული დაზიანებების დროს კრუნჩხვებისა და წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევის სხვა სიმპტომების დროს (რომელსაც ორგანიზმის გადახურება და გაუწყლოვანება (პოლიურია, წყურვილის გაძლიერება) განაპირობებს) პირველი 30 წუთის განმავლობაში აქვანორმი ინიშნება 100-150 მლ ულუფებით, ისე რომ მთლიანად მისაღები ხსნარის მოცულობამ 500-900 მლ შეადგინოს. შემდგომ ყოველი 40 წუთის განმავლობაში ინიშნება იგივე დოზით წყალ-ელექტროლიტური დეფიციტისა და თერმული დაზიანების სიმპტომების აღმოფხვრამდე. ექსტრემალური თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს, წყალ-ელექტროლიტური დისბალანსის პროფილაქტის მიზნით, აქვანორმი ინიშნება წყურვილის შეგრძნების გაჩენიდან მცირე ულუფებით - ყლუპ-ყლუპით და მისი მიღება გრძელდება წყურვილის დაკმაყოფილებამდე.

გვერდითი მოვლენები:
აქვანორმის ჩვენების და რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ არის გამოვლენილი. ვარგისიანობა და შენახვის პირობები პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი. აქვანორმის დოზირებული ფხვნილის პაკეტები ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე! პრეპარატის მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში (2-80C ტემპერატურაზე) არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში!

გამოშვების ფორმა:
დოზირებული ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტებში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში 10 პაკეტი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ექიმის რეცეპტის გარეშე!

მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. "ჯი-ემ-პი" (საქართველო)