აქსენ ფორტე ტაბლეტი 550 მგ
ნატრიუმის ნაპროქსენი წარმოადგენს არანარკოტიკულ ანალგეტიკს. იგი ხასიათდება ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო და სიცხისდამწევი მოქმედებით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. ნატრიუმის ნაპროქსენი პერორალური მიღებიდან სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის სწრაფი და სრული შეწოვიდან გამომდინარე, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი დგება მიღებიდან 20 წუთის შემდეგ. პლაზმაში მაქხიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1-2 საათში. პრეპარატის სტაბილური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 4-5 დოზის მიღების შემდეგ. ნატრიუმის ნაპროქსენის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13 საათს. აქტიური ნივთიერების 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მიღებული დოზის დაახლოებით 96% გამოიყოფა შარდით შეუცვლელი ნაპროქსენის , 6-0-დიმეთილნაპროქსენის ან ნაპროქსენის კონიუგატის სახით. ნატრიუმის ნაპროქსენი არ იწვევს მეტაბოლიზმის მასტიმულირებელი ფერმენტების ინდუცირებას.
მდგომარეობები რომალსაც ახლავს ტკივილის სინდრომი: ნევრალგია , იშალგია, თავ-ზურგ-ტვინის თიაქარი, კბილის ექსტაქცია.
-ეპიზიოტომია, მშობიარობის შემდგომი ტკივილი, ოპერაციის შემდგომი ტკივილი
-დისმენორეა, საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმასთან დაკავშირებული ტკივილი
-შაკიკის პრიფილაქტიკა და შაკიკის შეტევები
-რევმატოლოგიური დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილოზირებელი სპონდილიტი, რევმატიზმი
-ტრავმატოლოგია: ტრავმები, ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციები
- პოდაგრის შეტევები
- ანთებითი პროცესებით გამოწვეული ტკივილი, უროლოგიასა და ოტო-რინო-ლარინგოლოგიაში
- ინფექციური დაავადებების დროს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო და სიცხისდამწევი საშუალება. უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ნაპროქსენის მიმართ, რინიტი და/ან ალერგიული გამონაყარი სხვა აასს-ებზე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, მიდრეკილება წყლულის ჩამოყალიბებასა და სისხლდენასაკენ, "ასპირინული "ასთმა. განსაკუთრებული მითითებანი: პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ნატრიუმის ნაპროქსენი ინიშნება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სხვა აასს-ებთან შედარებით ნატრიუმის ნაპროქსენი გაცილებით ნაკლებად იწვევს წყლულის ჩამოყალიბებასა და სისხლდენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
- ნატრიუმის ნაპროქსენი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ამ შემთხვევაში აუცილებელია შრატში კრეატინინის დონისა და/ან კრეატინინის კლირენსის კონტროლი.
-ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ფუნქციონალური ტესტების ცვლილების შემთხვევაში, აუცილებელია ნაპროქსენით მკურნალობის შეწყვეტა.
- გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია მუდმივი კონტროლი და დღიური დოზის კორექცია. გამოყენება ბავშვებში:
არ ინიშნება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუმცა იუვენილური ართრიტის დროს ბავშვებში 5 წლის ზევით შესაძლებელია ნატრიუმის ნაპროქსენის მიღება 10მგ/კგ დოზით, ყოველ 12 საათში. გამოყენება ორსულებში:
ექსპერიმენტულ კვლევებში ცხოველებზე ტერატოგენული მოქმედება არ გამოვლენილა, მაგრამ რამდენადაც აასს-ებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის სიყვითლე, ვადაგადაცილებული მშობიარობა, ამდენად ორსულებში ინიშნება მხოლოდ აბსოლიტური ჩვენებისას გამოყენება ლაქტაციისას:
არ გამოიყენება. რადგან ნატრიუმის ნაპროქსენის პლაზმის კონცენტრაციის 1% გადადის რძეში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მივლენები ახალშობილებში. გამოყენება მოხუცებში:
ვინაიდან აასს- ების გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირე ასაკოვან პაციენტებში უფრო ხშირია , ამიტომ ინიშნება დაბალი დოზებით. გვერდითი ეფექტები:
დისპეფსია, გულისრევა, მსუბუქი პერიფერიული სისხლჩაქცევები, შუილი ყურებში, თაბრუსხვევა. იშვიათ შემთხვევაში გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია, ალერგიული რეაქციები და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
- ნატრიუმის ნაპროქსენი აძლიერებს გიდანტოინის, სულფანილამიდებისა და ბეტა-ბლოკერების მოქმდებას, ამდენად აღნიშნულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა დოზის კორექცია.
- ორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა დოზის კორექცია.
- პრობენეციდთან ერთად გამოყენებისას ნატრიუმის ნაპროქსენის პლაზმური კონცენტრაცია და ნახევრადგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება.
- სიფრთხილეა საჭირო ნატრიუმის ნაპროქსენის მეტოტრექსატთან ერთად გამოყენებსის, რადგან შესაძლოა მეტოტროქსატის ტიქსიურობის მომატება მისი ტუბულარული სეკრეციის შემცირების გამო.
- შესძლოა გამოვლინდეს ნატრიუმის ნაპროქსენის უერთიერთქმდება ფუროსემიდთან ერთად გამოყენებისას, კერძოდ იგი ამცირებს ფუროსემიდის ნატრიურეზულ ეფექტს. ნატრიუმის ნაპროქსემი აქვეითებს პროპანოლილისა და სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების ჰიპოტენზიურ მოქმედებას. მიღების წესი და დოზირება:
შაკიკის პროფილაქტიკა:
1 ტაბლეტი (550მგ) ორჯერ დღეში. თუ 4-6 კვირის განმავლობაში არ აღინიშნება გაუმჯობესება, პრეპატარის მიღება წყდება. შაკიკის მკურნალობა:
მწვავე კრიზების დროს, საწყისი დოზაა 1.5 ტაბლეტი (825 მგ.) საჭიროების შემთხვევაში, საწყისი დოზის მიღებიდან ნახევარ საათში შესაძლებელია დაემატოს 1/2-1 ტაბლეტი (275-550 მგ.). გინეკოლოგიაში გამოიყენება როგორ ტკივილგამაყუჩებელი: საწყისი დოზა 1 ტაბლეტი (550 მგ.), შემდეგ 1/2 ტაბლეტი (275 მგ.) ყოველ 6-8 საათში. პოდაგრის გამწვავება:
მკურნალობას იწყებენ 1.5 ტაბლეტით (825 მგ.), ხოლო 8 საათის შემდეგ 1 ტაბლეტი (550 მგ.) შემდგომი დღეების განმავლობაში მკურნალობა გრძელდება 1/2 ტაბლეტით (275 მგ.) 8 საათიანი შუალდებით კრიზის დამთავრებამდე. კბილისა და პოსტოპერაციული ტკივილის დროს ინიშნება ტკივლის გაყუჩების, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დაწევის მიზნით. საწყისი დოზაა 1 ტაბლეტი (550 მგ.), ხოლო შემდეგ 1/2 ტაბლეტი (275 მგ.) 6-8 საათიანი შუალედებით. იუვენილური ართრიტის დროს:
ბავშვებში 5 წელზე ზემოთ დღიური დოზა იქნება 10 მგ./კგ-ზე გადაანგარიშებით 2-ჯერ დღეში ყოველ 12 საათში. რევმატოიუდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის მკურნალობა მოზრდილებში: საწყისი თერაპია: 1-2 ტაბლეტი (550-1100 მგ.) ყოველ 12 საათში.
1. ძლიერი ტკივილი ღამით და/ან დილის შებოჭილობა.
2. პაციენტის გადმოყვანა სხვა ანტირევმატოიდული საშუალებებიდან აქსენ ფორტეზე.
3. ტკივილის დროს, რომლებიც მიანიშნებს ოსტეოართრიტის საწყის პერიოდზე, მკურნალობა საჭიროა დაიწყოს 1.5-2 ტაბლეტით (825-1100 მგ.) და გაგრძელდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.
შემანარჩუნებელი თერაპიული დოზა: 1-2 ტაბლეტი (550-1100 მგ.) ყოველ 12 საათში. დილისა და საღმოს დოზები განისაზღვრება პაციენტის ჩივილების მიხედვით.
შემანარჩუნებელი თერაპიისას ეფექტურია აქსენ ფორტეს ერთჯერადი მიღება. ინიშნება დილით ან საღმოს (550-1100 მგ.).
სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1375 მგ.-ს, ხოლო პაციენტებში რომლებიც კარგად იტანენ პრეპარატს და ანამნზში არ აღენიშნებათ გასტროინტესტინალური დაავადებები, სადღეღამისო დოზა შესაძლოა გაიზარდოს 1850 მგ.-მდე, მოკლე მკურნალობის კურსით. შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, შეფუთულ მგდომარეობაში 30ო ჩ-ზე ქვემოთ. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოშვების ფორმა:
აქსენ ფორტე 550 მგ. ტაბლეტები #10 შეფუთვაში.
სხვა გამოშვების ფორმა: აქსენ ფორტე 275 მგ. ტაბლეტები #10 შეფუთვაში.
გაიცემა რეცეპტით. ლიცენზიის მფლობელი და წარმოების ადგილი:
ალი რაიფი ილაჩ სანაი ა.შ.
34670 იქითელი/სტამბული/თურქეთი
შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 550მგ ნატრიუმის ნაპროქსენს.
ფარმაკოლოგიური თავისებურებანი:
ნატრიუმის ნაპროქსენი წარმოადგენს არანარკოტიკულ ანალგეტიკს. იგი ხასიათდება ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო და სიცხისდამწევი მოქმედებით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. ნატრიუმის ნაპროქსენი პერორალური მიღებიდან სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის სწრაფი და სრული შეწოვიდან გამომდინარე, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი დგება მიღებიდან 20 წუთის შემდეგ. პლაზმაში მაქხიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1-2 საათში. პრეპარატის სტაბილური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 4-5 დოზის მიღების შემდეგ. ნატრიუმის ნაპროქსენის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13 საათს. აქტიური ნივთიერების 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მიღებული დოზის დაახლოებით 96% გამოიყოფა შარდით შეუცვლელი ნაპროქსენის , 6-0-დიმეთილნაპროქსენის ან ნაპროქსენის კონიუგატის სახით. ნატრიუმის ნაპროქსენი არ იწვევს მეტაბოლიზმის მასტიმულირებელი ფერმენტების ინდუცირებას.
ჩვენებები:
მდგომარეობები რომალსაც ახლავს ტკივილის სინდრომი: ნევრალგია , იშალგია, თავ-ზურგ-ტვინის თიაქარი, კბილის ექსტაქცია.
-ეპიზიოტომია, მშობიარობის შემდგომი ტკივილი, ოპერაციის შემდგომი ტკივილი
-დისმენორეა, საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმასთან დაკავშირებული ტკივილი
-შაკიკის პრიფილაქტიკა და შაკიკის შეტევები
-რევმატოლოგიური დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილოზირებელი სპონდილიტი, რევმატიზმი
-ტრავმატოლოგია: ტრავმები, ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციები
- პოდაგრის შეტევები
- ანთებითი პროცესებით გამოწვეული ტკივილი, უროლოგიასა და ოტო-რინო-ლარინგოლოგიაში
- ინფექციური დაავადებების დროს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო და სიცხისდამწევი საშუალება.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ნაპროქსენის მიმართ, რინიტი და/ან ალერგიული გამონაყარი სხვა აასს-ებზე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, მიდრეკილება წყლულის ჩამოყალიბებასა და სისხლდენასაკენ, "ასპირინული "ასთმა.
განსაკუთრებული მითითებანი:
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ნატრიუმის ნაპროქსენი ინიშნება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სხვა აასს-ებთან შედარებით ნატრიუმის ნაპროქსენი გაცილებით ნაკლებად იწვევს წყლულის ჩამოყალიბებასა და სისხლდენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
- ნატრიუმის ნაპროქსენი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ამ შემთხვევაში აუცილებელია შრატში კრეატინინის დონისა და/ან კრეატინინის კლირენსის კონტროლი.
-ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ფუნქციონალური ტესტების ცვლილების შემთხვევაში, აუცილებელია ნაპროქსენით მკურნალობის შეწყვეტა.
- გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია მუდმივი კონტროლი და დღიური დოზის კორექცია.
გამოყენება ბავშვებში:
არ ინიშნება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუმცა იუვენილური ართრიტის დროს ბავშვებში 5 წლის ზევით შესაძლებელია ნატრიუმის ნაპროქსენის მიღება 10მგ/კგ დოზით, ყოველ 12 საათში.
გამოყენება ორსულებში:
ექსპერიმენტულ კვლევებში ცხოველებზე ტერატოგენული მოქმედება არ გამოვლენილა, მაგრამ რამდენადაც აასს-ებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის სიყვითლე, ვადაგადაცილებული მშობიარობა, ამდენად ორსულებში ინიშნება მხოლოდ აბსოლიტური ჩვენებისას
გამოყენება ლაქტაციისას:
არ გამოიყენება. რადგან ნატრიუმის ნაპროქსენის პლაზმის კონცენტრაციის 1% გადადის რძეში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მივლენები ახალშობილებში.
გამოყენება მოხუცებში:
ვინაიდან აასს- ების გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირე ასაკოვან პაციენტებში უფრო ხშირია , ამიტომ ინიშნება დაბალი დოზებით.
გვერდითი ეფექტები:
დისპეფსია, გულისრევა, მსუბუქი პერიფერიული სისხლჩაქცევები, შუილი ყურებში, თაბრუსხვევა. იშვიათ შემთხვევაში გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია, ალერგიული რეაქციები და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
- ნატრიუმის ნაპროქსენი აძლიერებს გიდანტოინის, სულფანილამიდებისა და ბეტა-ბლოკერების მოქმდებას, ამდენად აღნიშნულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა დოზის კორექცია.
- ორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა დოზის კორექცია.
- პრობენეციდთან ერთად გამოყენებისას ნატრიუმის ნაპროქსენის პლაზმური კონცენტრაცია და ნახევრადგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება.
- სიფრთხილეა საჭირო ნატრიუმის ნაპროქსენის მეტოტრექსატთან ერთად გამოყენებსის, რადგან შესაძლოა მეტოტროქსატის ტიქსიურობის მომატება მისი ტუბულარული სეკრეციის შემცირების გამო.
- შესძლოა გამოვლინდეს ნატრიუმის ნაპროქსენის უერთიერთქმდება ფუროსემიდთან ერთად გამოყენებისას, კერძოდ იგი ამცირებს ფუროსემიდის ნატრიურეზულ ეფექტს. ნატრიუმის ნაპროქსემი აქვეითებს პროპანოლილისა და სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
მიღების წესი და დოზირება:
შაკიკის პროფილაქტიკა:
1 ტაბლეტი (550მგ) ორჯერ დღეში. თუ 4-6 კვირის განმავლობაში არ აღინიშნება გაუმჯობესება, პრეპატარის მიღება წყდება.
შაკიკის მკურნალობა:
მწვავე კრიზების დროს, საწყისი დოზაა 1.5 ტაბლეტი (825 მგ.) საჭიროების შემთხვევაში, საწყისი დოზის მიღებიდან ნახევარ საათში შესაძლებელია დაემატოს 1/2-1 ტაბლეტი (275-550 მგ.).
გინეკოლოგიაში გამოიყენება როგორ ტკივილგამაყუჩებელი: საწყისი დოზა 1 ტაბლეტი (550 მგ.), შემდეგ 1/2 ტაბლეტი (275 მგ.) ყოველ 6-8 საათში.
პოდაგრის გამწვავება:
მკურნალობას იწყებენ 1.5 ტაბლეტით (825 მგ.), ხოლო 8 საათის შემდეგ 1 ტაბლეტი (550 მგ.) შემდგომი დღეების განმავლობაში მკურნალობა გრძელდება 1/2 ტაბლეტით (275 მგ.) 8 საათიანი შუალდებით კრიზის დამთავრებამდე.
კბილისა და პოსტოპერაციული ტკივილის დროს ინიშნება ტკივლის გაყუჩების, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დაწევის მიზნით. საწყისი დოზაა 1 ტაბლეტი (550 მგ.), ხოლო შემდეგ 1/2 ტაბლეტი (275 მგ.) 6-8 საათიანი შუალედებით.
იუვენილური ართრიტის დროს:
ბავშვებში 5 წელზე ზემოთ დღიური დოზა იქნება 10 მგ./კგ-ზე გადაანგარიშებით 2-ჯერ დღეში ყოველ 12 საათში.
რევმატოიუდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის მკურნალობა მოზრდილებში: საწყისი თერაპია: 1-2 ტაბლეტი (550-1100 მგ.) ყოველ 12 საათში.
1. ძლიერი ტკივილი ღამით და/ან დილის შებოჭილობა.
2. პაციენტის გადმოყვანა სხვა ანტირევმატოიდული საშუალებებიდან აქსენ ფორტეზე.
3. ტკივილის დროს, რომლებიც მიანიშნებს ოსტეოართრიტის საწყის პერიოდზე, მკურნალობა საჭიროა დაიწყოს 1.5-2 ტაბლეტით (825-1100 მგ.) და გაგრძელდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.
შემანარჩუნებელი თერაპიული დოზა: 1-2 ტაბლეტი (550-1100 მგ.) ყოველ 12 საათში. დილისა და საღმოს დოზები განისაზღვრება პაციენტის ჩივილების მიხედვით.
შემანარჩუნებელი თერაპიისას ეფექტურია აქსენ ფორტეს ერთჯერადი მიღება. ინიშნება დილით ან საღმოს (550-1100 მგ.).
სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1375 მგ.-ს, ხოლო პაციენტებში რომლებიც კარგად იტანენ პრეპარატს და ანამნზში არ აღენიშნებათ გასტროინტესტინალური დაავადებები, სადღეღამისო დოზა შესაძლოა გაიზარდოს 1850 მგ.-მდე, მოკლე მკურნალობის კურსით.
შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, შეფუთულ მგდომარეობაში 30ო ჩ-ზე ქვემოთ. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
აქსენ ფორტე 550 მგ. ტაბლეტები #10 შეფუთვაში.
სხვა გამოშვების ფორმა:
აქსენ ფორტე 275 მგ. ტაბლეტები #10 შეფუთვაში.
გაიცემა რეცეპტით.
ლიცენზიის მფლობელი და წარმოების ადგილი:
ალი რაიფი ილაჩ სანაი ა.შ.
34670 იქითელი/სტამბული/თურქეთი