ონლაინ
ჩაწერა
შეაფასეთ
კლინიკა
შეაფასეთ
ექიმი
ანოტაციები კლინიკების რეიტინგი ექიმების რეიტინგი ფასების შედარება დაავადებები სხვა
დაავადება: გვირაბის სინდრომი
გაუგზავნე ეს დაავადება მეგობარს ან ახლობლებს. მხოლოდ გვითხარით ვის უგზავნით და დანარჩენზე ვიზრუნებთ ჩვენ! ელ–ფოსტის მისამართი:
x

  ამობეჭდილია 152-ჯერ
დაავადება ნანახია: 789-ჯერ




გვირაბის სინდრომი

მაჯის არხის გვირაბის სინდრომი - წარმოიშობა შუა ნერვის დაზიანებით.  

 

მიზეზები

 

 მაჯის ნერვის დაზიანება;

 მაჯის ნერვის შეშუპება;

 კუნთებზე სტატიკური დატვირთვა;

 ხელების მოუხერხებელი მდგომარეობა;

 ხელებით ერთგვარი მოძრაობების ხანგრძლივად შესრულება;

 ტრავმები.


სიმპტომები

 

 თითბის ქავილი, კანკალი და ჩხვლეტა;

 მგრძნობელობის დაკარგვა თითებში;

 ხელების ტკივილი;

 ქსოვილების შეშუპება;

 ხელებსა და ხელის გულებზე ჩხვლეტა;

 ზედა კიდურებში ძალის დაკარგვის შეგრძნება;

 მტევნების ტკივილისგან გამოწვეული უძილობა;

 დიდი თითის კუნთების ატროფია;

 მუშტის შეკვრის შეუძლებლობა;

 საგნების დიდი ხნის მანძილზე დაჭერის შეუძლებლობა.

 

დიაგნოსტიკა

 

დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

 ნევროლოგთან ვიზიტი, რომელიც დაადგენს კუნთების დაჭიმულობის დონეს; 

 

მკურნალობა

 

 ზედა კიდურების მოქმედების შეზღუდვა;

 ხელების დატვირთვის მინიმუმამდე დაყვანა;

 ძვლების იმობილიზაცია;

 ფიზიკური ვარჯიში, რომელიც ჭიმავს და ამაგრებს კუნთებს;

 ფიზიოლოგიური თერაპია;

 მედიკამენტოზური მკურნალობა;

 ვიტამინოთერაპია;

 კვების კორექცია.

 

საშიშროება

 

დაავადების მთავარი საშიშროება რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება არის ხელებით ელემენტარული მოძრაობების შესრულების შეუძლებლობა. თუმცა სწორი და დროული მკურნალობისას შესაძლოა გართულებების თავიდან აცილება. 

 

პროფილაქტიკა

 

რეკომენდირებულია:

 კომპიუტერთან მუშაობისას ხელები უნდა ელაგოს მაგიდაზე და მტევნები არ უნდა იყოს მოხრილი;

 სავარძელს და სკამს უნდა ჰქონდეს სახელურები;

 სამუშაო უნდა გულისხმობდეს შუალედურ შესვენებებს.



ყველა უფლება დაცულია © 2017
Yandex.Metrica

 

X
სხეულის მასის ინდექსი

გამოთვალეთ თქვენი სხეულის მასა და გაიგეთ გაქვთ თუ არა ჭარბი წონა.