ონლაინ
ჩაწერა
შეაფასეთ
კლინიკა
შეაფასეთ
ექიმი
ანოტაციები კლინიკების რეიტინგი ექიმების რეიტინგი ფასების შედარება დაავადებები სხვა
დაავადება: გაცხიმოვნება (სიმსუქნე)
გაუგზავნე ეს დაავადება მეგობარს ან ახლობლებს. მხოლოდ გვითხარით ვის უგზავნით და დანარჩენზე ვიზრუნებთ ჩვენ! ელ–ფოსტის მისამართი:
x

  ამობეჭდილია 202-ჯერ
დაავადება ნანახია: 1767-ჯერ




გაცხიმოვნება (სიმსუქნე)

გაცხიმოვნება (სიმსუქნე)  – ქრონიკული დაავადება, ცხიმის ჭარბი რაოდენობით დაგროვბით ორგანიზმში. ბავშვებში სიმსუქნე ფიქსირდება ძუძუმწოვარ ჩვილებში. 

 

არსებობს სიმსუქნის შემდეგი ფორმები:

 

 სხეულის მასის მატების შესაბამისად;

 ცხიმიანი ქსოვილის ლოკალიზაციის მიხევით;

 ცოცხალი უჯრედების რაოდენობის განსაზღვრის მიხედვით;

 წარმოშობის მიხედვით.

 

სიმსუქნის ტიპები:

 

 ენდოკრინული;

 ალიმენტარული;

 მედიკამენტური;

 ცერებრიალური.


მიზეზები

 

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

 მემკვიდრეობითი ფაქტორი;

 დისჰარმონიული პროცესები;

 არასწორი კვება, ზედმეტი ჭამა;

 ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი;

 გამოუძნებლობა;

 ენდოკრინული დაავადებები;

 მეტაბოლიზმის დაბალი დონე;

 ხშირი სტრესი;

 შიდა სეკრეციის ჯირკვლების მუშაობის დარღვევა.

 

სიმპტომები

 

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

 სხეულის მასის გაზრდა;

 თავის ტკივილი;

 ქვედა კიდურების შეშეუპება;

 ძილის დარღვევა;

 ქოშინი;

 სახსრებისა და ხერხემლის ტკივილი;

 არტერიული წნევის აწევა;

 გაზრდილი მადა.

 

დიაგნოსტიკა

 

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-დიეტოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

 სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;

 ნაცხის ანალიზი სოკოვანი და ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკისთვის;

 გლუკოზოტოლერანტობის ტესტი;

 ჰორმონალური გამოკვლევა;

 მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

 თავის ქალის რენტგენი;

 ზედა და ქვედა კიდურების მაგისტრალური არტერიების დუპლექსური სკანირება;

 ელექტროკარდიოგრაფია.

 

მკურნალობა

 

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

 ძირითადი დაავადებების მკურნალობა;

 მადის დასაქვეითებელი და ნივთიერებათა ცვლის გამაძლიერებელი პრეპარატები;

 დაბალანსებული, დაბალკალორიული დიეტა;

 სამკურნალო ვარჯიში;

 ქირურგიული ჩარევა.

 

დიეტა

 

მკურნალობის დროს საჭიროა დიეტა №8-ის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს:

 თეთრ პურს, ცომეულს;

 ცხიმიანი თევზის, ქათმის და საქონლის (ღორის, ცხვრის) ხორცს;

 მსუყე წვნიანებს;

 ცხიმიან რძის პროდუქტებს;

 მაკარონს;

 მაიონეზს, მდოგვს, ტკბილეულს; 

 წვენებს, ბურახს, ალკოჰოლს და გაზიან სასმელს;

 კაკაოს, შოკოლადს, თაფლს, მურაბას.

 

საშიშროება

 

სიმსუქნე იწვევეს ორგანიზმში ისეთ დაავადებებს როგორიცაა:

 შაქრიანი დიაბეტი;

 ნაღველ-კენჭოვანი დაავადება;

 ოსტეოართროზი;

 გულის დაავადებები;

 მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო;

 საშვილოსნოს და მკერდის კიბო;

 პროსტატის კიბო.

 

პროფილაქტიკა

 

რეკომენდირებულია:

 სპეციალური დიეტის დაცვა;

 დღეში 4-5-ჯერ საკვების მიღება და ულუფების დაბალანსება;

 ფიზიკური ვარჯიშის რეგულარულად შესრულება;

 მეტი სითხის მიღება.



ყველა უფლება დაცულია © 2017
Yandex.Metrica

 

X
სხეულის მასის ინდექსი

გამოთვალეთ თქვენი სხეულის მასა და გაიგეთ გაქვთ თუ არა ჭარბი წონა.