ონლაინ
ჩაწერა
შეაფასეთ
კლინიკა
შეაფასეთ
ექიმი
ანოტაციები კლინიკების რეიტინგი ექიმების რეიტინგი ფასების შედარება დაავადებები სხვა
დაავადება: გავის ოსტეოქონდროზი
გაუგზავნე ეს დაავადება მეგობარს ან ახლობლებს. მხოლოდ გვითხარით ვის უგზავნით და დანარჩენზე ვიზრუნებთ ჩვენ! ელ–ფოსტის მისამართი:
x

  ამობეჭდილია 243-ჯერ
დაავადება ნანახია: 1564-ჯერ




გავის ოსტეოქონდროზი

გავის ოსტეოქონდროზი  – ხერხემლის დაავადება, რომელიც ლოკალიზდება გავის არეში. უფრო ხშირად გვხვდება გავა-

 

წელის ოსტეოქონდროზის სახით.  

 

მიზეზები

 

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

 

 მემკვიდრეობითი ფაქტორი;

 ნერვული დაბოლოებების დაზიანება;

 ხერხემლის ტრავმები;

 ჭარბი წონა;

 ნაკლებ მოძრავი ცხოვრების წესი.

 

სიმპტომები

 

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

 

 გავა-თეძოს ნაწილში ძლიერი ტკივილი, რომელიც გადაეცემა ფეხს;

 ნებისმიერი მოძრაობა მხოლოდ ამძაფრებს ტკივილს;

 დაზიანებულ ადგილზე მგრძნობელობის მომატება;

 ფეხებში ჩხვლეტისა და სიცივის შეგრძნება;

 დაავდების კერებში ხდება კანის გამოშრობა და დახეთქვა;

 მოძრაობის გართულება;

 შარდის გამოყოფის დარღვევა.

 

დიაგნოსტიკა

 

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

 

 გავა-წელის ნაწილის რენტგენი;

 გავა-წელის ნაწილის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

 გავა-წელის ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

 

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

 

 ანთების საწინააღმდეგო, არასტეროიდულ პრეპარატებს;

 გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;

 ნოვაოკაინის ბლოკადას;

 კუნთების რელაქსანტებს;

 შარდმდენ პრეპარატებს;

 მანუალურ თერაპიას;

 ფიზიოთერაპიულ მკურნალობას;

 სამკურნალო ფიზკულტურას.

 

საშიშროება

 

დაავდების გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს:

 

 იშიასი;

 რადიკულიტი;

 ხერხემლის მალების არასტაბილურობა;

 პროტრუზია;

 შარდსასქესო სისტემის რღვევა;

 თიაქარი;

 ხერხემლის გამრუდება.

 

რისკის ჯგუფი

 

 მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები;

 მჯდომიარე სამუშაოს მქონე პირები;

 ადამიანები, ვისი სამუშაოც დაკავშირებულია ზურგზე დიდ დატვირთვასთან;

 სუსტი კუნთების სისტემის მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

 

რეკომენდირებულია:

 

 ზურგისა და თეძოს კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშის შესრულება;

 ხერხემლის დატვირთვის გაკონტროლება;

 ხერხემლის სწორად დაჭერა;

 მოხრის ან მოტრიალების დროს მკვეთრი მოძრაობისგან თავის შეკავება.



ყველა უფლება დაცულია © 2017
Yandex.Metrica

 

X
სხეულის მასის ინდექსი

გამოთვალეთ თქვენი სხეულის მასა და გაიგეთ გაქვთ თუ არა ჭარბი წონა.