ონლაინ
ჩაწერა
შეაფასეთ
კლინიკა
შეაფასეთ
ექიმი
ანოტაციები კლინიკების რეიტინგი ექიმების რეიტინგი ფასების შედარება დაავადებები სხვა
დაავადება: ატიპიური პნევმონია
გაუგზავნე ეს დაავადება მეგობარს ან ახლობლებს. მხოლოდ გვითხარით ვის უგზავნით და დანარჩენზე ვიზრუნებთ ჩვენ! ელ–ფოსტის მისამართი:
x

  ამობეჭდილია 127-ჯერ
დაავადება ნანახია: 715-ჯერ




ატიპიური პნევმონია

ატიპიური პნევმონია  – დაავადების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ფილტვების ინფექციურ-ანთებით პროცესს, რაც გამოწვეულია ატიპიური გამაღიზიანებლებით - ქლამიდიებით, მიკოპლაზმებით, ლეგიონელებით, ვირუსებით. 

 

სიმპტომები

 

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

 ყელის ტკივლი და სიმშრალე;

 შეტევისმაგვარი ხველა - მშრალი ან ნახველით;

 სხეულის ტემპერატურის აწევა;

 თავის ტკივილი;

 საერთო სისუსტე;

 სახსრებში ტეხვა;

 მუცლის ტკივილი;

 ტანზე სხვადასხვა ტიპის გამონაყარი;

 ცხვირიდან სისხლდენა;

 გულის ტკივილი;

 თვალების ჩაწითლება და ცრემლდენა;

 გლანდებისა და კისრის ლიმფური კვანძების გადიდება.

 

დიაგნოსტიკა

 

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი პულმონოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:

 სისხლის საერთო ანალიზს;

 გულმკერდის რენტგენს;

 ნახველის ანალიზს;

 პჯრ-რეაქციას;

 სეროლოგიურ გამოკვლევას;

 ცხვირხახის გამონადენის დათესვას.

 

მკურნალობა

 

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

 ანტიბიოტიკებს;

 ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებს;

 ამოსახველებელ პრეპარატებს;

 სიცხის დამწევ პრეპარატებს;

 ბრონქოლიტურ პრეპარატებს;

 სადეზინტოკსიკაციო საშუალებებს;

 ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას.

 

საშიშროება

 

დროული მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:

 პლევრიტი;

 ფილტვის შეშუპება;

 ფილტვის აბსცესი;

 სუნთქვის უკმარისობა;

 ინფექციურ-ტოქსიკური შოკი;

 ანემია;

 მიოკარდიტი;

 მენინგიტი.

 

შესაძლებელია ლეტალური შედეგი.

 

პროფილაქტიკა

 

რეკომენდირებულია:

 დაავადების პიკის დროს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლისგან თავის შეკავება;

 გადაციებისგან თავის დაცვა;

 აუცილებლობის შემთხვევაში ერთჯერადი ნითბის გამოყენება.



ყველა უფლება დაცულია © 2017
Yandex.Metrica

 

X
სხეულის მასის ინდექსი

გამოთვალეთ თქვენი სხეულის მასა და გაიგეთ გაქვთ თუ არა ჭარბი წონა.