ონლაინ
ჩაწერა
შეაფასეთ
კლინიკა
შეაფასეთ
ექიმი
ანოტაციები კლინიკების რეიტინგი ექიმების რეიტინგი ფასების შედარება დაავადებები სხვა
დაავადება: აზარტულობა
გაუგზავნე ეს დაავადება მეგობარს ან ახლობლებს. მხოლოდ გვითხარით ვის უგზავნით და დანარჩენზე ვიზრუნებთ ჩვენ! ელ–ფოსტის მისამართი:
x

  ამობეჭდილია 548-ჯერ
დაავადება ნანახია: 2017-ჯერ




აზარტულობა

 

აზარტულობა  – წარმოადგენს ფსიქოლოგიური დამოკიდებულების სახეობას, გამოიხატება აზარტული თამაშების მოთხოვნილებაში, რაც გამოწვეულია სოციალრი, მატერიალური და ოჯახური ფასეულობებისადმი ინტერესის დაკარგვით. 

აშლილობის გავრცელებულ ფორმებს შორის არის: კაზინოში თამაში, კომპიუტერული თამაში.

 

დაავადების მიზეზები:

 

სიმპტომები

დიაგნოსტიკა

აზარტულობის მკურნალობის დასადგენად ექიმი-ნარკოლოგი ატარებს საერთო დათვალიერებას და ესაუბრება პაციენტს იმ მიზეზების დასადგენად, რომლებიც თამაშის სურვილს იწვევს, ასევე არკვევს იყო თუ არა თამაში შეწვეტის მცდელობა და როგორ აისახება პაციენტის ცხოვრებაზე აზარტული თამაშები.  

 

სტადიები

აზარტულობა, როგორც დაავადება ვლინდება სამ სტადიად:

 

I სტადია - თამაშის დიდი სურვილი. ამ სტადიაზე აზარტთან ბრძოლას არ იწყებენ, რადგან ის ზედაპირულად ვლინდება. 

მოტივი «ვითამაშო – არ ვითამაშო» ამ შემთხვევაში არ არსებობს. ადამიანს შეუძლია უარი თქვას თამაშზე, მაშინაც კი, თუ მას ამის სურვილი აქვს. გაუცნობიერებლად მოთამაშე სულ უფრო ხშირად იწყებს თამაშს და ყოველ ჯერზე უფრო მაღალ ფსონებს დებს, ასევე გაუცნობიერებლად აგრძელებს სეანსებს.

 

II სტადია - ავადმყოფს ძალიან უჭირს საკუთარი თავისთვის თამაშის აკრძალვა. «ვითამაშო – არ ვითამაშო»-ს შორის არჩევა, ის უფრო ბოლო ვარიანტისკენ იხრება, თუმცა ამ შემთხვევაშიც თამაში სულ უფრო ითრევს მაინც, ჩნდება გარდაუვალი გამარჯვების მოლოდინი და წარმატების რწმენა. ფულადი მოგება იდება ახალ ფსონებში. ამ ეტაპზე მანიის მკურნალობა მიმდინარეობს ადვილად, თუმცა სიტუაციის გართულების გაუგებრობის გამო, მოთამაშე ექიმთან იშვიათად ხვდება. 

 

III სტადია - ფსიქოლოგიური კუთხით ამ სტადიაში მყოფი მოთამაშის პორტრეტის აღწერა ხდება შემდეგნაირად: ადამიანი ზის კომპიუტერთან, მისი სახის გამომეტყველება გადმოსცემს ძლიერ ემოციურ აღგზნებას. თამაში გრძელდება განუსაზღვრელი დროით. «დასვენების» დროს ავადმყოფი გეგმავს თამაშის სამომავლო ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ თამაშის სურვილი ხდება გადაულახავი. მესამე სტადიაზე თამაშის მანიის მკურნალობის საკითხი უკვე მწვავედ დგას.

 

შედეგები

თუ დაავადებას დროულად არ მიექცევა სათანადო ყურადრება, სიტუაცია ხდება კრიტიკული. მოთამაშე კარგავს თავის სოციალურ სტატუსს, წყვეტს ურთიერთობას მეგობრებთან. აღინიშნება პიროვნული დეგრადაცია, ადამიანს უგროვდება ვალები (თუ თამაში რეალურ ფულზე იყო). 

 

დაავადებული არ ფიქრობს, როგორც შეიძლება ამ მანიისგან გათავისუფლდეს და თვლის, რომ მას ტყუილად ადანაშაულებენ. ის ყურადღებას არ აქცევს გარეგნობას, არ აინტერესებს რა ხდება გარშემო. შესაძლოა ოჯახის დანგრევა, სამსახურის დაკარგვა, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა. 

 

მკურნალობა

მანიის სამკურნალო ეფექტურ მეთოდებს შორის არის:

 

მანიის მკურნალობა ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურია და ამას წყვეტს ექიმი, გამომდინარე იქედან, თუ რომელი სიმპტომი დომინირებს. თუმცა სრული კრუსის გავლის შემდეგაც კი, ადამიანს შეუძლია ისევ დაიწყოს თამაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ურთიერთობა აქვს მოთამაშეებთან. თამაშის სურვილის კვლავ გაჩენის შემთხვევაში სასურველია ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი, რათა გამოირიცხოს თამაშზე დამოკიდებულების ხელახლა გაღვივება. 

 

რისკის ჯგუფი

აღნიშნულ მანიას არ გააჩნია განსაკუთრებით გამოყოფილი რისკ-ჯგუფი, რადგან ის თანაბრად შეიძლება დაემართოს როგორც ზრდასრულებს, ისე ბავშვებს, თუმცა დადგენილია, რომ მამაკაცებს გაცილებით ხშირად ემართებათ, ვიდრე ქალებს.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია ხშირად თამაშისთვის, ასევე სათამაშო კლუბებისთვის და კაზინოებისთვის თავის არიდება.



ყველა უფლება დაცულია © 2017
Yandex.Metrica

 

X
სხეულის მასის ინდექსი

გამოთვალეთ თქვენი სხეულის მასა და გაიგეთ გაქვთ თუ არა ჭარბი წონა.