ონლაინ
ჩაწერა
შეაფასეთ
კლინიკა
შეაფასეთ
ექიმი
ანოტაციები კლინიკების რეიტინგი ექიმების რეიტინგი ფასების შედარება დაავადებები სხვა

I ჯგუფი

გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

II ჯგუფი

გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

III ჯგუფი

გაიცემა რეცეპტის გარეშე
შეამოწმეთ თუ რომელ მედიკამენტზე გჭირდებათ რეცეპტი
 
შეაფასეთ და დატოვეთ თქვენი კომენტარი ( 0 )
ანოტაცია: ტაიქოლდი ლიმონით #10პაკ GMP
გაუგზავნე ეს ანოტაცია მეგობარს ან ახლობლებს. მხოლოდ გვითხარით ვის უგზავნით და დანარჩენზე ვიზრუნებთ ჩვენ! ელ–ფოსტის მისამართი:
x


  ამობეჭდილია 237-ჯერ
ანოტაცია ნანახია: 927-ჯერ




ტაიქოლდი ლიმნის არომატით
ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად

შემადგენლობა
პრეპარატის ერთი პაკეტი შეიცავს:
პარაცეტამოლი . . . . . . . . . . . . .500 მგ
ქლორფენირამინის მალეატი . . . . . 2 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C). . . 30 მგ.
დამხმარე ნივთიერებები, ნატურალური არომატიზატორი.
მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული პრეპარატი.
პარაცეტამოლს ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სუსტი ანტიანთებითი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოთალამუსის უპირატესად თერმორეგულაციის ცენტრში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან.
ქლორფენირამინის მალეატი – H1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სისხლძარღვების გამტარობას, ცრემლდენას, თვალებისა და ცხვირის ქავილს.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების დროს ავსებს C ვიტამინზე მოთხოვნილებას.
ჩვენება
გაციების, გრიპის და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცხვირის ”გაჭედვა”, ცემინება, კუნთების ტკივილი.
უკუჩვენება
დანიშვნის უკუჩვენებაა პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
«ტაიქოლდის ლიმნის არომატით» დანიშვნა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების და შინაგან ორგანოთა მძიმე ფუნქციური დარღვევების დროს.
«ტაიქოლდი ლიმნის არომატით» მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლის, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშვნა.
«ტაიქოლდი ლიმნის არომატით» სიფრთხილით ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში.
პრეპარატთან ერთად არასასურველია პარაცეტამოლის შემცველი სხვა საშუალებების მიღება. ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი მოქმედების სამკურნალო საშუალებები (ზოგიერთი საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, რიფამპიცინი, ეთანოლი) პარაცეტამოლთან კომბინაციაში აძლიერებენ მის ჰეპატოტოქსიკურობას.
დოზირება და მიღების წესი
1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ჭიქა ცხელ წყალში.
მოზრდილებში ინიშნება 1 პაკეტი ყოველ 4-6 საათში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 4-ჯერ 24 საათის განმავლობაში. მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 5 დღე.
სასურველია პრეპარატის მიღება გრიპისა და გაციების პირველივე სიმპტომების გამოვლინებისთანავე.
გვერდითი მოვლენები
«ტაიქოლდი ლიმნის არომატით» არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად, შეფუთვაში 10 პაკეტი.

დანიშნულება
ექიმის რეცეპტის გარეშე!
მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)

ანოტაციის მომწოდებელია:
ავერსი ფარმა
ანოტაცია: ტაიქოლდი ლიმონით #10პაკ GMP
გაუგზავნე ეს ანოტაცია მეგობარს ან ახლობლებს. მხოლოდ გვითხარით ვის უგზავნით და დანარჩენზე ვიზრუნებთ ჩვენ! ელ–ფოსტის მისამართი:
x

 
დახურვა



შეაფასეთ ექიმები:

ნინო გოგოჩაშვილი
5
კომენტარები:
2

გიორგი კეჭყემაძე
5
კომენტარები:
1

ეთერ ბერიანიძე
0
კომენტარები:
0

ნატალია ქობალავა
5
კომენტარები:
2

თემო თურმანიძე
5
კომენტარები:
3



შეაფასეთ კლინიკები:

სასწრაფო სამედიცინო დახმარება გული
0
კომენტარები:
0

ენ ლაინსი – ნინო ჯავახიშვილის ესთეტიკური ცენტრი
0
კომენტარები:
0

ნეომედი
5
კომენტარები:
1

სტომატოლოგიური კლინიკა T L DENT
5
კომენტარები:
1

რამაზ ჩარექიშვილის ენდოსკოპიურ - ქირურგიული კლინიკა
1.9
კომენტარები:
1
ყველა უფლება დაცულია © 2017
Yandex.Metrica

 

X
სხეულის მასის ინდექსი

გამოთვალეთ თქვენი სხეულის მასა და გაიგეთ გაქვთ თუ არა ჭარბი წონა.