ონლაინ
ჩაწერა
შეაფასეთ
კლინიკა
შეაფასეთ
ექიმი
ანოტაციები კლინიკების რეიტინგი ექიმების რეიტინგი ფასების შედარება დაავადებები სხვა

I ჯგუფი

გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

II ჯგუფი

გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

III ჯგუფი

გაიცემა რეცეპტის გარეშე
შეამოწმეთ თუ რომელ მედიკამენტზე გჭირდებათ რეცეპტი
 
შეაფასეთ და დატოვეთ თქვენი კომენტარი ( 0 )
ანოტაცია: რიგევიდონი #28ტ
გაუგზავნე ეს ანოტაცია მეგობარს ან ახლობლებს. მხოლოდ გვითხარით ვის უგზავნით და დანარჩენზე ვიზრუნებთ ჩვენ! ელ–ფოსტის მისამართი:
x


  ამობეჭდილია 1572-ჯერ
ანოტაცია ნანახია: 6367-ჯერ




რიგევიდონი 21+7
RIGEVIDON 21+7



საერთაშორისო დასახელება
- ethinylestradiol, gestodene

ათქ.კლასიფიკაციის კოდი - G03AA07

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბ. 30 მკგ+150 მკგ: 28 და 3 X 28 ც.

ერთი შემოგარსულ ტაბლეტი შეიცავს 0,03 მგ ეთინილესტრადიოლს და 0,15 მგ ლევონორგესტრელს.
ერთი შემოგარსული პლაცებო-ტაბლეტი შეიცავს 76,05 მგ რკინის (II) -ფუმარატს.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

რიგევიდონის შემოგარსული ტაბლეტები

ბირთვი: კოლოიდური კაჟი, უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (33,0 მგ)
გარსი: საქაროზა, ტალკი, კალციუმის კარბონატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), კოპოვიდონი, მაკროგოლი 6000, კოლოიდური კაჟი, უწყლო, პოვიდონი, ნატრიუმის კარმელოზა.
პლაცებო-ტაბლეტი
ბირთვი: კოლოიდური კაჟი, უწყლო, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ტალკი, კარტოფილის სახამებელი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (24,55 მგ)
გარსი: საქაროზა, ტალკი, კალციუმის კარბონატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), კოპოვიდონი, კოლოიდური კაჟი, უწყლო, რკინის წითელი ოქსიდი (E172) პოვიდონი, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის კროსკარმელოზა.
სამკურნალწამლო ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები, თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული შემოგარსული ტაბლეტები პლაცებო-ტაბლეტები
მოწითალო-მურა, მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები, შემოგარსული, პრიალა ზედაპირით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატი მოქმედებს გონადოტროპინების დათრგუნვის გზით. თუმცა პირველადი მოქმედების მექანიზმი ეს ოვულაციის დათრგუნვაა, ისინი იწვევენ სხვა ცვლილებებსაც, მათ შორის ცერვიკალური ლორწოს კონსისტენციის ცვლილებას, რაც ართულებს სპერმატოზოიდების შესვლას საშვილოსნოს ღრუში, ასევე ენდომეტრიუმის ცვლილებას, რაც ამცირებს იმპლანტაციის შესაძლებლობას. გულისრევამ და დიარეამ შეიძლება შეამციროს პრეპარატის ეფექტურობა, ამიტომ აუცილებელია დამატებით (არაჰორმონალური) კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენებაც. მსუბუქი საფაღარათო საშუალებები არ მოქმედებს პრეპარატის ეფექტურობაზე.

ფარმაკოკინეტიკა

ლევონორგესტრელი
ლევონორგესტრელი იწოვება სწრაფად (სრული შეწოვის დრო 4 საათზე ნაკლები). ბიოშეღწევადობა პრაქტიკულად ასი პროცენტია, პირველადი გამოყოფის (ფირსტ პასს) არარსებობის გამო. ლევონორგესტრელის უმრავლესობა უერთდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინებს და გლობულინებს, რომელიც უკავშირდება სასქესო ჰორმონებს (გსპჰ).
ნახევრადგამოყოფის პერიოდი ავლენს ინდივიდუალურ ცვალებადობას და ვარირებს 8-დან 30 საათამდე. ლევონორგესტრელი გამოიყოფა შარდით და განავლით მეტაბოლიტების სახით (სულფატური და გლუკურონიდული კონიუგატები).
ეთინილესტრადიოლი
ეთინილესტრადიოლი შეიწოვება სწრაფად და თითქმის მთლიანად. პერორალური მირებისას ბიოშეღწევადობა 38-48%-ია. ეთინილესტრადიოლი თითქმის სრულად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ძიითადად ალბუმინებს.
ეთინილესტრადიოლი იშლება პრესისტემური კონიუგაციის გზით. ნაწლავის კედელში გასვლისას (მეტაბოლიზმის პირველი ფაზა) იგი გაივლის ღვიძლისმიერ კონიუგაციას (მეტაბოლიზმის მეორე ფაზა). განსაკუთრებით მნიშვნელოვან მეტაბოლიტს წარმოადგენს პირველ ფაზაში 2-OH-ეთინილესტრადიოლი და 2-მეტოქსი-ეთინილესტრადიოლი. ისევე როგორც ეთინილესტრადიოლი, ასევე პირეველი ფაზის მეტაბოლიტები გამოიყოფა კონიუგატების სახით (სულფატები და გლუკურონიდები) ნაღველში და აღწევს ღვიძლ-ნაწლავის სისტემაში. ნახევრადგამოყოფის დრო 26±6,8 საათია. 40%-მდე გამოიყოფა შარდით და 60%-მდე განავლით.

ჩვენებები

პერორალური კონტრაცეპცია

მიღების წესები და დოზები

გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი დღეში, სასურველია ერთი და იგივე დროს. თუ ქალი წინა ციკლში არ ღებულობდა კონტრაცეპციულ საშუალებას და თუ ექიმმა არ დანიშნა სხვაგვარად, პირველი ტაბლეტი მიიღება მენსტრუაციის პირველ დღეს და ტაბლეტების მიღება უნდა გაგრძელდეს 21 დღის განმავლობაში. შემდეგ გრძელდება პრეპარატის მოწითალო-მურა ტაბლეტებით 7 დღის განმავლობაში, რომლის დროსაც დგება მენსტრუაციისმსგავსი სისხლდენა. ამის შემდეგ საჭიროა საჭიროა მიღების გაგრძელება შემდეგი შეფუთვიდან, რომელიც შეიცავს 21 თეტრი ფერის და 7 მოწითალო-მურა ტაბლეტს შესვენების გარეშე.
ამგვარად, მიღების ყოველი ციკლი იწყება კვირის ერთი და იგივე დღეს. იმ შემთხვევაში თუ ქალი წინა ციკლში ღებულობდა კონტრაცეპციულ საშუალებას და წინამდებარე პაკეტში შედიოდა 21 ტაბლეტი, პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოს 7-დღიანი შესვენების შემდეგ, მერვე დღეს.
სხვადასხვა ფერის ტაბლეტების შემადგენლობა ერთნაირი არ არის. ამიტომ დასაწყისი და ტაბლეტების მიღების სწორი თანმიმდევრობა - ჯერ 21 თეთრი ტაბლეტი, შემდეგ 7 მოწითალო-მურა ტაბლეტი - მითითებულია შეფუთვაზე ნომრებით და ისრებით.
ორსულობის ან აბორტის შემდეგ პრეპარატის მიღების დაწყება შეიძლება პირველი ორფაზიანი ციკლის მენსტრუაციის პირველი დღიდან. ძირითადად, პირველი ორფაზიანი ციკლი, ნაადრევი ოვულაციის გამო მოკლდება. თუ პრეპარატის მიღება იწყება პირველი სპონტანური სისხლდენისას, მას არ შეუძლია წამარტებით შეუშალოს ხელი ნაადევ ოვულაციას, ამიტომ ციკლის პირველ ორ კვირაში დაცვა არასაიმედოა.
თუ ტაბლეტის მიღება გამოტოვებულია დადგენილ ვადაში, მისი მიღება უნდა მოხდეს 12 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაში კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენბა საჭირო არ არის. დანარჩენი ტაბლეტები მიიღება ჩვეულებრივ დროს. იმ შემთხვევაში თუ გავიდა 12 საათზე მეტი, მიიღება ბოლო გამოტოვებული ტაბლეტი (დანარჩენი მიუღებელი ტაბლეტების გამოტოვებით) და პრეპარატის მიღება გრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში. ამ შემთხვევაში შემდგომი 7 დღის განმავლობაშის საჭიროა კონტრაცეპციის დამატებიტი მეთოდების გამოყენება (ბარიერული მეთოდები, სპერმიციდები)

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლის დაბერილობა, სხეულის წონის ცვლილება და ლიბიდოს შეცვლა, გუნება-განწყობის დათრგუნვა, ქლოაზმები, მენსტრუაციათაშორისი სისხლდენა, კონტაქტური ლინზების ტარებისას ჩივილები. იშვიათად გვხვდება ტრიგლიცერიდების დონის, შაქრის მატება, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის შეცვლა, არტერიული წნევის ზრდა, ფილტვის ემბოლია, თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულ-სისხლძარღვთა მოვლენები, მაგალითად: ტვინის ემბოლია, ინსულტი, ბადურას თრომბოზი, მეზენტერიული თრომბოზი, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა თრომბოზი, ასევე ქვედა კიდურების თრომბოზი, ღრმა ვენების და ქვედა კიდურების ვენების თრომბოზი, თმის ცვენა, საშოს სეკრეტის ცვლილება, საშოს კანდიდოზი, გაზრდილი დაღლილობა, დიარეა.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ორსულობა, ლაქტაცია, ღვიძლის მძიმე დაავადებები: თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია (ჟილბერის სინდრომი, დუბინ-ჯონსის და როტორის სინდრომები); ქოლელითიაზი, ქოლეცისტიტი; ქრონიკული კოლიტი; ანამნეზში არსებული ან კლინიკურად არსებული გულ-სისხლძარღვთა და ცერებრო-ვასკულური ცვლილებები; თრომბოემბოლია და მისადმი მიდრეკილება; ღვიძლის სიმსივნეები; ავთისებიანი სიმსივნეები, უპირველეს ყოვლისა სარძევე ჯირკვლის ან ენდომეტრიუმის; ცხიმების ცვლის მოშლა; მძიმე ფორმის ჰიპერტონია; მძიმე მიმდინრეობის შაქრიანი დიაბეტი; ენდოკრინული სისტემის სხვა დაავადებები; ნამგლისებრი ანემია; ქრონიკული ჰემოლიზური ანემია; გაურკვეველი გენეზის სისხლდენა ენდომეტრიუმიდან; შაკიკი; ოტოსკლეროზი (რომელიც გაუარესდა წინამორბედი ორსულობისას); ანამნეზში იდიოპათიური სიყვითლე ორსულობისას; კანის ქავილი ორულობისას; ორსულთა ჰერპესი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობოს გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა, იმიტომ, რომ ზოგიერთი კვლევის საფუძველზე პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ორსულობის ადრეულ ვადაზე მცირედ ზრდის ნაყოფის განვითარების ჩამორჩენას. სხვა კვლევები არ ადასტურებენ ამ მონაცემს.
ძუძუთი კვება: ჰორმონაური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ რძის გამოყოფას და ცვლიან მის შემადგენლობას, ასევე მცირედ აღწევენ დედის რძეში, ამიტომ ამ პრეპარატების მიღება ძუძუთი კვებისას არ არის ნაჩვენები.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატით მკურნალობის კურსის დაწყებამდე აუცილებელია ზოგადი პროფილის ექიმის და გინეკოლოგის კონსულტაცია. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია გაიზომოს არტერიული წნევა, ჩატარდეს შარდის ლაბორატრიული გამოკვლევა შაქარზე, ღვიძლის ფუნქციის კონტროლი, აუცილებელია ძუძუს გამოკვლევა და საშოს ნაცხის ჰისტოლოგიური ანალიზი, ეს საჭიროა იმისათვის, რომ გამოირიცხოს ის დაავადებები, რომლებიც გაუარესდება პრეპარატის მიღებით ასევე ორსულობის გამოსარიცხად.
განსაკუთრებული სიფთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას შემდეგი დაავადებებისას: შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონია, თირკმლის ფუნქციის მოშლა, ვენების ვარიკოზული გაფართოება, ფლებიტები, ოტოსკლეროზი, გაფანტული სკლეროზი, ეპილეფსია, მცირე ქორეა, ინტერმიტირებადი პორფირია, ლატენტური ტეტანია, ასთმა, საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნე, ენდომეტრიოზი ან მასტოპათია.
პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია 6 თვეში ერთხელ.
ვირუსული ჰეპატიტის შემდეგ (ღვიძლის ფუნქციის ნორმალიზაციის შემდეგ) პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება შესაძლებელია განკურნებიდან 6 თვის შემდეგ.
ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება თანდართული იყოს იშვიათად კეთილთვისებიანი, ძალიან იშვიათად კი ავთვისებიანი სიმსივნეების ჩამოყალიბებით ღვიძლში, რომელიც ერთეულ შემთხვევაში იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ სისხლდენას მუცლის ღრუში. მნიშვნელოვანი ტკივილის გამოჩენისას მუცლის არეში, ღვიძლის გადიდების ან ინტრაპერიტონეალური სისხლდენის გამოჩენისას ჩნდება სიმსივნის არსებობის ეჭვი. აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის დიდი ნაწილი სწავლობდა საკვერცხის, ენდომეტრიუმის, საშვილოსნოს ყელის და სარძევე ჯირკვლების სიმსივნის წარმოშობას ქალებში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალურ საშუალებებს. კვლევებმა აჩვენეს, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებები იცავს ქალებს საკვერცხის და ენდომეტრიუმის სიმსივნის განვითარებისგან.
ზოგიერთი კვლევა ადგენს, რომ საშვილოსნოს ყელის მომატებული სიხშირე აღინიშნება იმ ქალებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებდნენ კომბინირებულ პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. თუმცა ეს შედეგები არაერთგვაროვანია. სიმსივნის ჩამოყალიბებაში ადგილი აქვს სექსუალურ ქცევას და სხვა ფაქტორებს, ამიტომ მისი კავშირი საშვილოსნოს ყელის სიმსივნესთან არ არის ერთმნიშვნელოვანი.
ზოგიერთი კვლევა მიგვითითებს, რომ ძუძუს კიბოს წარმოქმნის სიხშირე 35 წლამდე ასაკის ქალებში აღინიშნება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების პერორალური გამოყენებისას და ეს რისკი იზრდება საშუალებების მიღების ხანგრძლივობასთან ერთად. მიუხედავად ამისა ძუძუს კიბოს განვითარების სავარაუდლო რისკი მცირდება ჰორმონების მცირე დოზის შემცველი პრეპარატების მიღებისას. ამ მცირე რისკს წინ უდგას ჩასახვის საწინააღმდეგო კომბინირებული პერორალური საშუალებების დადებითი მოქმედება, განსაკუთებით ის ფაქტი, რომ პრეპარატი იცავს საკვერცხის და ენდომეტრიუმის სიმსივნისგან.
სისხლდენის გამორიცხვის შემდეგ აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას აუცილებელია ექიმის კონტროლი 2-3 თვეში ერთხელ. მენსტრუაციებს შორის სისხლდენის არსებობისას, აუცილებელია პრეპარატის მიღების გაგრძელება, იმიტომ რომ შემთხვევათა უმრავლესობაში ეს სისხლდენა სპონტანურად წყდება. თუ მესტრუაციებს შორის პერიოდში სისხლდენა არ წყდება ან მეორდება, აუცილებელია სამედიცინო გამოკვლევა სასქესო ორგანოების დაზიანების გამოსარიცხად.
ღებინების ან დიარეის დროს პრეპარატის მიღება გრძელდება, დამატებით ინიშნება კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდი.
იმ ქალებს შორის, რომლებიც იღებენ პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს და რომელიც შეიცავს ესტროგენებს, იზრდება თრომბოემბოლური დაავადებების (თავის ტვინის ინფარქტი, გულის კუნთის ინფარქტი, სუბარაქნოიდული ჰემორაგია) განვითარების რისკი. ამ დაავადებების დროს გამოსავალი შეიძლება იყოს არასრული გამოჯანმრთელება, ხოლო იშვიათად სიკვდილიც კი.
ნებისმიერი კომბინირებული პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ზრდის ვენური თრომბოემბოლური დაავადებების განვითარების რისკს. ამ დაავადებების რისკი მაქსიმუმს აღწევს პრეპარატის მიღების პირველ წელს. ეს მომატებული რისკი მცირეა ვენური თრომბოემბოლური დაავადების განვითარების რისკთან, რომელიც ვლინდება ორსულობის დროს, რაც შეადგენს 60 შემთხვევას 100 000 ორსულზე. 1-2%-ში ეს დაავადება სრულდება ლეტალური გამოსავლით.
თრომბოემბოლური დაავადების განვითარება ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებების გამოყენებისას შეადგენს 20 შემთხვევას 100 000 ქალზე წელიწადში.
ზოგიერთი ფაქტორი ზრდის თრომბოემბოლური დაავადებების განვითარების რისკს (მაგ: მოწევა, სიმსუქნე, ვენების ვარიკოზული გაფართოება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, შაკიკი). პრეპარატის კურსის დაწყებამდე და ამ ფაქტორების არსებობისას აუცილებელია შეფასდეს კონკრეტულ შემთხვევაში რამდენად მისაღებია ეს კომბინირებული პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება.
თრომბოემბოლური დაავადების განვითარების რისკი, რომელიც დაკავშირებულია კომბინირებული პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან ასაკთან ერთად იზრდება, ასევე იზრდება მოწევასთან ერთად. ამიტომ, 35 ასაკის ზემოთ ქალებში საჭიროა მოწევის თავის დანებება. თრომბოემბოლური დაავადებების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდა ასაკში თრომბოემბოლური დაავადების არსეობა და ოჯახური ანამნეზი, ასევე ჰომეოსტაზის მოშლა.
პრეპარატის მიღება აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
- შაკიკის მაგვარი შეტევის პირველად აღმოცენების ან გაძლირებეის დროს ან უჩვეულო თავის ტკივილისას; თრომბოზის ან ინფარქტის სავარაუდო წარმოქმნისას;
- არტერიული წნევის მკვეთრი მატებისას; სიყვითლის ან სიყვითლის გარეშე მიმდინარე ჰეპატიტისას; გენერალიზებული ქავილისას; ეპილეფსიისას ან ეპილეფსიური გულყრის დროს;
- დაგეგმილი ოპერაციის წინ (4 კვირით ადრე ოპერაციამდე); ხანგრძლივი იმობილიზაციის დროს (ტრავმის შემდეგ) და ორსულობისას.
მოწითალო-მუქი ტაბლეტების გამოყენება აუცილებელია პრეპარატის მიღების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად. ისინი შეიცავენ რკინის ფუმარატს იმ დოზაში, რომელიც საკმარისია რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ მაგრამ ამ დოზის მიღებას აზრია ქვს სხვა რკინის შემცველი პრეპარატის მიღებათან ერთად.
პრეპარტის მოქმედება ავტომობილის და სხვა მანქანების მართვაზე
კვლევა, რომელიც შეისწავლიდა პრეპარატ რიგევიდონ 21+7 მიღებისას მის მოქმედებას ავტომობილის და სხვა მანქანების მართვაზა არ ჩატარებულა.

ჭარბი დოზირება

ბავშვებში, რომელიც იღებდნენ პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების დიდ დოზას არ აღენიშნებოდათ გადახრები. ჭარბი დოზირების სიმპტომებია: გულისრევა და საშოდან სისხლდენა ქალებში. პრეპარატს არ აქვს სპეციფიკური ანტიდოტი, მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ პრეპარატებთან:
- ამპიცილინი, რიფამპიცინი, ქლორამფენიკოლი, ნეიმიცი, პენიცილინ B, სულფონამიდები, ტეტრაციკლინები, დიჰიდროერგოტამინი, ტრანკვილიზატორები, ფენილბუტაზონი (ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედება შეიძლება შემცირდეს, ამიტომ აუცილებელია სხვა არაჰორმონალური კონტრაცეფციის გამოყენება),
- ანტიკოაგულანტები, კუმარინის ან ინდადიონის პრეპარები (აუცილებელია პროთრომბინის განახლებული კვლევა და აუცილებლობის შემთხვევაში ანტიკოაგულანტის დოზის შეცვლა),
- ტრიციკლური ნტიდეპრესანტები, მაროტილინი, ბეტა-ბლოკატორები (შეიძლება გაზარდოს მათი ბიოშეღწევადობა და ტოქსიკურობა),
- პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები, ინსულინი (შეიძლება აუცილებელი გახდეს ამ საშუალებების დოზის შეცვლა),
- ბრომოკრიპტინი (ეფექტის შემცირება),
- ჰეპატპტოქსიკური პრეპარატები, განსაკუთრებით დანტროლენი (იზრდება ჰეპატოტოქსიურობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით 35 წლის ასაკის ზემოთ).

შენახვის პირობები და ვადები

ინახება +15°C-დან +25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით.
ანოტაციის მომწოდებელია:
ავერსი ფარმა
ანოტაცია: რიგევიდონი #28ტ
გაუგზავნე ეს ანოტაცია მეგობარს ან ახლობლებს. მხოლოდ გვითხარით ვის უგზავნით და დანარჩენზე ვიზრუნებთ ჩვენ! ელ–ფოსტის მისამართი:
x

 
დახურვა



შეაფასეთ ექიმები:

გიორგი შარიფაშვილი
0
კომენტარები:
0

პაატა მახარაშვილი
5
კომენტარები:
28

გულინა პარუნაშვილი
5
კომენტარები:
1

მანანა ჯოგლიძე
0
კომენტარები:
0

ლევან ფერაძე
5
კომენტარები:
1



შეაფასეთ კლინიკები:

კლინიკა ნითა
4.9
კომენტარები:
2

ელიტე
5
კომენტარები:
1

თვალის ლაზერული კლინიკა
0
კომენტარები:
0

სმარტ ფარმი SmartPharm
0
კომენტარები:
0

დენტ ოფისი
0
კომენტარები:
0
ყველა უფლება დაცულია © 2017
Yandex.Metrica

 

X
სხეულის მასის ინდექსი

გამოთვალეთ თქვენი სხეულის მასა და გაიგეთ გაქვთ თუ არა ჭარბი წონა.