ონლაინ
ჩაწერა
შეაფასეთ
კლინიკა
შეაფასეთ
ექიმი
ანოტაციები კლინიკების რეიტინგი ექიმების რეიტინგი ფასების შედარება დაავადებები სხვა

I ჯგუფი

გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

II ჯგუფი

გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

III ჯგუფი

გაიცემა რეცეპტის გარეშე
შეამოწმეთ თუ რომელ მედიკამენტზე გჭირდებათ რეცეპტი
 
შეაფასეთ და დატოვეთ თქვენი კომენტარი ( 0 )
ანოტაცია: კაბოტრიმი
გაუგზავნე ეს ანოტაცია მეგობარს ან ახლობლებს. მხოლოდ გვითხარით ვის უგზავნით და დანარჩენზე ვიზრუნებთ ჩვენ! ელ–ფოსტის მისამართი:
x


  ამობეჭდილია 3062-ჯერ
ანოტაცია ნანახია: 2799-ჯერ




კაბოტრიმი(CABOTRIM) [i]CABERGOLINE[/i] [i]TRIMA ISRAEL PHARMACEUTICAL PRODUCTS MAABAROT, ისრაელი[/i] ათქ კლასიფიკაციის კოდი G02CB03 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა ტაბლეტები: შეფუთვაში 2 და 8 ც. 1 ტაბ. კაბერგოლინი. . . . . . . 0,5 მგ კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჰორმონული საშუალება (პროლაქტინის სეკრეციის ინჰიბიტორი). ფარმაკოლოგიური თვისებები პრეპარატი წარმოადგენს ერგოლინის წარმოებულს. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოფიზის ლაქტოტროპულ უჯრედებში დოფამინის D2-რეცეპტორების პირდაპირ სტიმულაციასთან. შედარებით დიდ დოზებში, ვიდრე პროლაქტინის სეკრეციის დასათრგუნად არის საჭირო, იწვევს ცენტრალურ დოფამინერგულ ეფექტს, რაც განპირობებულია დოფამინური D2-რეცეპტორების სტიმულაციით. პლაზმაში პროლაქტინის კონცენტრაციის დაქვეითებას ადგილი აქვს 3 სთ-ის შემდეგ კაბერგოლინის მიღებიდან, რომელიც გრძელდება 7-28 დღე ჯანმრთელ მოხალისეებში და 14-21 დღემდე პაციენტებში მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის დასათრგუნად. ფარმაკოკინეტიკა კაბერგოლინი პერორალური მიღებისას სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ხელს არ უშლის აქტიური ნივთიერების შეწოვასა და განაწილებას. პლაზმაში აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 0,5-4 სთ-ის შემდეგ. 41-42%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ნახევრადგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს 63-68 სთ-ს, ხოლო ჰიპერპროლაქტინემიით შეპყრობილ პაციენტებში 79-115 სთ-ს. პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით. ჩვენებები - ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის შეწყვეტა ან ლაქტაციის ხელოვნურად დათრგუნვა: დედის სურვილის მიხედვით, ან იმ შემთხვევაში, როდესაც ძუძუთი კვება წინააღმდეგნაჩვენებია, როგორც დედისთვის ასევე ნაყოფისთვის. მკვდრადშობილი ნაყოფი ან აბორტი. - ჰიპეპროლაქტინემიით გამოწვეული დისფუნქციის მკურნალობა (ქალებში- ამენორეა, ოლიგომენორეა, ანოვულაცია, გალაქტორეა, უნაყოფობა, მამაკაცებში- იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება). - ჰიპოფიზის პროლაქტინ-სეკრეტორული ადენომების მკურნალობა (მიკრო და მაკროპროლაქტინემიით). - იდიოპათიური ჰიპეპროლაქტინემია ან “ცარიელი” თურქული კეხის სინდრომი, რომელიც წარმოადგენს ძირითად პათოლოგიურ მდგომარეობას ასოცირებულს ჰიპეპროლაქტინემიასთან. დოზირების რეჟიმი მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის დასათრგუნად ინიშნება 1მგ (2 ტაბლეტი 0,5 მგ) ერთხელ მშობიარობიდან პირველივე დღეს. დაწყებული ლაქტაციის დასათრგუნად- 0,25 მგ (1/2 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში ყოველ 12 სთ-ში 2 დღის განმავლობაში (ჯამური დოზა 1 მგ). აღნიშნული დოზირებისას გვერდითი ეფექტები (განსაკუთრებით არტერიული ჰიპოტენზია) ნაკლებად აღინიშნება. ჰიპეპროლაქტინემიის სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება კვირაში 1-2-ჯერ (მაგ. ორშაბათს ან ორშაბათს და ხუთშაბათს). საწყისი დოზა შეადგენს ½ ტაბლეტს (0,25 მგ) ან 1 ტაბლეტს (0,5 მგ) კვირაში. თერაპიული ეფექტის მიხედვით, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის გაზრდა. კვირის დოზის მომატება წარმოებს თანდათანობით ( 0,5 მგ 1-თვიანი ინტერვალით). საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 1 მგ-ს კვირაში და შეიძლება მისი მერყეობა 0,25 მგ-დან 2 მგ-მდე კვირაში. ჰიპეპროლაქტინემიით შეპყრობილ პაციენტებში იყენებენ 4,5 მგ-ს კვირაში. პრეპარატის მიღება ხდება ჭამის დროს. უკუჩვენებები კაბერგოლინის და ჭვავის რქის ალკალოიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები. ღვიძლის ფუნქციის მკვეთრად გამოხატული მოშლა. ორსულთა ტოქსიკოზი. ანამნეზში მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი. 16 წლამდე ასაკი. გვერდითი მოვლენები [i]ხშირად[/i]: არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, ტკივილები მუცლის არეში. [i]ხანგრძლივი მიღებისას[/i]: დისპეფსიური მოვლენები, საერთო სისუსტე, გასტრიტი, ღებინება, გაუვალობა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, წამოხურება, დეპრესია, პარესთეზიები, (აღნიშნული სიმპტომები გამოხატულია ზომიერად და ვლინდება პრეპარატის მიღებიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში და თავისით გაივლის). ორსულობა და ლაქტაცია რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის გამოყენებისას ლაქტაციის დათრგუნვის მიზნით სასურველი ეფექტი არ აღინიშნება, აუცილებელია ძუძუთი კვებისაგან თავის შეკავება და ექიმთან კონსულტაცია. მკურნალობის დაწყებისას, საჭიროა გამოირიცხოს ორსულობა და შემდგომში გამოყენებულ იქნას კონტრაცეპციის მექანიკური მეთოდები. ვინაიდან პრეპარატის ორგანიზმიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივია, მენსტრუალური ციკლის აღდგენის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა ჩასახვამდე 1 თვით ადრე, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი მოქმედება ნაყოფზე. განსაკუთრებული მითითებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით შეპყრობილ პირებში, თირკმელების ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენა, რეინოს დაავადება, ფსიქიური დაავადება მოითხოვს სიფრთხილეს პრეპარატის დანიშვნისას, ისევე როგორც ჰიპოტენზიური პრეპარატებით მკურნალობის ფონზე. ეფექტური დოზის შერჩევისას, რეკომენდებულია სისხლში პროლაქტინის რეგულარული (თვეში ერთხელ) კონტროლი. მისი ნორმალიზაცია აღინიშნება 2-4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ. პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას საჭიროა რეგულარული გინეკოლოგიური გამოკვლევები, ცერვიკალური და ენდომეტრიუმის ჰისტოლოგიური გამოკვლევის ჩათვლით. პაციენტებს, პრეპარატის მიღების პერიოდში, ეკრძალებათ ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას. ჭარბი დოზირება გულისრევა, ღებინება, ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, არტერიული ჰიპოტენზია, მეხსიერების დარღვევა, ფსიქოზი, ჰალუცინაციები. ამ დროს საჭიროა კუჭის გაწმენდა, შემდგომი არტერიული წნევის კონტროლით, რეკომენდებულია დოფამინის ანტაგონისტების დანიშვნა. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება კაბერგოლინის და მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების (მაგ. ერითრომიცინი) ერთდროული დანიშვნისას, ძლიერდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. ფენოთიაზინის წარმოებულებთან, ბუტიროფენონებთან, თიოქსანტენებთან და მეტოკლოპრამიდთან კომბინაცია იწვევს კაბერგოლინის ეფექტის დაქვეითებას. შენახვის პირობები და ვადა ინახება გრილ, მშრალ და ბნელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ანოტაციის მომწოდებელია:
ABC ფარმა
ანოტაცია: კაბოტრიმი
გაუგზავნე ეს ანოტაცია მეგობარს ან ახლობლებს. მხოლოდ გვითხარით ვის უგზავნით და დანარჩენზე ვიზრუნებთ ჩვენ! ელ–ფოსტის მისამართი:
x

 
დახურვა



შეაფასეთ ექიმები:

რუსლან ბოლქვაძე
5
კომენტარები:
10

ეკა ღვინჯილია
0
კომენტარები:
0

დიანა ხონელიძე
5
კომენტარები:
3

მაია ურუშაძე
5
კომენტარები:
4

თინათინ შათირიშვილი
0
კომენტარები:
0



შეაფასეთ კლინიკები:

იმედის კლინიკა
4.7
კომენტარები:
51

ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი
4.7
კომენტარები:
4

ბელნატური
0
კომენტარები:
0

ლოკუსი
4.9
კომენტარები:
13

თბილისის გულის ცენტრი
0
კომენტარები:
0
ყველა უფლება დაცულია © 2017
Yandex.Metrica

 

X
სხეულის მასის ინდექსი

გამოთვალეთ თქვენი სხეულის მასა და გაიგეთ გაქვთ თუ არა ჭარბი წონა.