ონლაინ
ჩაწერა
შეაფასეთ
კლინიკა
შეაფასეთ
ექიმი
ანოტაციები კლინიკების რეიტინგი ექიმების რეიტინგი ფასების შედარება დაავადებები სხვა

I ჯგუფი

გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

II ჯგუფი

გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

III ჯგუფი

გაიცემა რეცეპტის გარეშე
შეამოწმეთ თუ რომელ მედიკამენტზე გჭირდებათ რეცეპტი
 
შეაფასეთ და დატოვეთ თქვენი კომენტარი ( 1 )
ანოტაცია: ატარაქსი
გაუგზავნე ეს ანოტაცია მეგობარს ან ახლობლებს. მხოლოდ გვითხარით ვის უგზავნით და დანარჩენზე ვიზრუნებთ ჩვენ! ელ–ფოსტის მისამართი:
x


  ამობეჭდილია 2513-ჯერ
ანოტაცია ნანახია: 46098-ჯერ




ატარაქსი ATARAX სარეგისტრაციო ნომერი: გარსით დაფარული ტაბლეტები რეგისტრაციის ნომერი: კუნთებში შესაყვანი ხსნარი სავაჭრო პატენტირებული სახელწოდება: ატარაქსი(R).—(ATARAX(R)) ქიმიური სახელწოდება:ეთანოლი 2[[-2-[[-4-[[(4-ქროლფერინი) ფელილმეთილი]]-1-პირერაზინი]]-დიჰიდროქლორიდი. წამლის ფორმები [i]ტაბლეტები:[/i] აქტიური ნივთიერება ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდი 25მგ; [i]დამხმარე ნივთიერებები:[/i] მიკროკრისტალური ცელულოზა (A ავიცელ PH 102(R)), მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი (აეროსილი 200(R)) ლაქტოზას მონოჰიდრატი, ოპადრაი(R)Y-1-7000; ტიტანის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა 2 910 5 ც P, მაკროგოლი 4000. [i]კუნთში შესაყვანი ხსნარი:[/i] აქტიური ნივთიერება – ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდი 100 მგ-2მგ; არააქტიური კომპონენტები, ნატრიუმის ჰიდროქსიდი,წყალი ინექციისთვის. აღწერა. თეთრი მოგრძო ტაბლეტები, გარსით დაფარული გამყოფი გასწვრივი ტიხარით ორივე მხრიდან კუნთში შესაყვანი ხსნარი: - გამჭვირვალე, უფერო ხსნარი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანქსიოლიზური საშუალება (ტრანკვილიზატორი) კოდი: ATX: N05BB01. ფარმაკოლოგიური თვისებები: იგი დიფელინმეთანის წარმოებულია, რომელიც ხასიათდება ზომიერი ანქსიოლიზური აქტივობით, ასევე ავლენს სედაციურ, ღებინების საწინააღმდეგო, ანტიჰისტამიურ და მ- ქოლინომაბლოკირებელ მოქმედებას. ხასიათდება ცენტრალური მ-ქოლინო და H1-ჰისტამინორეცეპტორების მაბლოკირებელი ეფექტით. თრგუნავს გარკვეული სუბკორტიკალური ზონების აქტივობას. არ იწვევს ფსიქიკურ დამოკიდებულებას და შეჩვევას. კლინიკური ეფექტი ვლინდება ტაბლეტის მიღებიდან 15-30 წუთის შემდეგ. დადებით გავლენას ახდენს კოგნიტურ უნარზე, აუმჯობესებს მეხსიერებას და ყურადღებას. ადუნებს ჩონჩხის და გლუვ კუნთებს, აქვს ბრონქოდილატაციური და ანალგეზიური ეფექტი, ზომიერი მაინჰიბრირებული ზეგავლენა კუჭის სეკრეციაზე. ჰიდროქსიზინი საგრძნობლად ამცირებს ქავილს ჭინჭრის ციების, ეგზემის და დერმატიტის დროს. ხანგრძლივი მიღებისას არ აღინიშნება კოგნიტური ფუნქციის გაუარესება. პოლისომნოგრაფიით ძილის დარღვევის მქონე პაციენტებში თვალსაჩინოდ ვლინდება ძილის გახანგრძლივება და ღამე გაღვიძების სიხშირის შემცირება ჰიდროქსიზინის დოზით 50 მგ მიღებისას. კუნთოვანი დაძაბულობის შემცირება აღინიშნება პრეპარატის 50 მგ დოზით დღეში 3-ჯერ მიღების დროს. ფარმაკოკინეტიკა მისი აბსორბაცია – მაღალია. მაქსიმალური კონცენტრაციამდე მიღწევის დრო (TC max) მისი პერორალურად მიღების შემდეგ – 2 საათია: ნახევარდაშლის პერიოდი (თ1/2)მოზრდილებში-14 სათ. მეტობოლიტები ვლინდება დედის რძეში. 25 მგ დოზის ერთჯერადი მიღების შემდეგ თჩმახ შეადგენს 30 მგ/მლ და 70 მგ/მლ 50მგ ჰიდროქსიზინის მიღების შემდეგ. ბიოშეღწევადობა პერორალური მიღების დროს და კუნთებში შეყვანისას შეადგენს 80%-ს. ჰიდროქსიზინი პლაზმასთან შედარებით ძირითადად კანში კონცენტრირდება,. Gგანაწილების კოეფიციენტი 7-16/ლ/კგ-ს შეადგენს მოზრდილებში. ჰიდროქსიზინი აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და პლაცენტაში, უმეტესწილად კონცენტრირდება ფეტალურ, ვიდრე დედის ქსოვილებში. ჰიდროქსიზინი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ცეტირიზინი-ძირითადი მეტაბოლიტია (45%) წარმოადგენს გამოხატულ H1-ბლოკატორს. ჰიდროქსიზინის საერთო კლირენსი შეადგენს 13 მლ/წთ/კგ. მხოლოდ ჰიდროქსიზინის 0,8% გამოდის უცვლელი სახით თირკმლების მეშვეობით. ბავშვებში საერთო კლირენსი 4-ჯერ ნაკლებია, მოზრდილებთან შედარებით. თ ½-11 საათია 14 წლის ასაკის ბავშვებში და 4 საათი – 1 წლის ასაკში. ხანდაზმულ ავადმყოფებში თ 1/2 შეადგენს 29 სთ. განაწილების კოეფიციენტი კი 22.5 ლ/კგ. ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში თ 1/2 იზრდებოდა 37 სთ-მდე, მეტაბოლიტების კონცენტრაცია სისხლის შრატში უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდა ავადმყოფებში ღვიძლის ნორმალური ფუნქციით. ანტიჰისტამინური ეფექტი შესაძლებელია მიღებიდან 96 საათამდე გაგრძელდეს. ჩვენება • ზრდასრულებში - გაღიზიანება, ფსიქომოტორული აგზნება, შინაგანი დაძაბულობის შეგრძნება, ნევროლოგიური, ფსიქიური (გენერალიზებული შფოთვა და ადაპტაციის დარღვევა) და სომატური დაავადებების დროს გაზრდილი გაღიზიანებადობა, ასევე ქრონიკული ალკოჰოლიზმის, ალკოჰოლური აბსტინენციური სინდრომის დროს, რომელსაც თან ახლავს ფსიქომოტორული აგზნების სიმპტომები. • სედაციური საშუალების სახით პრემედიკაციის პერიოდში • ქავილის სიმპტომური თერაპია. უკუჩვენება პაციენტებში რომელთაც ზემგრძნობელობა აღენიშნებათ პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე, ცეტირიზინზე ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტებზე, ასევე ამინოფილინზე ან ეთილენდიამინზე. უკუნაჩვენებია პორფირიით დაავადებულებში; ორსულობასა და მშობიარობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს. ვინაიდან ტაბლეტის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა, იგი უკუნაჩვენებია ავადმყოფებში რომლებსაც აღენიშნებათ ლაქტოზის მემკვიდრეობით აუტანლობა, პრეპარატი არ არის რეკომენდირებული გლუკოზა-ლაქტოზის შეწოვის დარღვევის შემთხვევაში. [u]სიფრთხილით[/u] მიასთენიის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის (კლინიკურ გამოვლინებებით) დროს. როდესაც ადგილი აქვს შარდის გაძნელებულ გამოყოფას, ყაბზობას, გაზრდილ თვალშიდა წნევას, დემენციას, მიდრეკილებას კრუნჩხვებისადმი. ავადმყოფებში, რომლებსაც აღენიშნებათ არითმია, ან რომლებიც ღებულობენ პროარითმიულ პრეპარატებს. ასევე პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ ცნს-ის დამთრგუნველ სხვა სამკურნალო პრეპარატებს, ან ქოლინობლოკატორებს _ დოზა უნდა შეუმცირდეთ. ავადმყოფებს, გამოხატული მძიმე ან საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობით, ასევე ღვიძლის უკმარისობით, აუცილებელია დოზა შეუმცირდეთ. ხანდაზმულ ავადმყოფებს დოზა უმცირდებათ . მიღების წესი და დოზები პრეპარატი ინიშნება პერორალური მიღებისთვის ან კუნთში შესაყვანად. ბავშვები: ქავილის სიმპტომატური მკურნალობისთვის 12 თვიდან 6 წლამდე ასაკში: 1 მგ/კგ 2,5 მგ/კგ-მდე დღე-ღამეში რამდენჯერმე მიღებით. ასაკში 6 წლიდან და ზემოთ: 1 მგ/კგ 2,0 მგ/კგ-მდე დღე-ღამეში რამდენჯერმე მიღებით. პრემედიკაციისთვის _ 1 მგ/კგ ოპერაციამდე 1 საათით ადრე, ასევე დამატებით ანესთეზიამდე წინა ღამით მოზრდილები: შფოთვის სიმპტომური მკურნალობისთვის: 25-100 მგ დღეში განაწილებული დოზით დღის ან ღამის განმავლობაში. სტანდარტული დოზაა 50 მგ დღეში (12,5 მგ დილით, 12,5 მგ შუადღეს და 25 მგ-ღამით). სერიოზული შემთხვევების დროს შესაძლებელია დოზის გაზრდა დღეში 300 მგ-მდე. პრემედიკაციისთვის ქირურგიულ პრაქტიკაში: 50-200 მგ (1,5-2,5 მგ/კგ კუნთებში) შეჰყავთ ოპერაციამდე 1 საათით ადრე. ქავილის სიმპტომატური მკურნალობისთვის: საწყისი დოზაა 25 მგ, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა ოთხჯერ (25 მგ 4-ჯერ დღეში), ასევე დამატებით ანესთეზიამდე წინა ღამით. ხანდაზმული ავადმყოფების მკურნალობას იწყებენ ნახევარი დოზით. თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის დროს დოზა უნდა შემცირდეს. ერთჯერადი მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 200მგ. მაქსიმალური დღე-ღამური დოზა შეადგენს არაუმეტეს 300 მგ. გვერდითი მოვლენები სუსტადაა გამოვლენილი და როგორც წესი ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ან დოზის შემცირების შემდეგ. გვერდითი ეფექტები ძირითადად უკავშირდება ცნს-ის დათრგუნვას, ან ცნს-ზე პარადოქსულ მასტიმულირებელ ეფექტებს, ანტიქოლინერგულ აქტივობას ან ჰიპერმგრძნობელობით რეაქციებს. ანტიქოლინერგული ეფექტები: პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, ყაბზობა ან აკომოდაციის დარღვევა - იშვიათია და ძირითადად აღენიშნებათ ხანდაზმულ ავადმყოფებს. შესაძლებელია გამოიწვიოს ძილიანობა, ზოგადი სისუსტე, განსაკუთრებით პრეპარატით მკურნალობის საწყის პერიოდში. თუკი ეს ეფექტი არ ქრება თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება. ადგილი ჰქონდა შეტყობინებას სხვა სახის გვერდითი მოვლენების შესახებ, როგორიცაა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გაძლიერებული ოფლიანობა, არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, ალერგიული რეაქციები, გულისრევა, ციებ-ცხელება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილება, ბრონქოსპაზმი. კლინიკურად მნიშვნელოვანი სუნთქვის დათრგუნვა რეკომენდირებული დოზის დანიშვნის შემთხვევაში არ აღინიშნებოდა. უნებლიე აქტივობა, მათ შორის ძალზე იშვიათია ტრემორისა და კრუნჩხვის შემთხვევები, დეზორიენტაცია შეინიშნებოდა დოზის მნიშვნელოვანი სიჭარბის პირობებში. დოზის გადაჭარბება პრეპარატის დოზის გადაჭარბების მაჩვენებელი შესაძლებელია გამოვლინდეს ანტიქოლინერგული ეფექტით, ცნს-ს დათრგუნვით ან პარადოქსული სტიმულირებით. დოზის მნიშვნელოვანი გადამეტების სიმპტომები შესაძლებელია იყოს გულისრევა, პირღებინება, უნებლიე მოძრაობითი აქტივობა, ჰალუცინაციები, ცნობიერების დარღვევა, არითმია, არტერიული ჰიპოტონია თუ არა აქვს ადგილი სპონტანურ პირღებინებას, რეკომენდირებულია კუჭის დაუყოვნებლივი გამორეცხვა. ღებინება გამოწვეული უნდა იქნას ხელოვნურად. ნაჩვენებია ზოგადი შემანარჩუნებელი საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის საციცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებზე კონტროლს და ავადმყოფზე მონიტორულ დაკვირვებას შემდგომი 24 საათის განმავლობაში ინტოქსიკაციის სიმპტომების გაქრობამდე. ვაზოპრესული ეფექტის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება ნორეპრირეფრინი ან მეტირამენოლი. ეპინეფრინის დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი. ჰემოდიალიზი არაა ეფექტური. სპეციფიური ანტიდოტი არ მოიპოვება. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან საჭიროა გათვალისწინებული იქნეს ჰიდროქსიზინის მაპოტენცირებელი ზემოქმედება მისი ერთდროული დანიშვნისას სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, როგორიცაა ნარკოტიკული ანალგეზიურები, ბაბიტურატები, ტრანკვილიზატორები, საძილე საშუალებები, ალკოჰოლი. ასეთ შემთხვევაში მათი დოზირება ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. საჭიროა თავი ავარიდოთ ერთდროულად მის დანიშვნას მაოს ინჰიბიტორებთან და ქოლინობლოკატორებთან. პრეპარატი აფერხებს, ადრენალინის პრესორულ მოქმედებას და ფენიტოინის კრუნჩხვის საწინააღმდეგო აქტივობას, ასევე ბეტაჰისტინის და ქოლინესთერაზას ბლოკატორების მოქმედებას. ატროპინის, ბელადონას ალკალოიდების, დიგიტალისის, ჰიპოტენზიური საშუალებების, H2-რეცეპტორების ანაგონისტების ეფექტი ჰიდროქსიზინის ზემოქმედებით არ იცვლება. იგი წარმოადგენს Р4502D6 ინჰიბიტორს და მაღალი დოზების შემთხვევაში შესაძლებელია CYP2D6 სუბსტრატებთან ურთიერთქმედების მიზეზი გახდეს. ვინაიდან ჰიდროქსიზინი ღვიძლში მეტაბოლიზდება, მოსალოდნელია მისი კონცენტრაციის გაზრდა სისხლში მისი ერთდროული დანიშვნისას ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორებთან განსაკუთრებული მითითებანი ალერგოლოგიური ტესტების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს გამოკვლევამდე 5 დღით ადრე. ვინაიდან ჰიდროქსიზინს შეუძლია ზეგავლენა იქონიოს ფსიქომოტორულ რეაქციებზე, საჭიროა ავადმყოფები გაფრთხილებულნი იყვნენ ამის შესახებ, თუ მათვის აუცილებელია ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა. პრეპარატის ინექციური ფორმები განკუთვნილია მხოლოდ კუნთებში ინექციისთვის და არ შეიძლება მათი ინტრავენურად, არტერიაში და კანქვეშ შეყვანა. კუნთებში შეყვანისას საჭიროა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ნემსი არ მოხვდეს რომელიმე სისხლძარღვში. კანქვეშ შეყვანისას პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ქსოვილების დაზიანება. ჰიდროქსიზინით დაფარული ტაბლეტები – 25 მგ. ბლისტერში -25 ტაბლეტი. ბლისტერთან ერთად პრეპარატის მოხმარების ინსტრუქცია შეფუთულია მუყაოს კოლოფში. ამპულები კუნთებში შესაყვანი ხსნარით 100 მგ/2მლ, თეთრი გამჭირვალე მინის, 6 ამპულა მოთავსებულია პლასტიკურ დამჭერში, რომელიც პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში. შენახვის პირობები ტაბლეტები ინახება მშრალ ადგილას არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე ამპულები არაუმეტეს 25 ºС ტემპერატურაზე არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, ან როდესაც დარღვეულია შენახვის წესები. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: 5 წელი აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - ექიმის რეცეპტით. მწარმოებელი ფირმა: იუსიბი ფარმა ს.ა. შემინ დიუ ფორე ბრეინ ი ალიუდ B – 1420 ბელგია წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში / პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია 119048, მოსკოვი, შაბოლოვკა სახლი 10 სტრ. (БЦ ,,კონკორდი”) ტელ: +7(495)644 33 22 ფაქსი +7(495)644 33 29.
ანოტაციის მომწოდებელია:
ჯი–პი–სი
ანოტაცია: ატარაქსი
გაუგზავნე ეს ანოტაცია მეგობარს ან ახლობლებს. მხოლოდ გვითხარით ვის უგზავნით და დანარჩენზე ვიზრუნებთ ჩვენ! ელ–ფოსტის მისამართი:
x

 
დახურვა



შეაფასეთ ექიმები:

თეიმურაზ ვახანია
0
კომენტარები:
0

ნაილი ჯიხაშვილი
0
კომენტარები:
0

შოთა სეფიშვილი
0
კომენტარები:
0

ეკატერინე ლომიძე
5
კომენტარები:
139

ნინო წერუაშვილი
0
კომენტარები:
0



შეაფასეთ კლინიკები:

წალენჯიხის რაიონული ჰოსპიტალი
0
კომენტარები:
0

ლაზერ დენტ
0
კომენტარები:
0

იაშვილი-ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ქირურგიული ცენტრი
5
კომენტარები:
1

ელიტა მედი
5
კომენტარები:
1

ციტო ბეიბი
0
კომენტარები:
0
ყველა უფლება დაცულია © 2017
Yandex.Metrica

 

X
სხეულის მასის ინდექსი

გამოთვალეთ თქვენი სხეულის მასა და გაიგეთ გაქვთ თუ არა ჭარბი წონა.